სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 4 23 00002120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

  ბრძანება №REG 4 23 00002120

2023 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ბეტა პლუს ფერტილიტზე" (ს/კ 405277640; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №234) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია" და ლიცენზიის დანართი „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა".

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ბეტა პლუს ფერტილიტის" გენერალური დირექტორის, ნათია გრიგალაშვილის განცხადება: №700759, 04.07.2023წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: №ლნ – 2075 - 48, 11.08.2023წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: N8, 14.09.2023წ.

სააგენტოს დირექტორი  ირაკლი მხეიძე