ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2023
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016700
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (25)
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | 2 |
| 7 | 8 |
| 8 | 9 |
| 13 | 14 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | შემოსული ცხოველების რაოდენობა |
| პირველადი რეგისტრაცის | რეგისტრაცია ცხოველზე პატრონობის/ მიკედლების ფაქტის ლეგალიზაციის მიზნით |
| სახეობა | ჯიში |
| პატრონი/მიმკედლებელი | ჩატარებული ოპერაცია, თარიღი |
| სახელი გვარი | პირადი № |
| მიკროჩიპი | ტატუირება |
| სახელი, გვარი | პირადი № |
| ძაღლი | კატა |
| გაჩუქდა | მიეკედლა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2023 წლის 3 ნოემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი.
მუხლი 2🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს დადგენილების დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნება 2024 წლის პირველ ივნისამდე;
ბ) თავშესაფრის მოწყობა 2025 წლის პირველ ივნისამდე.
მუხლი 3🔗
ა) დადგენილების დანართის პირველი-მე-4, მე-18-19 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან;
ბ) დადგენილების დანართის მე-5-8, მე-12-14 და მე-16-17 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან;
გ) დადგენილების დანართის მე-9-11 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივნისიდან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
წესის მიზანი
წესის მიღების მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
მუხლი 3🔗.
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შინაური ბინადარი ცხოველი – ძაღლი, კატა და ასევე სხვა ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის ხორცის, რძის და კვერცხის) ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;
ბ) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს პატრონი, კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება ცხოველის პატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ და რეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ;
გ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ, ცხოველის პატრონის დადგენისა ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ტარდება შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები, ამ წესით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით;
დ) მიკედლებული ცხოველი – ურბანული გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;
ე) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ არ დაუდგინდება პატრონი, ამ წესით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით;
ვ) ცხოველის პატრონი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და სოციალური ქცევის კორექციას, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით;
ზ) ცხოველის მიმკედლებელი – ურბანულ გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებისა და კვება-დაწყურების უზრუნველყოფაზე, ასევე მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე;
თ) ცხოველის მომშენებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ცხოველთა მოშენებას კომერციული ან არაკომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესის პირობების გათვალისწინებით;
ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა და ცხოველის აღზრდა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების შესაბამისად, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების უზრუნველყოფა;
კ) ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები – შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის პატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, ცხოველის პატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისგან ცხოველის პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება;
ლ) ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები – ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 10 დღის პერიოდით, ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მონაცემები ცხოველის პოვნის გარემოებების, მისი პატრონისა და ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) გამოქვეყნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, სხვა ცხოველთა შესახებ არსებულ პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები);
მ) ვეტერინარული მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა მომსახურება;
ნ) ვეტერინარული დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;
ო) კინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას;
პ) ფელინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას;
ჟ) ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – უფლებამოსილი პირის (ექიმი-ვეტერინარის) მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ცხოველების ჰუმანურად მოკვდინებას, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით;
რ) ცხოველთა კლასიფიკაცია – ამ წესით დადგენილი ცხოველთა ჯგუფების სისტემა, მათი სტატუსის განსაზღვრის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნებისთვის;
ს) ცხოველის რეგისტრაცია – უფლებამოსილი ორგანოს ან მისი თანხმობით შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებების ან ცხოველთა თავშესაფრების, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ამ წესით დადგენილი პირობებით.
ტ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი ნორმები;
უ) ცხოველთა თავშესაფარი – საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნილი დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია ან შესაძლებელია განთავსდეს 10 ცხოველზე მეტი და რომელთა ნაშიერის ასაკი არ აღემატება 6 თვეს, კომპეტენციის და დანიშნულების გათვალისწინებით შეყვანილი ცხოველების სამართლებრივი სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და მათ მიმართ შემდგომი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით;
ფ) უფლებამოსილი ორგანო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოველების მონიტორინგი და პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად;
ქ) ცხოველების პოპულაციების მართვა – საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, სახეობების მიხედვით, ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველთა დატვირთვის ნორმების (1000 მოსახლეზე შეფარდებით ან ერთი კვადრატული კილომეტრის ფართობზე ბინადარი უპატრონო ცხოველების (სახეობების მიხედვით) ოპტიმალური ოდენობა), რიცხოვნობის დადგენისა და რაოდენობის ოპტიმიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ამ წესის ამოცანების უზრუნველსაყოფად;
ღ) საბმელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;
ყ) მოკლე საბმელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც 50 სანტიმეტრის რადიუსით ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;
შ) ალიკაპი – ლითონისგან ან ტყავისგან დამზადებული ცხოველის პირის ასაკრავი მოწყობილობა.
მუხლი 4🔗.
ცხოველთა კლასიფიკაცია
1.ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:
ა) პატრონიანი;
ბ) მიკედლებული;
გ) უმეთვალყურეო;
დ) უპატრონო.
2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, მესაკუთრის (მფლობელის) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულების მიერ.
3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე პატრონის მიერ მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებული ცხოველი.
5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ყავს ან არ უდგინდება პატრონი ან მიმკედლებელი;
6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის პატრონის დასადგენად ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
ცხოველის პატრონი
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი.
2. პატრონს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის პატრონის საკუთრებას.
4. ცხოველის პატრონად გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 16 წლამდე ასაკის პირებს, მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობის გარეშე.
ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.
მუხლი 6🔗.
ცხოველის მიმკედლებელი
1. ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ;
ბ) სამიდან ხუთ დღემდე ვადით ცხოველის გაუჩინარების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება არაუგვიანეს მეხუთე დღისა;
გ) უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობის შესახებ;
დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიმკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა;
ე) შესაძლებელია ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი.
2. ცხოველის მიმკედლებელი უფლებამოსილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ.
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან/და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობით.
მუხლი 7🔗.
ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებები
1. პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტიურობა;
გ) საძილე ადგილის გამოყოფა, გათბობა და განათება;
დ) ცხოველის (ძუ) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ცხოველებისათვის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა;
ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით;
ვ) პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა;
ზ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას.
2. ცხოველის პატრონი ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;
ბ) ცხოველის პატრონი ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ დაწესებულებაში, კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ ორგანიზაციაში, ცხოველთა დაცვის უფლებამოსილ ორგანიზაციაში ან სხვა უფლებამოსილ დაწესებულებაში 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის მაიდენტიფიცირებელი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) სავალდებულია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
დ) მოდარაჯე ძაღლის დაბმა აკრძალულია 5 მეტრზე ნაკლები სიგრძის თასმით, აუცილებელია ამგვარი ძაღლის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა;
ე) ცხოველის პატრონი ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება;
ვ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ზ) ცხოველის სიკვდილის შესახებ, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს;
თ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამის ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ, აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი და განთავსებული მისაბმელი ძელი;
ი) ძაღლების ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
კ) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში ცხოველის პატრონი ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
ლ) ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში;
მ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ ამგვარი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი;
ნ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველის პატრონს და გადასცემს თავშესაფარს, ამ შემთხვევაში ცხოველის პატრონს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით;
ო) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდ(ებ)ის გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებს, თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას, ტკივილსა თუ ტანჯვას;
პ) დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება;
ჟ) ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული ცხოველი, დამშავებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გადაყვანილი უნდა იქნეს უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, მას ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ცხოველის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების დაფინანსება და უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება, შემდგომი მზრუნველობის განხორციელების მიზნით.
მუხლი 8🔗.
ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია
1. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება და ამ წესით განსაზღვრული სხვა მიზნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
2. ცხოველების პოპულაციების მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია ცხოველების შობადობის შემცირების უზრუნველყოფა.
3. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.
4. ცხოველების დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით.
5. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებისა და ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიზნით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოახდინოს ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და მათზე ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად.
6. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება:
ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;
ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;
გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა;
დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ყავს პატრონი;
ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.
7. ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია თანმიმდევრობით მოახდინოს:
ა) ცხოველების დაჭერა;
ბ) ცხოველების იზოლაცია;
გ) ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და ლაბორატორიული კვლევით) და ქცევითი თავისებურებების (დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით) დადგენა;
დ) ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია;
ე) ცხოველების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
ვ) ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია;
ზ) ცხოველების იდენტიფიკაცია;
თ) ცხოველების მიკედლება ან ბინადრობის პირვანდელ თუ სხვა, მიზანშეწონილ არეალში დაბრუნება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ორგანოს გააჩნია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
9. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მაქსიმალურად იზრუნოს და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად არსებული რესურსების გაზრდის მიზნით.
10. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა პოპულაციების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების საფუძველზე დოკუმენტურად დადგინდება, რომ უპატრონო ცხოველების რაოდენობა აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და წარმოშობს მომეტებულ რისკებს, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები, რომლებიც მოახდენენ უპატრონო ცხოველების პოპულაციების ოპტიმიზაციას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
11. უფლებამოსილი ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული რესურსების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი პატრონის მოძიების ან მიკედლების უზრუნველსაყოფად.
12. ცხოველთა თავშესაფრიდან, ახალი პატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემი, ასევე ბინადრობის პირვანდელ არეალში დასაბრუნებელი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზაციას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით. გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრიდან ახალი პატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემ ცხოველებზე, ცხოველის გადაცემის მომენტიდან 2 თვის ვადაში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ პატრონის ან მიმკედლებელის მიერ წერილობით აღებული ვალდებულების ან ახალი პატრონის სურვილისა და ცხოველის ჯიშის დოკუმენტალურად დადასტურების შემთხვევაში.
13. დადგენილი წესით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაფიქსირების შემთხვევაში, ცხოველის (ძაღლი, კატა) ლეშის შესაძლო იდენტიფიკაციას და ტრანსპორტირებას სპეციალურ ბიოთერმულ სამარხში, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.
14. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას/აღრიცხვას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე.
15. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საჭდით – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო ტატუირებით (ვიზუალურად ფიქსირებადი) – კატის შემთხვევაში. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.
16. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით (და ყურის მცირედი კუპირებით) უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
ცხოველთა თავშესაფარი
1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
4. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისთანავე, ის უნდა განთავსდეს კარანტინში, გაისინჯოს ვეტერინარის მიერ, დაკვირვებიდან ექვსი დღის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია და ათი დღის გასვლისას – ვაქცინაცია.
5. დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარებში უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების მოთავსების შემდეგ ხდება მათი იდენტიფიკაცია. დგინდება ცხოველის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და მათ ცხოველი უბრუნდებათ შენახვის ხარჯების ანაზღაურებით.
6. თუ ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, იდენტიფიკაციის, ვაქცინაციის და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ დადგენილი ვერ იქნება უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველის პატრონი, ან ცხოველის პატრონი შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს ცხოველის მიღებაზე, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს გაჩუქებას ან უნდა მოხდეს მისი დაბრუნება პირვანდელი ბინადრობის არეალში. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის თავშესაფარში ყოფნის (დაკვირვების, სტერილიზაცია/კასტრაციის, პოსტოპერაციულ) პერიოდში უნდა ანხორციელებდეს აუცილებელ, გადაუდებელ ვეტერინარულ-სამკურნალო ღონისძიებებს, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს.
7. თუ თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველს საკარანტინე პერიოდის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი მკურნალობა.
8. ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მიიღოს ინფორმაცია განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით, ხოლო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ აღნიშნულზე შეუზღუდავი ვადითა და პერიოდით.
9. დაუშვებელია თავშესაფარში ცხოველების გამრავლება და გაყიდვა.
10. ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა გააჩნდეს ცხოველების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის კვლევას ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა ან უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ვეტერინარული დაწესებულებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცედურებს, ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით, განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია ითანამშრომლოს ვეტერინარულ დაწესებულებასთან, საკარანტინე სივრცე, განთავსების ვოლიერები, გასასეირნებელი სივრცე, აღნიშნულ სივრცეებში ადამიანები უნდა გადაადგილდებოდნენ სპეციალური სამედიცინო ხალათებითა და ბახილებით, საჭიროების შემთხვევაში ქუდებითა და ნიღბებით.
11. ცხოველთა განთავსების სტანდარტები:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობებით – სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება;
ბ) ძაღლის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 9 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე-მინიმუმ 150 სანტიმეტრს, თითო ვოლიერში შესაძლებელია 3 ძაღლის განთავსება, რომლებიც არ არიან ერთმანეთის მიმართ აგრესიულები კვების დროს, კვების პროცესის დაკვირვება განეკუთვნება კინოლოგის კომპეტენციას;
გ) კატების განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მისი დაბრუნება აყვანის ადგილას ან გაჩუქებამდე გადაყვანა ვოლიერიდან კატებისათვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში;
დ) ცხოველის ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა, ასევე მზიან ამინდში ნებისმიერ დროს ვოლიერს უნდა გააჩნდეს საჩრდილობელი, ხოლო წვიმის, თოვლის ან სეტყვის შემთხვევაში ვოლიერში არ უნდა აღწევდეს ბუნებრივი ნარჩენი;
ე) ცხოველთა თავშესაფარში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმები, უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საოჯახო/მინი თავშესაფრები უნდა ხელმძღვანელობდეს ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციებით, როგორც ცხოველთა თავშესაფარი ასევე საოჯახო/მინი თავშესაფარი ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გადამოწმებისა და თავშესაფრის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ექვემდებარება შემოწმებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის – დაუყოვნებლივ;
ვ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფარში მყოფ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა მისთვის სასურველი ფორმით;
ზ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს უკლებლივ ყველა ცხოველის სტერილიზაცია, თუკი ამ ცხოველს არ გამოუჩნდა პირვანდელი პატრონი დადგენილ ვადაში.
მუხლი 10🔗.
უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
1. უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტი (სერტიფიკატი, ცნობა და ა.შ.).
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები გასხვისებას დაქვემდებარებული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით.
მუხლი 11🔗.
ცხოველების მოკვდინება (ევთანაზია)
1. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად.
2. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის/ფელინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შექმნილი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:
ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
გ) ძლიერ ტრამვებს ან/და დაზიანებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს, რომლებიც არ ექვემდებარება განკურნებას;
ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;
ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).
3. ევთანაზიის პროცედურების დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია ცხოველის ლეშის პათანატომიური გამოკვლევა, დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება.
4. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:
ა) დახრჩობით;
ბ) გაგუდვით;
გ) მოწამვლით;
დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;
ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;
თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
მუხლი 12🔗.
ცხოველთ
ა დ
აცვ
ა ს
ასტიკ
ი მ
ოპყრ
ობის
აგან
1. დაუშვებელია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
2. ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება:
ა) ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდ(ებ)ის გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას, ასევე ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;
ბ) ცხოველთა გაგდება და მიტოვება;
გ) ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
დ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;
ე) ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია;
ვ) მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან/და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ჩარევით ჩამოერთმევა ცხოველი პატრონს და გადაეცემა თავშესაფარს, ამ შემთხვევაში პატრონს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნებით მიზნით;
ზ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;
თ) ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურებრივი წვრთნის შემთხვევებისა;
ი) ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათ სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
კ) ცხოველის გამოყენება რეკლამაში, კინოგადაღებაში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს ან სადაც ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;
ლ) ზოოფილური აქტები ცხოველებთან;
მ) ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – სამეცნიერო ქირურგიული ექსპერიმენტები დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცხოველის ლეშზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ლაბორატორიული ცდების, კვლევების ჩატარება დასაშვებია ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების გარეშე;
ნ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევენ ცხოველის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვას.
მუხლი 13🔗.
ცხოველების მოშენება
1. ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარ განსაზღვრული.
2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას ცხოველთა გამრავლების მიზნით, პასუხისმგებელია ცხოველისა და მისი კეთილდღეობის მახასიეთებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
3. აკრძალულია ცხოველების გამრავლება შემდეგი დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი-გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი. ასევე პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება.
4. აკრძალულია სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება დასაშვებია მხოლოდ სელექციურ წესებს დაქვემდებარებული ჯიშების შემთხვევაში.
5. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა მოქმედებდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
ცხოველების გამოყენება ღონისძიებებში
1. ცხოველების გამოყენება ღონისძიებებში დაიშვება ღონისძიების ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად, ამასთან ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.
2. დაუშვებელია ცხოველის გამოყენება გართობის მიზნით.
მუხლი 15🔗.
ცხოველებზე არათერაპიული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
1. აკრძალულია ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გარდა ვეტერინარის მიერ დაფიქსირებული ფიზიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე (მაგ.: შარპეის ჯიშის ძაღლისათვის ხილვადობის მიზნით).
2. აკრძალულია ცხოველისათვის:
ა) კუდის კუპირება;
ბ) დევოკალიზება (დადუმება), სმენის დაქვეითება;
გ) ბრჭყალების, კბილების, ეშვების, კლანჭების მოკვეთა ან ხელსაწყოებით მოცვეთა.
3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ.
მუხლი 16🔗.
ცხოველთა იდენტიფიკაცია/ რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება
1. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.
2. ცხოველების რეგისტრაციის სახეებია:
ა) პირველადი რეგისტრაცია;
ბ) რეგისტრაცია, ცხოველისა და მასზე პატრონობის/მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით;
გ) საკონტროლო რეგისტრაცია;
დ) დროებითი რეგისტრაცია.
3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი;
ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი.
4. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
5. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო.
6. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
7. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (12 თვეში ერთხელ) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი.
8. დროებით რეგისტრაციას ექვემდებარება პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, რომელიც შემოყვანილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამ თვეზე მეტი პერიოდით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ცხოველის გაყვანის მომენტამდე.
9. რეგისტრაციისას, გარდა ამ მუხლით დადგენილი დროებითი რეგისტრაციისა, გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.
10. დროებითი რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №5-ით დადგენილი ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა.
11. დროებით რეგისტრირებული ცხოველის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საბოლოოდ გაყვანის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი/მფლობელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში მოახდინოს რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.
12. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნების განსახორციელებლად.
13. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ამ წესის დანართი №2-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.).
14. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების სურვილის შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.
15. ცხოველების რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს:
ა) პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, პირად ნომერს);
ბ) პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივ მისამართს;
გ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი);
დ) მონაცემებს:
დ.ა) შესაბამის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში ცხოველების და მათი პატრონების მიღების საშუალებათა (სათანადო ფართი) შესახებ;
დ.ბ) ცხოველების იდენტიფიკაციის ჩატარების ვიზუალური (დათვალიერების უზრუნველსაყოფად) და ელექტრონული (მიკროჩიპის სკანირების უზრუნველსაყოფად) საშუალებების შესახებ;
დ.გ) შესაბამისი მანიპულაციების (ვიზუალური დათვალიერება, სკანირება) განმახორციელებელი პერსონალის შესახებ.
16. სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელების თანხმობას გასცემს უფლებამოსილი ორგანო, რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმება-დადასტურებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
17. შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულება და თავშესაფარი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება, პატრონის მიერ (რომელმაც მიმართა აღნიშნულ დაწესებულებას) ამ მუხლით დადგენილი ცხოველის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ცხოველის პატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ცხოველის პატრონზე/მფლობელზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც პატრონის/მფლობელის დადგენა შეუძლებელია.
3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს, უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალური ადგილი), ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.
4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო
ვალდებულია გაატაროს ამ წესის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი ღონისძიებები.
5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება
მხოლოდ სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.
6. სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო.
7. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებულ ცხოველთა ერთიან სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის პატრონის/მფლობელის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს პატრონს/მფლობელს, მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.
8. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ფაქტიურ პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი წარმოადგენს მის საკუთრებას. სპეციალური ადგილიდან გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებული იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე საფუძველზე.
9. პატრონისთვის/მფლობელისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის პატრონი/მფლობელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.
11. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
12. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის პატრონი/მფლობელი ან ის არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია რაციონალური მიზანშეწონილობის საფუძველზე მოახდინოს ცხოველის რეალიზება ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით, ან გაასხვისოს ცხოველი, ან გაატაროს ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები.
13. ცხოველის რეალიზება აუქციონის ფორმით ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ცხოველის რეალიზაციასა და აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) აუქციონის ფორმით ცხოველის რეალიზაციას მოახდენს უფლებამოსილი ორგანო, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე www.eauction.ge;
გ) აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უფლებამოსილი ორგანო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
გ.ა) აუქციონის დაწყების და დასრულების თარიღს;
გ.ბ) სარეალიზაციო ცხოველების სახეობას, რაოდენობას, მოკლე აღწერას;
გ.გ) ცხოველის საწყის სარეალიზაციო ღირებულებას;
გ.დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას;
გ.ე) ბიჯის სიდიდეს;
გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში აუქციონის ჩატარების სხვა პირობებს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეალიზაციას დაქვემდებარებული ცხოველის მესაკუთრეს/მფლობელს, აუქციონის დაწყებამდე 3 დღით ადრე წერილობით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს ელექტრონული აუქციონის დაწყების დრო;
ე) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აუქციონის გამოცხადებამდე მოიკვლიოს ცხოველის საბაზრო ფასი და საწყისი სარეალიზაციო ღირებულება განსაზღვროს ბაზრის კვლევით დადგენილი ოდენობის შესაბამისად;
ვ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროდ განისაზღვრება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე;
ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების არანაკლებ 10 %-ს და არაუმეტეს 80 %-ისა;
თ) ბიჯის ოდენობა განისაზღვრება ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 5 %-ით;
ი) თუ აუქციონზე პირველად გატანისას არ განხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 25%-ით შემცირების თაობაზე;
კ) თუ ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 50 %-ით შემცირების თაობაზე;
ლ) თუ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70 %-ით შემცირების თაობაზე;
მ) თუ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე.
მუხლი 18🔗.
მუნიციპალიტეტის კომპეტენცია ცხოველთა პოპულაციის მართვისა და მოვლა-პატრონობის სფეროში
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცხოველთა პოპულაციების მართვის სფეროში წარმოადგენს:
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 19🔗.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილია:
ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;
ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;
გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.
დანართი №1
ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა №
ცხოველი:
სახეობა ..................................................................
ჯიში .......................................................................
სქესი ......................................................................
ასაკი .......................................................................
გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................
.........................................................................................................................................
იდენტიფიკატორი .....................................................................................................
(ჩიპის, ან საჭდის, ან ტატუირების №)
მუდმივი ადგილსამყოფელის მისამართი .............................................................
ცხოველის პატრონი:
სახელი, გვარი .........................................................................
პირადი № .................................................................................
მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................
................................................................................................................................................
საკონტაქტო ინფორმაცია ...........................................................................................................................
(ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
რეგისტრატორი:
სახელი, გვარი .........................................................................
დასახელება, ID № ............................................................
მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................
4. საკონტაქტო ინფორმაცია ...........................................................................................................................
(ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
............................................................ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
....... ............................................. 20 ... წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
ცხოველის პატრონი:
............................................................ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
....... ............................................. 20 ... წ.
(თარიღი)
(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის № მეორე მხარე)
ცხოველის საკონტროლო რეგისტრაცია
რეგისტრატორი:
სახელი, გვარი .........................................................................
დასახელება, ID № ............................................................
მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ...............................................................................
4. საკონტაქტო ინფორმაცია ...........................................................................................................................
(ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
............................................................ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
....... ............................................. 20 ... წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
რეგისტრატორი:
1. სახელი, გვარი .........................................................................
2. დასახელება, ID № ............................................................
3.მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ...............................................................................
4. საკონტაქტო ინფორმაცია ...........................................................................................................................
(ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
............................................................ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
....... ............................................. 20 ... წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
რეგისტრატორი:
1.სახელი, გვარი .........................................................................
2.დასახელება, ID № ............................................................
3.მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ...............................................................................
4. საკონტაქტო ინფორმაცია ...........................................................................................................................
(ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
............................................................ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
....... ............................................. 20 ... წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
რეგისტრატორი:
1.სახელი, გვარი .........................................................................
2.დასახელება, ID № ............................................................
3.მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ...............................................................................
4. საკონტაქტო ინფორმაცია ...........................................................................................................................
(ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
............................................................ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
....... ............................................. 20 ... წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
დანართი №2
უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი მონაცემები
(ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების შესახებ)
..............................................................................................................................................
(ვეტერინარული დაწესებულების (ცხოველთა თავშესაფრის, კინოლოგიური კლუბის) დასახელება, ID, საანგარიშო თვე, წელი)
№
რეგისტრაციის მოწმობის №
რეგისტრაციის თარიღი
რეგისტრაციის სახე
პირველადი რეგისტრაცის
რეგისტრაცია ცხოველზე პატრონობის/
მიკედლების ფაქტის ლეგალიზაციის მიზნით
ნაყარის მიღებისა და
ნაყარის გასხვისების
ფაქტის რეგისტრაცია
1
2
3
4
5
6
ცხოველი
სახეობა
ჯიში
სქესი
ასაკი
ექსტერიერის აღწერილობა
იდენტიფიკატორი (ჩიპის, ან ბირკის,
ან ტატუირების №)
7
8
9
10
11
12
პატრონი/მიმკედლებელი
ჩატარებული ოპერაცია, თარიღი
რეგისტრატორი (სახელი, გვარი, ტელეფონის №)
სახელი
გვარი
პირადი №
მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის)
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი
(სახლის, მობილური), ელ-ფოსტა)
სტერილიზაცია
კასტრაცია
13
14
15
16
17
18
19
მონაცემები შეავსო-გადააგზავნა:
............................................................ /სახელი, გვარი/
....... ............................................. 20 ... წ.
(შედგენის თარიღი)
შენიშვნა: ცხრილი დგება და მონაცემები ივსება Excel-ის პროგრამაში.
დანართი №3
ცხოველების იდენტიფიკაციის რეესტრი
..............................................................................................................................................
(იდენტიფიკაციის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება და ID ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი)
№
იდენტიფიკატორის №
იდენტიფიკატორის სახე
იდენტიფიკატორის აღწერა (ფორმა, ფერი, წარწერა)
იდენტიფიკატორის დადების თარიღი
მიკროჩიპი
ტატუირება
ბირკა
1
2
3
4
5
6
7
ცხოველი
სახეობა
ჯიში
სქესი
ასაკი
ექსტერიერის აღწერილობა
8
9
10
11
12
პატრონი/მიმკედლებელი
ჩატარებული ოპერაცია, თარიღი
სახელი, გვარი
პირადი №
მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის)
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი
სტერილიზაცია
კასტრაცია
13
14
15
16
17
18
იდენტიფიკაცია ჩაატარა (სახელი, გვარი, ტელეფონის №)
19
მონაცემები შეავსო-გადააგზავნა:
............................................................ /სახელი, გვარი/
....... ........................................... 20 ... წ.
(შედგენის თარიღი)
შენიშვნა: ცხრილი დგება და მონაცემები ივსება Excel-ის პროგრამაში.
დანართი №4
თავშესაფარში ცხოველთა ბრუნვის სტატისტიკური მონაცემები
......................................................................................................
(თავშესაფრის დასახელება, ID, საანგარიშო თვე, წელი)
№
შემოსული ცხოველების რაოდენობა
ჩატარებული ოპერაციები
ძაღლი
კატა
სხვა
სტერილიზაცია
კასტრაცია
სხვა
1
2
3
4
5
6
7
გაჩუქდა
მიეკედლა
დაბრუნდა
ბინად
რობის პირვანდელ არეალში
ბუნებრივი სიკვდილი
ევთანაზია
8
9
10
11
12
მონაცემები შეავსო-გადააგზავნა:
............................................................ /სახელი, გვარი/
....... ............................................. 20 ... წ.
(შედგენის თარიღი)
შენიშვნა: ცხრილი დგება და მონაცემები ივსება Excel-ის პროგრამაში.
დანართი №5
ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა
№ _______
ცხოველი:
1. სახეობა ___________________________________
2. ჯიში _____________________________________
3. სქესი _____________________________________
4. ასაკი _____________________________________
5. გარეგანი აღწერილობა ______________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
6. იდენტიფიკატორი _________________________
(ჩიპის, ან საჭდის, ან ტატუირების №)
7. დროებითი ადგილსამყოფლის მისამართი ____________________________________________________
ცხოველის პატრონი:
1. სახელი, გვარი __________________________________________
2. პირადი № ______________________________________________
3. მისამართი (დროებითი, ფაქტობრივი, რეგისტრაციის) ____________________________________________
_________________________________________________________________________________________
4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _________________________________________________________________________________________
რეგისტრატორი:
სახელი, გვარი _________________________________________
დასახელება, ID № ______________________________________
მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ______________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
_________________________________________________________________________________________
_________________________________ /სახელი, გვარი/
(ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მეორე მხარე)
ცხოველის საკონტროლო რეგისტრაცია
რეგისტრატორი:
1. სახელი, გვარი ___________________________________________
2. დასახელება, ID № ________________________________________
3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ______________________________________________________________
4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _________________________________________________________________________________________
_______________________________ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
„ _____ “ _________________________ 20 __ წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
რეგისტრატორი:
1. სახელი, გვარი ___________________________________________
2. დასახელება, ID № ________________________________________
3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________
4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _________________________________________________________________________________________
________________________________ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
„ _____ “ _________________________ 20__ წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი
რეგისტრატორი:
1. სახელი, გვარი ___________________________________________
2. დასახელება, ID № ________________________________________
3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _______________________________________________________________________
4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)
_________________________________________________________________________________________
________________________________ /სახელი, გვარი/
(ხელმოწერა)
„ _____ “ _________________________ 20__ წ.
(თარიღი)
ბეჭდის ადგილი