საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
| საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1982 წ., №12, მუხ. 371; 1984 წ., №3, მუხ. 65; 1988 წ., №3, მუხ. 38) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 71-ე და 75-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. მოწოდება საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების დამხობისა თუ შეცვლისათვის
საჯარო მოწოდება საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების დამხობისა თუ მისი შეცვლისათვის სსრ კავშირის კონსტიტუციის საწინააღმდეგო წესით ან საბჭოთა კანონების შესრულებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად იმ მიზნით, რომ ძირი გამოუთხარონ სსრ კავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, აგრეთვე ასეთივე შინაარსის მასალების დამზადება გავრცელების მიზნით ან გავრცელება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან მასობრივი ტირაჟირებისათვის განკუთვნილი თუ მომარჯვებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი უცხოეთის ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების დავალებით, ან აღნიშნული ორგანიზაციებისაგან მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა თუ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე“.
„მუხლი 75. ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა
განზრახი მოქმედება ეროვნული ან რასობრივი მტრობისა თუ განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ან მათთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უპირატესობათა დაწესება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.
იგივე მოქმედება ძალადობის, მოტყუების თუ მუქარის გამოყენებით, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.
ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, რომელიც ჩაიდინა პირთა ჯგუფმა, ან რომელსაც მოჰყვა ადამიანთა დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგები –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე“.
2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი:
„მუხლი 711. მოწოდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის
საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისათვის, ტერორისტული აქტის თუ დივერსიის ჩადენისათვის. –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე“.
3. 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული (65 74-ე) მუხლები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში (75-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“.
4. ამოღებულ იქნეს 2061 მუხლი.
II. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11; 1986 წ., №6, მუხ. 140; 1988 წ., №3, მუხ. 38) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 32-ე მუხლიდან და 126-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „2061“.
2. 126-ე მუხლის მესამე ნაწილში ციფრები „65-71-ე“ შეიცვალოს ციფრებით „65-711“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ო. ჩერქეზია
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი, 1989 წლის 15 აპრილი.
№2134-XI