საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2281
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1989

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის კანონსა და სსრ კავშირის ზოგიერთ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 8 აპრილის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ“ სსრ კავშირის 1989 წლის 31 ივლისის კანონის შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10, № 17, მუხ. 268; 1984 წ., №3, მუხ. 65; 1989 წ., №5, მუხ. 68) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. მოწოდება საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების ძალმომრეობით დამხობისა თუ შეცვლისათვის

საჯარო მოწოდება სსრ კავშირის კონსტიტუციით განმტკიცებული საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების ძალმომრეობით დამხობისა თუ მისი შეცვლისათვის, აგრეთვე ამ მიზნით ასეთივე შინაარსის მასალების გავრცელება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი უცხოეთის ორგანიზაციებისა ან მათი წარმომადგენლების დავალებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე“.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე         ო. ჩერქეზია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                    ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1989 წლის 15 აგვისტო.

2281-XI