„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოსთავდაცვის მინისტრის ბრძანება №105 |
|
2023 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017065) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავდაცვის კოდექსი;“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავდაცვის კოდექსი;“. 3. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე მუხლი: „მუხლი 34. ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების აკრედიტაციის განყოფილების (SAA) სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები). 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება; თ) „საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის №610 დადგენილება; ი) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №345 დადგენილება; კ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №161 დადგენილება; ლ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აპრილის №168 დადგენილება; მ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №264 დადგენილება; ნ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე. 4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ასევე კომპიუტერული, საოფისე ტექნიკისა და ქსელური სისტემების კარგად ცოდნა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №105. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.017144.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 29 მარტის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №105, 03.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017144 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5954048/