დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესისა და პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2023
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016544
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| საქმიანობა | პასუხისმგებელი პირი |
| საქმიანობა 1 | 1 |
| № | ხარჯის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების
დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.08) განხორციელების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესისა და პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2023 წლის 31 ოქტომბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესისა და პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსება 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი №1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.01) განხორციელების წესი (შემდგომში – „პროგრამა“) წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, სოციალური მიზნების მქონე პროექტებში მათი ჩართულობის, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების და განვითარების ხელშეწყობის ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ბიუჯეტი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი;
2. დაფინანსება/თანადაფინანსება – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინიციატივის დაფინანსება/თანადაფინანსება არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში;
3. პროგრამა – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06.02.01);
4. კომისია – მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ინიცირებული პროექტების ამ წესთან შესაბამისობას და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები და ინსტრუქცია მტკიცდება მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
5. საპროექტო განაცხადი – ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია პროექტის განხორციელების მიზანი, მოსალოდნელი შედეგი, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა, საჭირო ფინანსური ხარჯები და სხვ;
6. მოწყვლადი ჯგუფი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები/პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობელი, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები.
მუხლი 3🔗.
პროგრამის მიზნები
1.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა;
2. სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნების მქონე პროექტებში მათი ჩართვის გზით;
3. სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა/ქმედითი მხარდაჭერა, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობის გზით;
4. დასაქმების ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗.
ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურა
1. საპროექტო წინადადების ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ორგანიზაციას, არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციას, სოციალური საწარმო და სხვა, რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით, მოახდენს წილობრივ დაფინანსებას და, პროექტის განხორციელებით, ხელს შეუწყობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2. საპროექტო განაცხადი შევსებულ და წარდგენილი უნდა იქნეს დანართი №2-ის შესაბამისად.
3. საპროექტო განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.
4. საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს, როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონული ფორმითაც, ელ. ფოსტის: dedoplistskaro_region@yahoo.com მეშვეობით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საპროექტო წინადადებების შერჩევის კრიტერიუმები
1. ინიცირებული პროექტები უნდა მოიცავდეს:
ა) დასაქმების ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას;
ბ) სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობას;
გ) მოწყვლადი დასახლებული პუნქტების განვითარების ხელშეწყობას;
დ) რეციკლირებისა (რეციკლირება - აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი ისეთ პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც განკუთვნილია თავდაპირველი დანიშნულებით ან სვა მიზნით) და გარემოს დაცვის ხელშეწყობას;
ე) სოციალური ინოვაციების ხელშეწყობას;
2. ინიცირებული პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შესაბამისობაშია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებთან;
ბ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების ღირებულება არ აღემატება - 3 000 (სამი ათასი) ლარს.
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლის:
ა) თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით;
ბ) ინიცირებული პროექტი წარმოადგენს უკვე განხორციელებული მასშტაბური პროექტის ნაწილს.
მუხლი 6🔗.
ინიცირებული პროექტების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება
1. საპროექტო განაცხადი განსახილველად გადაეგზავნება კომისიას, რომელიც ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას და ამ წესის პროცედურებსა და კრიტერიუმებთან თანხვედრას;
2. კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს;
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გამოყოფს საჭირო ფინანსურ რესურსს;
4. ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელნი არიან საპროექტო განაცხადის წარმდგენი პირები;
5. პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით დაუშვებელია:
ა) შეძენილ იქნას უძრავი ქონება პირადი ინტერესებისთვის;
ბ) დაფინანსების/თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება მიმართული იყოს ხელფასების გასაცემად.
6. არასრულად წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ განიხილება.
მუხლი 7🔗
ინიცირებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ის სტრუქტურული ერთეული ან მერიაში საამისოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, დაევალება აღნიშნული პასუხისმგებლობა.
დანართი №2
პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა
1. ინფორმაცია პროექტის წარმომდგენის შესახებ
პროექტის წარმომდგენის
სახელი/ გვარი
ჯგუფის წევრების (არსებობის
შემთხვევაში) სახელი/გვარი
(საჭიროების შემთხვევაში
შეგიძლიათ წარმოადგინოთ
დანართის სახით)
მისამართი (ფაქტობრივი)
ტელეფონი
ელ.ფოსტა
2. ზოგადი ინფორმაცია პროექტების შესახებ
2.1 პროექტის სახელწოდება
2.2 კონკურსის თემატური მიმართულება/ები
2.3 პროექტის განხორციელების ადგილი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, საჭიროებისამებრ)
2.4 პროექტის განხორციელების პერიოდი: ____________________________________________________ თვე
2.5 პროექტის ბიუჯეტი:
(პროექტის დეტალური ბიუჯეტიდან (ფორმა 2) გადმოიტანეთ ჯამური მონაცემი)
პროექტის საერთო ღირებულება
(ლარი)
პროექტის წარმომდგენის თანამონაწილეობა (არსებობის შემთხვევაში)
(ლარი)
3. არსებული პრობლემის/გამოწვევის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ არსებული პრობლემა/გამოწვევა, რომლის მოგვარებას/შემსუბუქებასაც საპროექტო იდეით შეძლებთ. რა ფაქტორები განაპირობებს პროექტით წარმოდგენილი იდეის განხორციელების საჭიროებას)
4. პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის არსი).
5. პროექტის მიზანი(ები) (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის მიზანი/მიზნები)
6. ამოცანები
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის რა კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი)
7. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები. რამდენიმე ამოცანის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, საქმიანობები დააჯგუფეთ ამოცანების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ საქმიანობის გრაფა. იხილეთ ნიმუში ქვემოთ)
ამოცანა 1 – (ამოცანის დასახელება)
საქმიანობა 1
საქმიანობა 2
ამოცანა 2 – (ამოცანის დასახელება)
საქმიანობა 1
საქმიანობა 2
8. სამოქმედო დროითი გეგმა (1-2 გვერდი)
(პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი უნდა მიჰყვებოდეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობათა ჩამონათვალს)
ცხრილი №1 – პროექტის საქმიანობების გეგმა-გრაფიკი
საქმიანობა
პასუხისმგებელი პირი
საქმიანობა 1
1
2
3
4
საქმიანობა 2
საქმიანობა 3
ა.შ.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები.
9. განმცხადებლის გამოცდილება
(გთხოვთ, აღწეროთ პროექტით წარმოდგენილი საქმიანობების განხორციელების მიმართულებით თქვენი გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში)
10. პროექტის მოსალოდნელი შედეგები
* განაცხადის ფორმის ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტიანი მოსალოდნელი შედეგი, რაც
მოჰყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას, სასურველია მიუთითოთ, აგრეთვე,
რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
11. პროექტის მდგრადობა
(განმარტეთ, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება პროექტის შედეგები)
12. პროექტის განმახორციელებელი გუნდი
(პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირთა რაოდენობა და მათი როლი პროექტის განხორციელებაში)
№
სახელი, გვარი
ასაკი
როლი პროექტში
1.
2.
3.
4.
13. პროექტის ბიუჯეტი
(ბიუჯეტი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის მითითებულ აქტივობებთან. ბიუჯეტი წარმოადგინეთ ეროვნულ ვალუტაში – ლარში)
№
ხარჯის დასახელება
ერთეულის ღირებულება
რაოდენობა
ორგანიზაციიდან მოთხოვნილი თანხა
თანადაფი
ნანსება
სულ ბიუჯეტი
1
2
3
4
5
6
7
შენიშვნა:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია არ ანაზღაურებს ხელფასის ხარჯებს, დაუშვებელია ჰონორარის სახით ხარჯის ანაზღაურება;
თანადაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსების თანხის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანგარიშსწორება დაუშვებელია;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა;