დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2023
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.169.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თანიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“
სახელის მინიჭების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №19
2023 წლის 31 ოქტომბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა. ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 ოქტომბრის №01/2152 წერილის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკს მიენიჭოს „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელი.
2.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორცილება.
3.
მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4.
განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5.
განკარგულება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.
განკარგულების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარი პაპიაშვილი