მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №298/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016780
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2023
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 80% 01.05.2023 მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 79% 02.09.2020 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 78% 09.07.2025 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 77% 30.12.2016 საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 77% 03.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №298/04 2023 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48​2 მუხლის მე-3 პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და 42-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების  წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიების განსაზღვრისა და საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიებს და მნიშვნელოვანი სისტემის შესაბამის ქვეკატეგორიად განსაზღვრის კრიტერიუმებს, ასევე, ფულადი სახსრების საგადახდო სისტემისათვის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირის მიერ ოპერირებად ფულადი სახსრების საგადახდო სისტემებზე (შემდგომში – საგადახდო სისტემა), მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ოპერირებად საგადახდო სისტემებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის სისტემური რისკი გულისხმობს სისტემის მონაწილის (მონაწილე) ან სისტემის ოპერატორის მიერ საგადახდო სისტემაში თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკს, რის შედეგადაც სხვა მონაწილე ან/და სისტემის ოპერატორი ვერ შეძლებს თავისი ვალდებულებების შესრულებას მათი შესრულების ვადის დადგომისას, რამაც პოტენციურად შესაძლოა იქონიოს გადაცემის ეფექტი სხვა მონაწილეებზე და საფრთხე შეუქმნას ფინანსური სისტემის სტაბილურობას ან/და მის მიმართ ნდობას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიები 1. მნიშვნელოვანი სისტემა იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა; ბ) გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა. 2. საგადახდო სისტემა ითვლება სისტემურად მნიშვნელოვან საგადახდო სისტემად, თუ მას პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს სისტემური რისკი. 3. ეროვნული ბანკი სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსს ანიჭებს საგადახდო სისტემას, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი მონაწილე და დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი: ა) საგადახდო სისტემაში დღიური საშუალო ბრუნვა აღემატება 200 მლნ ლარს; ბ) საგადახდო სისტემაში ხორციელდება ლარით შესრულებული უნაღდო საცალო გადახდების საერთო თანხის 75%-ზე მეტი; გ) საგადახდო სისტემა გამოიყენება სხვა საგადახდო სისტემების (ფულადი სახსრების საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემების, კლირინგის სისტემების) ანგარიშსწორებისათვის. 4. ეროვნული ბანკი გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსს ანიჭებს საგადახდო სისტემას, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი: ა) საგადახდო სისტემაში წლის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო დღიური თანხობრივი ბრუნვა აღემატება ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის შესაბამისი მაჩვენებლის 10%-ს; ბ) შესაბამისი ბაზრის სეგმენტზე საგადახდო სისტემაში განხორციელებული გადახდების წილი აღემატება 25%-ს; გ) საგადახდო სისტემას აქვს სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მის მიერ განხორციელებული მომსახურების, მათ შორის გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით. მუხლი 4🔗. სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მინიჭება 1. თუ საგადახდო სისტემა აკმაყოფილებს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს წლიური მონაცემების საფუძველზე, ეროვნული ბანკი, არაუგვიანეს კალენდარული წლის პირველი აპრილისა, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საგადახდო სისტემას სისტემურად მნიშვნელოვანი ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსს ანიჭებს. 2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს საგადახდო სისტემის ოპერატორს შესაბამისი საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მინიჭების შესახებ და მიაწვდის მას გეგმას, სადაც განსაზღვრულია სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისათვის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისათვის კანონმდებლობით დადგენილი თითოეული მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები და 1 წელზე მეტი. 3. საგადახდო სისტემის ოპერატორი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში დაეთანხმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გეგმას ან მიაწოდოს ეროვნულ ბანკს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისათვის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების საკუთარი დასაბუთებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაბამისი მოთხოვნის ეტაპობრივ შესრულებას არაუმეტეს 1 წლის ვადაში. 4. ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საგადახდო სისტემის ოპერატორის დასაბუთებული გეგმის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისათვის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების საბოლოო გეგმას და მიაწვდის მას საგადახდო სისტემის ოპერატორს. 5. ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის პირველი აპრილისა, ახორციელებს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მქონე საგადახდო სისტემების წლიური მონაცემების შესაბამისობის დადგენას შესაბამის კრიტერიუმებთან. თუ მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში აღარ აკმაყოფილებს მნიშვნელოვან სისტემად განსაზღვრის კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს საგადახდო სისტემის მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ეროვნული ბანკი უგზავნის საგადახდო სისტემის ოპერატორს მისი საგადახდო სისტემისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის გაუქმების შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მისი გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 6. საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო სისტემის სოციალური ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არ გააუქმოს მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საგადახდო სისტემა აღარ აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს. მუხლი 5🔗. სისტემურად მნიშვნელოვანი და გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემების რეესტრი ეროვნული ბანკი აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს სისტემურად მნიშვნელოვანი და გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემების და მათი ოპერატორების რეესტრს, რომლის განახლება ხდება შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.