დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესისა და პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2023 წლის 31 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო |
|
2. დაფინანსება/თანადაფინანსება – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინიციატივის დაფინანსება/თანადაფინანსება არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში;
3. პროგრამა – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06.02.01);
4. კომისია – მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ინიცირებული პროექტების ამ წესთან შესაბამისობას და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები და ინსტრუქცია მტკიცდება მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
5. საპროექტო განაცხადი – ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია პროექტის განხორციელების მიზანი, მოსალოდნელი შედეგი, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა, საჭირო ფინანსური ხარჯები და სხვ;
6. მოწყვლადი ჯგუფი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები/პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობელი, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნების მქონე პროექტებში მათი ჩართვის გზით;
3. სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა/ქმედითი მხარდაჭერა, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობის გზით;
4. დასაქმების ხელშეწყობა.
2. საპროექტო განაცხადი შევსებულ და წარდგენილი უნდა იქნეს დანართი №2-ის შესაბამისად.
3. საპროექტო განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.
4. საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს, როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონული ფორმითაც, ელ. ფოსტის: dedoplistskaro_region@yahoo.com მეშვეობით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
ა) დასაქმების ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას;
ბ) სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობას;
გ) მოწყვლადი დასახლებული პუნქტების განვითარების ხელშეწყობას;
დ) რეციკლირებისა (რეციკლირება - აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი ისეთ პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც განკუთვნილია თავდაპირველი დანიშნულებით ან სვა მიზნით) და გარემოს დაცვის ხელშეწყობას;
ე) სოციალური ინოვაციების ხელშეწყობას;
2. ინიცირებული პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შესაბამისობაშია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებთან;
ბ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების ღირებულება არ აღემატება - 3 000 (სამი ათასი) ლარს.
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლის:
ა) თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით;
ბ) ინიცირებული პროექტი წარმოადგენს უკვე განხორციელებული მასშტაბური პროექტის ნაწილს.
2. კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს;
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გამოყოფს საჭირო ფინანსურ რესურსს;
4. ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელნი არიან საპროექტო განაცხადის წარმდგენი პირები;
5. პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით დაუშვებელია:
ა) შეძენილ იქნას უძრავი ქონება პირადი ინტერესებისთვის;
ბ) დაფინანსების/თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება მიმართული იყოს ხელფასების გასაცემად.
6. არასრულად წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ განიხილება.
პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა
1. ინფორმაცია პროექტის წარმომდგენის შესახებ
2. ზოგადი ინფორმაცია პროექტების შესახებ 2.1 პროექტის სახელწოდება
2.2 კონკურსის თემატური მიმართულება/ები
2.3 პროექტის განხორციელების ადგილი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, საჭიროებისამებრ)
2.4 პროექტის განხორციელების პერიოდი: ____________________________________________________ თვე 2.5 პროექტის ბიუჯეტი: (პროექტის დეტალური ბიუჯეტიდან (ფორმა 2) გადმოიტანეთ ჯამური მონაცემი)
3. არსებული პრობლემის/გამოწვევის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ არსებული პრობლემა/გამოწვევა, რომლის მოგვარებას/შემსუბუქებასაც საპროექტო იდეით შეძლებთ. რა ფაქტორები განაპირობებს პროექტით წარმოდგენილი იდეის განხორციელების საჭიროებას)
4. პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის არსი).
5. პროექტის მიზანი(ები) (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის მიზანი/მიზნები)
6. ამოცანები (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის რა კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი)
7. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები. რამდენიმე ამოცანის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, საქმიანობები დააჯგუფეთ ამოცანების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ საქმიანობის გრაფა. იხილეთ ნიმუში ქვემოთ) ამოცანა 1 – (ამოცანის დასახელება) საქმიანობა 1
საქმიანობა 2
ამოცანა 2 – (ამოცანის დასახელება) საქმიანობა 1
საქმიანობა 2
8. სამოქმედო დროითი გეგმა (1-2 გვერდი) (პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი უნდა მიჰყვებოდეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობათა ჩამონათვალს) ცხრილი №1 – პროექტის საქმიანობების გეგმა-გრაფიკი
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები. 9. განმცხადებლის გამოცდილება (გთხოვთ, აღწეროთ პროექტით წარმოდგენილი საქმიანობების განხორციელების მიმართულებით თქვენი გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში)
10. პროექტის მოსალოდნელი შედეგები * განაცხადის ფორმის ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტიანი მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას, სასურველია მიუთითოთ, აგრეთვე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
11. პროექტის მდგრადობა (განმარტეთ, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება პროექტის შედეგები)
12. პროექტის განმახორციელებელი გუნდი (პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირთა რაოდენობა და მათი როლი პროექტის განხორციელებაში)
13. პროექტის ბიუჯეტი (ბიუჯეტი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის მითითებულ აქტივობებთან. ბიუჯეტი წარმოადგინეთ ეროვნულ ვალუტაში – ლარში)
შენიშვნა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია არ ანაზღაურებს ხელფასის ხარჯებს, დაუშვებელია ჰონორარის სახით ხარჯის ანაზღაურება; თანადაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსების თანხის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანგარიშსწორება დაუშვებელია; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა; |