სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და დამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.02.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №საიდენტიფიკაციო ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.074
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 17/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| 1 ეგზე მ პ ლარი | 1 ეგზე მ პ ლარი |
| რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი 2 | რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი |
| რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი | რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი |
| საიდენტიფიკაციო ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი 3 | საიდენტიფიკაციო ნომერი |
| საიდენტიფიკაციო ნომერი | საიდენტიფიკაციო ნომერი |
| მისამართი, ტელეფონი | მისამართი, ტელეფონი |
| მისამართი, ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის ნომერი და გაცემის ადგილი, ტელეფონი | მისამართი, ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის ნომერი და გაცემის ადგილი, ტელეფონი |
| საიდენტიფიკაციო ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი 5 | საიდენტიფიკაციო ნომერი |
| მინდობილობის ნომერი სახელი და გვარი რიცხვი, თვე და წელი საიდენტიფიკაციო ნომერი 7 | მინდობილობის ნომერი |
| მინდობილობის ნომერი | მინდობილობის ნომერი |
| სახელი და გვარი | სახელი და გვარი |
| რიცხვი, თვე და წელი | რიცხვი, თვე და წელი |
| (აღნიშნეთ X ნიშნით) ტრანსპორტირების სახე 10 | (აღნიშნეთ X ნიშნით) |
| (აღნიშნეთ X ნიშნით) | (აღნიშნეთ X ნიშნით) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 31.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და დამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:6.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:AcadNusx;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:AcadNusx;} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:AcadNusx;} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:AcadNusx;} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .5in .25in 31.5pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.074
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №86
2005 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 199-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” (თანდართულ დანართებთან ერთად).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ინსტრუქცია
სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 199-ე მუხლების შესაბამისად. განსაზღვრავს გადამხდელების მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განსაზღვრებანი
გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სასაქონლო ზედნადები (შემდგომში – ზედნადები) – აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია;
ბ) საქონლის გამყიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლებიც ახდენენ საქონლის მიწოდებას;
გ) საქონლის მყიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლებსაც მიეწოდება ზედნადებში ასახული საქონელი ღირებულების ანაზღაურებით ან მის გარეშე;
დ) ტვირთის გამგზავნი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის განკარგულებაში გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემულია მისაწოდებელი საქონელი;
ე) ტვირთის მიმღები – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის მისამართით იგზავნება საქონელი;
ვ) ტვირთის გადამზიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც საქონლის მესაკუთრის ან საქონლის მყიდველის, ან მიმღების მიერ დავალებული აქვს ტვირთის გადაზიდვა (სატრანსპორტო საწარმო ან ფიზიკური პირი – ინდივიდუალური მეწარმე);
ზ) ტვირთის მიღებაში და გადაზიდვაში ნდობით აღჭურვილი პირი – პირი, რომელიც მყიდველისაგან ან ტვირთის მიმღებისაგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე გამყიდველისაგან ან ტვირთის გამგზავნისაგან იბარებს საქონელს (ტვირთს);
თ) დისტრიბუტორი – პირი, რომელიც გამყიდველის სახელით აწარმოებს საქონლის რეალიზაციას.
მუხლი 3🔗. ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი
1. ზედნადები წარმოადგენს ამ ინსტრუქციის დანართი №1 შესაბამისად შედგენილ ფორმას, გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით, მათ შორის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (ფილიალები, საამქროები, უბნები, მეურნეობები და ა.შ.) მიერ საქონლის მიწოდების ან ტვირთის ტრანსპორტირების (გადაადგილების) შემთხვევებში, დგება სამ ცალად საქონლის მყიდველის ან საქონლის (ტვირთის) მიმღების მისამართით საქონლის მიწოდებისთანავე, ან ტვირთის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი პირი გადაეცემა საქონლის მყიდველს ან ტვირთის მიმღებს და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე რჩება საქონლის გამყიდველს ან ტვირთის გამგზავნს, ხოლო მესამე პირს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი.
2. ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე ჩაიწერება სიტყვიერად.
3. ზედნადებში ,,გამყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველი – იურიდიული პირის დასახელება ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. ზედნადებში ,,მყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე აისახება საქონლის მყიდველი – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი.
5. ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი.
6. ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იგზავნება საქონელი ან ტვირთი.
7. ზედნადებში ,,გადამზიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონზე ჩაიწერება ტვირთის გადამზიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი. გარდა ამისა, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს ასევე გათვალისწინებულია გადამზიდველის მიერ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო მონაცემების ჩაწერა, მათ შორის: გადასატანად მიღებული ტვირთის რაოდენობა, გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება ან სახელი და გვარი, გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ტვირთის გადასატანად მიღების თარიღი. გადაზიდვის ფაქტს უნდა ადასტურებდეს გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ხოლო ტვირთის გადასატანად მიღების ფაქტს – გადამზიდველის ხელისმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონლის მყიდველის ან ტვირთის მიმღების ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საქონლის მიღებისას და ტრანსპორტირებისას ზედნადებში აღინიშნება ამ პირის სახელი და გვარი, მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი. ამ შემთხვევაშიც, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საქონლის გადატანასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა იმავე წესით, როგორც ტვირთის გადამზიდველის შემთხვევაში.
8. ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები და გადამზიდველი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი. ამ შემთხვევაში მისი მონაცემები ჩაიწერება ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების და გადამზიდველის ამსახველ სტრიქონებზე.
9. საქონლის გადაზიდვისას ზედნადებში შესაბამის სტრიქონებზე შეიტანება საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის ნომერი, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, შეფუთვის სახე, მასა ბრუტო, ხოლო შესაბამის სტრიქონებზე აისახება ამ მონაცემების ჯამი.
10. ადგილზე მიტანა და მყიდველისათვის ან ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება ფიქსირდება ზედნადების ქვედა მარჯვენა მხარეს გამოყოფილ სტრიქონებზე, ჩაბარებული ტვირთის ფაქტიური ოდენობისა და ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით, ჩამბარებლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით.
11. დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი ან საქონლის გამგზავნი გადაცემული საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ამ ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ერთიან ზედნადებს და შეიტანს მასში შემდეგ მონაცემებს: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი, ,,ტვირთის მიმღების” სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის დასახელება ან მისი გვარი და სახელი, შემდეგი ჩანაწერით – ,,დისტრიბუტორი . . . . . . .”, გადამზიდველის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება – ,,დისტრიბუციის წესით საქონლის რეალიზაცია”, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი ღირებულება, მე-13 და მე-14 სვეტებში აისახება ჯამი, შეივსება აგრეთვე მე-10, მე-11, მე-12 სვეტებში, საქონლის გაშვებაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის (საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქონლის (ტვირთის) გაგზავნის ნებართვის გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი) ნებართვა, რაც დადასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს კეთდება საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე პირები. ამ ზედნადებთან ერთად, საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს გადასცემს სხვა ზედნადებებს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გაცემულ საქონელს. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ შეივსება შემდეგი მონაცემები: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი. ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის ხელმოწერასთან ერთად დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). ასეთი წესით შევსებული ზედნადებების ყველა პირი, საქონელთან ერთად, გადაეცემა დისტრიბუტორს. დისტრიბუციის წესით საქონლის მყიდველზე ჩაბარებისას დისტრიბუტორი ზედნადებებში დამატებით შეიტანს შემდეგ მონაცემებს: საქონლის მყიდველი, საქონლის მიმღები, ტრანსპორტირების სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, თანხა. საქონლის გაყიდვაზე ნებართვის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის მთელ მოცულობაზე გამყიდველის ან საქონლის გამგზავნის მიერ გამოწერილი ზედნადების სერია და ნომერი. საქონლის ჩაბარებას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს საქონლის მიმღები, ზედნადების ქვედა მარჯვენა კუთხეში შტამპის ან ბეჭდის დასმით (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ამ ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით. იმავე დღით დათარიღდება დისტრიბუტორის მიერ შევსებული ეს ზედნადები. საქონლის მყიდველს გადაეცემა ამ ზედნადების პირველი პირი, ხოლო მეორე და მესამე პირები დარჩება დისტრიბუტორს. საქონლის სრულად რეალიზაციისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა, დისტრიბუტორი საქონლის გამყიდველს ან გამგზავნს წარუდგენს საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერილი ზედნადებისა და საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის და დისტრიბუტორის მიერ იმ ერთობლივად შევსებული ზედნადებების მეორე პირებს, რომლის მიხედვითაც საქონელი ჩაბარდა მყიდველს, აგრეთვე დისტრიბუტორის მიერ გაუხარჯავი ზედნადებების ყველა ეგზემპლარს.
12. იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული მასზე გადაცემული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი.
13. საქონლის რეალიზაციის ან ტვირთის გადაზიდვის ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში ზედნადებში იწერება ტვირთის ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა), სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ზედნადებში დაფიქსირდება გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის თანხმობა საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე.
14. საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), ასევე საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) ზედნადებების აღრიცხვას აწარმოებს ,,საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალში”. ზედნადებს მიენიჭება და მასში გამომწერის მიერ ხელით ჩაიწერება ის ნომერი, რა ნომრითაც აღრიცხვის მიზნით ის გატარდება სპეციალურ ჟურნალში.
15. საქონლის (ტვირთის) ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი, შემდგომში დანართი (ინსტრუქციის დანართი №3). დანართის შესაბამის სტრიქონზე ჩაიწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. შესაბამისად, მათი შევსების თარიღი ემთხვევა. საქონელზე (ტვირთზე) ინფორმაცია დანართში შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება გამომწერის ხელმოწერით და შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). დანართის მე-2 და მე-3 სვეტებში ასახული ჯამი სავალდებულო წესით ჩაიწერება ზედნადებში და საქონლის დასახელების ამსახველ სტრიქონზე (მე-2 სვეტში) კეთდება ჩანაწერი – ,,ამ ზედნადების შესაბამისად მიეწოდება . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით.” მხოლოდ ამის შემდეგ ზედნადებში მონაცემები დაჯამდება და შედეგი აისახება ზედნადების მე-13 და მე-14 სვეტებში.
მუხლი 4🔗. გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების წესი
იურიდიული პირის ან მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირის პირადი მოხმარებისათვის საქონლის მიწოდებისას (გარდა საცალო ქსელში საქონლის მიწოდებისას) ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობას მიმდევარ პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან ტვირთის ტრანსპორტირებისას საქონლის მყიდველმა (ტვირთის გადამზიდველმა) შეიძლება გამოიყენოს გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადები (დანართი №2), რომლის გამოწერაც დასაშვებია ორ ცალად, აქედან პირველი პირი გადაეცემა მყიდველს (ტვირთის მიმღებს) და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე რჩება საქონლის გამყიდველს (ტვირთის გამგზავნს). მასში ჩაიწერება საქონლის გამყიდველი, საქონლის მყიდველი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი თანხა (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების დროს დღგ-ის თანხა), საქონლის ჩამბარებელი და საქონლის მიმღები. ამ ზედნადებს მიენიჭება და მასში გამომწერის მიერ ხელით ჩაიწერება ის ნომერი, რა ნომრითაც აღრიცხვის მიზნით ის გატარდება სპეციალურ ჟურნალში.
1
ეგზე
მ
პ
ლარი
დანართი №1
სასაქონლო ზედნადები №
რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი
2
გამყიდველი
დასახელება ან სახელი
და გვარი
მყიდველი
დასახელება ან სახელი
და გვარი
საიდენტიფიკაციო ნომერი
საიდენტიფიკაციო ნომერი
3
4
მისამართი, ტელეფონი
მისამართი, ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის ნომერი
და გაცემის ადგილი, ტელეფონი
ტვირთის
გამგზავნი დასახელება ან სახელი და
გვარი
ტვირთის
მიმღები დასახელება ან
სახელი და გვარი
საიდენტიფიკაციო ნომერი
საიდენტიფიკაციო ნომერი
5
6
მისამართი, ტელეფონი
მისამართი, ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის ნომერი
და გაცემის ადგილი, ტელეფონი
გამყიდველისაგან
ტვირთის მიღებაში
და გადაზიდ-
ვაში ნდობით
აღჭურვილი
პირი
გადამზიდველი
დასახელება ან სახელი
და გვარი
მინდობილობის ნომერი
სახელი და გვარი
რიცხვი, თვე და წელი
საიდენტიფიკაციო ნომერი
7
8
9
(აღნიშნეთ X ნიშნით)
ტრანსპორტირების სახე
10
11
12
მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი
სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი
საავტომობილო სარკინიგზო სხვა
№
საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის
ნომერი, მ.შ. დანართის მიხედვით
ზომის ერთეული
რაოდენობა
ერთეულის ფასი დღგ-ს და აქციზის ჩათვლით
თანხა შეფუთვის სახე მასა ბრუტო ტონა
ლარი
თეთრი ლარი თეთრი
1
2
5
6
7
8
9
10
13
14
თანხა სულ
სიტყვიერად
გაშვების ნება დართო (თანამდებობა, ხელმოწერა)
დანართია №2
სასაქონლო ზედნადები №
რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი
გამყიდველი ი
საიდენტიფიკაციო ნომერი
დასახელება ან სახელი და გვარი
მყიდველი
სახელი და გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი,
გაცემის ადგილი და თარიღი
გაშვების საფუძველი
დასახელება
რაოდენობა ფასი თანხა
მ.შ. დღგ
1
2
3
4
5
სულ
ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი
ჩააბარა
მიიღო --------------------------------------------------
მყიდველის ან გადამზიდველის ხელმოწერა
დანართი №3
№ ____________________ სასაქონლო ზედნადების დანართი
1
რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი
№
საქონლის (ტვირთის)
დასახელება ან კონ-
ტეინერის ნომერი
ზომის
ერთეული
რაოდე
ნობა
ერთეულის ფასი
დღგ-ს და
აქციზის
ჩათვლით
თანხა
შეფუ-თვის
სახე
მასა
ბრუტო–
ტონა
ლარი
თეთრი
ლარი
თეთრი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
2
3
ჩააბარა ------------------------------------------------
ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი
მიიღო -----------------------------------------------------
ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი