ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
| საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
I. დაწესდეს, რომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მოჰყვა მათი დაღუპვა ან დასახიჩრება, აგრეთვე ცხოველების წვალება იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე მოქმედებისათვის წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.
II. შეტანილ იქნეს დამატებები საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2502 მუხლი:
„მუხლი 2502. ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მოჰყვა მათი დაღუპვა ან დასახიჩრება, აგრეთვე ცხოველების წვალება იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე მოქმედებისათვის წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელის ზომა, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
2. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11; 1986 წ., № 6, მუხ. 140) 126-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „2501 მუხლის პირველი ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „2502 მუხლით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი, 1988 წლის 5 აპრილი.
№ 1666 – XI