მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2023
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 35233046
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის, აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - აღდგომლიანთკარში, ფრეზეთსა და უფურეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - ლისსა და წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ლისში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში -
წილკანსა და ერედაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების
სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკაგულება №გ-35. 35233046
2023 წლის 31 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (უსახელო ქუჩები, შესახვევები და ჩიხები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკების (№1, №2 და №3 სიტუაციური რუკები) შესაბამისად.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი