აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა - მეურვეთა კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა – მეურვეთა კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 144-ე მუხლის შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად – მეურვეებად ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურები.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ბათუმი
2023 წლის 30 ოქტომბერი
№82-Iს