1. ორგანოს პოტენციური დონორის ოპტიმალური ჰემოდინამიკური (ფიზიოლოგიური/სომატური) მართვა ხორციელდება სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვისა და გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის ეროვნული პროტოკოლის/სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ორგანოს დონაციის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართვისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინტენსიური თერაპიის ექიმს/ხელმძღვანელს და დონორ-კოორდინატორს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვისა და გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის ეროვნულ პროტოკოლს/სახელმძღვანელო პრინციპებს შეიმუშავებენ შესაბამისი დარგობრივი (ტრანსპლანტოლოგია, კრიტიკული მედიცინა, ნევროლოგია) ორგანიზაციები. ეს პროტოკოლი/პრინციპები მტკიცდება მინისტრის ბრძანები