„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.10.2023
ძალის დაკარგვა 14.11.2025
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №26626
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016719
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ბრძანებები (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „(ძალადაკარგულია - 30.10.2023, №26626)"
დოკუმენტის ტექსტი
„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
ძალადაკარგულია - 14.11.25, №25093
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №26626
2023 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების , აგრეთვე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 61 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 11 ივლისის №16734 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა