საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

სახალხო მეურნეობაში შხამქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მათი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., N1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1841 მუხლი:

„მუხლი 1841. შხამქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევა

მინდვრების, ტყეების, ბაღებისა და სხვა ნარგავების დასამუშავებლად განკუთვნილი შხამქიმიკატების შენახვის, გადაზიდვისა და გამოყენების წესების დარღვევა, თუ მას მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი ან ადამიანთა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა ანდა სხვა მძიმე შედეგები, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ათას მანეთამდე“.

2. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის „184-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1841“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ო. ჩერქეზია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1989 წლის 28 ივნისი.

№2214-XI