მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკაგულება №გ-35. 35233046
2023 წლის 31 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – გალავანში, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (უსახელო ქუჩები, შესახვევები და ჩიხები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკების (№1, №2 და №3 სიტუაციური რუკები) შესაბამისად.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი