1. იმ სამედიცინო დაწესებულებამ, რომელიც ქსოვილებს იყენებს, შესაბამის ქსოვილის ბანკს ქსოვილის ბანკის მიერ დადგენილი ფორმატის თანახმად უნდა აცნობოს რეციპიენტის შესახებ მონაცემები და მკურნალობის/სამედიცინო ჩარევის შედეგები, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალობისშემდგომი მეთვალყურეობის თაობაზე.

2. ქსოვილის ბანკი არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა კომპეტენტურ უწყებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წლის საქმიანობის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიში ქვეყნდება კომპეტენტური უწყების ვებგვერდზ