სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № REG 9 23 00000046
2023 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
1. შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა №57; ს/ნ 202887787) გაიცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დირექტორის, როლა შავლაყაძის, განცხადება: №785648; 26.07.2023წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №10, 05.09.2023წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ნ - 2280 - 70, 04.09.2023წ.
სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე