საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №299/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016779
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (34)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №299/04
2023 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და 42-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის პირველი-21-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ბრძანებით დამტკიცებული
საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის:
ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები, მე-11, მე-13, მე-16-მე-19 მუხლები და
21-ე მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
ბ)
მე-4-მე-6 მუხლები (გარდა მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა), მე-7 და მე-8 მუხლები (გარდა მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა), მე-14, მე-15 და მე-20 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან
გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-12 მუხლი, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხეველობის (ოვერსაიტის) წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საგადახდო სისტემების ოპერატორების მიერ შესასრულებელ მოთხოვნებს მათ მიერ ოპერირებადი საგადახდო სისტემის კატეგორიიდან გამომდინარე.
2. ეს წესი ვრცელდება ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო სისტემის ოპერატორებსა და მათ სისტემებზე, აგრეთვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების ფულადი სახსრების საგადახდო სისტემებზე (შემდგომში – სისტემა).
3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ეყრდნობა საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების კომიტეტისა და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის CPSS-IOSCO-ს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის პრინციპებს (PFMI) და ევროპის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემების ზედამხედველობის სტანდარტებს.
4. სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტების, მე-6-მე-15 პუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის, მე-17 მუხლის, ასევე მე-20 მუხლის მე-4 პუნქტების მოთხოვნებისა.
6. სისტემის ოპერატორი, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი, ვალდებულია დაიცვას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-3-მე-10 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების, მე-6-მე-8 მუხლების, მე-10 მუხლის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, მე- 17 მუხლის, მე-18 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-19 მუხლის და მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებისა.
7. სისტემებზე, რომლის ოპერატორია საქართველოს ეროვნული ბანკი არ ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3- მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2-მე-6 პუნტების და მე-14 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების მოქმედება. ამასთან ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაზე.
8. ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტის გაცემის პოლიტიკაზე, აგრეთვე ასეთი კრედიტის ლიმიტებსა და პირობებზე.
9. ამ წესის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კასტოდიანი ბანკი – ბანკი, რომელიც ახორციელებს კასტოდიანურ მომსახურებას;
ბ) კასტოდიანური მომსახურება – „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №171/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კასტოდიანური მომსახურება;
გ) ნოსტრო აგენტი – კომერციული ბანკი ან მიკრობანკი, რომლის მეშვეობით სისტემის სხვა მონაწილე ახორციელებს ანგარიშსწორებას;
დ) საბჭო – სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორატი, თუ სისტემის ოპერატორს სამეთვალყურეო საბჭო არ ჰყავს;
ე) აღმასრულებელი დირექტორები – დირექტორატის წევრები, რომლებიც სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაზე არიან პასუხისმგებელი;
ვ) ცალმხრივი გადახდები – გადახდა, რომელიც მოიცავს მხოლოდ ერთ გადახდის ოპერაციას ერთ ვალუტაში;
ზ) ორმხრივი გადახდები – გადახდა, რომელიც მოიცავს ორ გადახდის ოპერაციას სხვადასხვა ვალუტებში;
თ) სამართლებრივი რისკი – რისკი, რომელიც წარმოიშობა კანონმდებლობის მოქმედების შედეგად, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგი;
ი) საკრედიტო რისკი – რისკი, რომ გარიგების მეორე მხარე, მათ შორის, სისტემის მონაწილე ან სხვა პირი, ვერ შეძლებს სრულად შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები მათი შესრულების ვადის დადგომისას და ვერც მომავალში ნებისმიერ დროს;
კ) ლიკვიდურობის რისკი – რისკი, რომ გარიგების მეორე მხარეს, მათ შორის, სისტემის მონაწილეს ან სხვა პირს, არ ექნება საკმარისი თანხა ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, მათი შესრულების ვადის დადგომისას, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს საკმარისი თანხა ამისათვის მომავალში;
ლ) კორელაციის რისკი – რისკი, რომელიც წარმოიშობა მონაწილის და ემიტენტის მხრიდან, როდესაც ამ მონაწილის მიერ წარდგენილი ან ემიტენტის მიერ გამოშვებული გირავნობის საგანი ძლიერ არის კორელირებული ამ მონაწილის საკრედიტო რისკთან;
მ) შესრულების რისკი – რისკი, რომ გარიგების მონაწილე ერთ-ერთი მხარე დაკარგავს ტრანზაქციის მთელ ღირებულებას, კერძოდ, ფინანსური აქტივის გამყიდველი მიაწვდის აქტივს, რომლის უკან გამოთხოვა დაუშვებელია, მაგრამ არ მიიღებს გადახდას, ან ფინანსური აქტივის მყიდველი განახორციელებს გადახდას, რომლის უკან გამოთხოვა დაუშვებელია, მაგრამ არ მიიღებს აქტივს;
ნ) ზოგადი ბიზნესრისკი – სისტემის ფინანსური მდგომარეობის ნებისმიერი პოტენციური გაუარესება, რომლის დროსაც ნეგატიური ფულადი ნაკადების ან მოულოდნელი და მეტისმეტად მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო შემოსავლები ვერ ფარავს ხარჯებს და ზარალი საკუთარი კაპიტალით იფარება;
ო) საოპერაციო რისკი – რისკი, რომ საინფორმაციო სისტემების ან შიდა პროცედურების არსებული ნაკლოვანებების, ადამიანური ან მენეჯმენტის შეცდომის, გარე ფაქტორებით ან მომსახურების აუთსორსინგით გამოწვეული შეფერხებების გამო, გაუარესდება ან საერთოდ შეჩერდება სისტემის ფუნქციონირება ან შემცირდება განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა;
პ) კასტოდიანური რისკი – კასტოდიანის ან ქვეკასტოდიანის გაკოტრების, დაუდევრობის, თაღლითობის, არაადეკვატური მმართველობის ან არადამაკმაყოფილებელი აღრიცხვის გამო შენახული აქტივის დაკარგვის რისკი;
ჟ) საინვესტიციო რისკი – დანაკარგის რისკი, რომელსაც განიცდის სისტემის ოპერატორი ან მონაწილე, თუ სისტემის ოპერატორი საკუთარ ან მონაწილის აქტივებს (მათ შორის, გირავნობის საგანი) სხვაგან განათავსებს;
რ) საბაზრო რისკი – საბალანსო და გარესაბალანსო პოზიციებში დანაკარგების წარმოშობის რისკი, რაც გამოწვეულია საბაზრო ფასების ცვლილებებით;
ს) ექსტრემალური, მაგრამ შესაძლო საბაზრო სიტუაცია – ისტორიული ან ჰიპოთეტური პირობების ამომწურავი სიმრავლე იმ ბაზარზე არსებული ყველაზე მერყევი პერიოდების ჩათვლით, სადაც მოქმედებს სისტემა;
ტ) საკრედიტო ზეგავლენა – რისკის ქვეშ მყოფი თანხა ან ღირებულება, რომლითაც მონაწილე ვერ უზრუნველყოფს ანგარიშსწორების შესრულებას, ვერც ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისას და ვერც მომავალში ნებისმიერ დროს;
უ) ტრანსსასაზღვრო გირავნობის საგანი – გირავნობის საგანი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:
უ.ა) დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში;
უ.ბ) აქტივი ინახება უცხოეთში;
უ.გ) ემიტენტი არის უცხოური კომპანია;
ფ) პირდაპირი მონაწილე – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა სისტემის ოპერატორთან, მისთვის სავალდებულოა შესაბამისი სისტემის წესების შესრულება, უფლება აქვს გააგზავნოს ტრანსფერორდერები ამ სისტემაში და შეუძლია მიიღოს ტრანსფერორდერები ამ სისტემიდან;
ქ) არაპირდაპირი მონაწილე – იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს უშუალო წვდომა საგადახდო სისტემის მომსახურებაზე, როგორც წესი, მასზე უშუალოდ არ ვრცელდება შესაბამისი სისტემის წესები და მისი ტრანსფერორდერების კლირინგი, ანგარიშსწორება სისტემის მიერ ხორციელდება პირდაპირი მონაწილის მეშვეობით. არაპირდაპირ მონაწილეს სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს პირდაპირ მონაწილესთან;
ღ) დაინტერესებული მხარეები – მონაწილეები, ანგრიშსწორების აგენტები, ლიკვიდობის მიმწოდებლები, კასტოდიანები, ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის რისკებზე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ბაზრის სხვა მონაწილეებიც;
ყ) ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა – მონაწილეებს (მათ შორის, სისტემის ოპერატორს) შორის გადახდების, ფასიანი ქაღალდების, დერივატების და ფინანსური ტრანზაქციების კლირინგის, ანგარიშსწორებისა ან/და აღრიცხვის მრავალმხრივი სისტემა;
შ) საქმიანობის შეწყვეტის გეგმა – სისტემის ოპერატორის მიერ საგადახდო სისტემის საქმიანობის მოწესრიგებული შეწყვეტის გეგმა;
ჩ) არსებითი – რისკის, ურთიერთდამოკიდებულების ან/და ცვლილების ისეთი სახე, ხარისხი ან სიდიდე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პირის უნარზე ისე შეასრულოს ან უზრუნველყოს მომსახურება, როგორც ეს მოსალოდნელი იყო;
ც) დამოუკიდებელი წევრი – სამეთვალყურეო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წევრი ან დირექტორატის არააღმასრულებელი წევრი, რომელსაც არ აქვს საქმიანი, ოჯახური ან სხვა ურთიერთობა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს სისტემასთან ან საგადახდო სისტემის ოპერატორთან, მათ მაკონტროლებელ აქციონერებთან, მათ მენეჯმენტთან ან სისტემის მონაწილეებთან და ამავე დროს, ამ პირს არ ჰქონია ასეთი ურთიერთობა სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექტორატში მისი წევრობის წინა ორი წლის განმავლობაში;
ძ) დაკავშირებული პირი – იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს სისტემის მონაწილეს ან კონტროლდება სისტემის მონაწილის მიერ. კონტროლი გულისხმობს ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევას:
ძ.ა) კომპანიის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 20%-ის ან მეტის საკუთრებაში ქონას, კონტროლს ან ფლობას;
ძ.ბ) კომპანიების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებას;
წ) საგანგებო ვითარება – მოვლენა ან გარემოება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სისტემის ოპერაციების, მომსახურების ან ფუნქციების დაკარგვა ან არსებითი შეფერხება, მათ შორის, საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა ან არსებითი შეფერხება;
ჭ) ფინანსური ვალდებულებები – ვალდებულებები, რომლებიც წარმოიქმნება სისტემის ფარგლებში, მონაწილეებს შორის ან მონაწილეებს და სისტემის ოპერატორს შორის, ამ სისტემაში ტრანსფერორდერების გადაცემის შედეგად;
ხ) სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია და პასუხისმგებელია სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერირებაზე და სისტემის წესების შემუშავებაზე;
ჯ) გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია და პასუხისმგებელია გამორჩულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ოპერირებაზე და სისტემის წესების შემუშავებაზე;
ჰ) გადახდა გადახდის სანაცვლოდ – ანგარიშსწორების მექანიზმი, რომლის დროსაც ერთ ვალუტაში ფულადი სახსრების საბოლოო ტრანსფერი განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც განხორციელდება მეორე ვალუტაში ფულადი სახსრების საბოლოო ტრანსფერი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. სისტემის ოპერატორის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს, ყველა შესაბამის იურისდიქციაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობა უზრუნველყოფს თუ არა მისი სისტემის საქმიანობის ყველა არსებით ნაწილში მაღალი ხარისხის საიმედოობას და განჭვრეტადობას.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს სისტემის წესები და პროცედურები, გააფორმოს ხელშეკრულებები, რომლებიც ნათლად და არაორაზროვნად არის ფორმულირებული და შეესაბამება ყველა შესაბამის იურისდიქციაში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობას.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა მიაწოდოს ან გახადოს ხელმისაწვდომი ნათლად და გასაგებად ფორმულირებული ინფორმაცია მისი სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, წესების, პროცედურებისა და ხელშეკრულებების თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკს, თავისი სისტემის მონაწილეებს, ასევე, მონაწილეთა და/ან თავის კლიენტებს (თუ ის უშუალოდ ემსახურება კლიენტებს) თუ ეს ინფრომაცია უშუალოდ ეხებათ მათ.
4. სისტემის ოპერატორი იღებს ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად მაღალი საიმედოობით უზრუნველყოფილი იქნეს სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წესების, პროცედურებისა და ხელშეკრულებების აღსრულება ყველა შესაბამის იურისდიქციაში და ამ წესებით, პროცედურებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზომები არ გამოცხადდეს ბათილად, არ გაუქმდეს ან არ შეჩერდეს.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა მოახდინოს იმ რისკების იდენტიფიკაცია და შემცირება, რომლებიც წარმოიშობა სისტემის სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში ფუნქციონირებიდან გამომდინარე, შესაბამის იურისდიქციებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს შორის წინააღმდეგობის გამო.
მუხლი 4🔗. მმართველობა
1. სისტემის ოპერატორს უნდა გააჩნდეს დოკუმენტირებული მიზნები, რომლებშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა სისტემის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების საკითხებს. სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის მიზნები მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ინტერესებს, მათ შორის, ღია და ეფექტიანი ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებას, ხოლო გამორჩეულად მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის მიზნები მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.
2. სისტემის ოპერატორს უნდა გააჩნდეს დოკუმენტირებული მმართველობითი სტრუქტურა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები. დოკუმენტირებული მმართველობითი სტრუქტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, სისტემის მფლობელებისა და მონაწილეებისათვის. სისტემის ოპერატორი ვალდებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მართველობითი სტრუქტურის შემოკლებული ვერსია.
3. საბჭოს ფუნქციები და პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) სისტემისათვის მკაფიო სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა;
ბ) სისტემის ფუნქციონირების დოკუმენტირებული პროცედურების შექმნა/დანერგვა, მათ შორის, საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების პროცედურები;
გ) აღმასრულებელი დირექტორების ეფექტური შერჩევის, საქმიანობის მონიტორინგის და საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობიდან განთავისუფლების უზრუნველყოფა;
დ) შრომის ანაზღაურების სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და ფოკუსირებულია გრძელვადიან მიღწევებზე.
4. საბჭომ სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა განიხილოს მთლიანად საბჭოს, ასევე მისი ცალკეული წევრის საქმიანობის შედეგები ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
5. საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური უნარები, სისტემასა და ზოგადად ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება, რაც საბჭოს საშუალებას მისცემს შეასრულოს თავისი ფუნქციები და ვალდებულებები. სასურველია საბჭოს შემადგენლობაში იყოს სულ მცირე ერთი დამოუკიდებელი წევრი.
6. აღმასრულებელი დირექტორების ფუნქციები, ვალდებულებები და ანგარიშვალდებულების საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დოკუმენტირებული. აღმასრულებელ დირექტორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკური უნარები, სისტემისა და ზოგადად ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს აღმასრულებელი დირექტორების მიერ სისტემის ოპერირებასთან და შესაბამისი რისკების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. აღმასრულებელი დირექტორების პასუხისმგებლობები უნდა შეთანხმდეს საბჭოსთან და მოიცავდეს შემდეგს:
ა) სისტემის ოპერატორის საქმიანობის მიზნებთან, სტრატეგიასთან და რისკების აპეტიტთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
ბ) შიდა კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შექმნას, სათანადო იმპლემენტაციას და კონტროლს, რათა ხელი შეეწყოს სისტემის ოპერატორის მიზნების მიღწევას;
გ) რისკის მართვისა და შიდა აუდიტის მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ შიდა კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარულ შემოწმებასა და ტესტირებას;
დ) რისკების კონტროლის პროცესში აქტიურ მონაწილეობას;
ე) სისტემის რისკების მართვისათვის საკმარისი რესურსებით მობილიზებას.
7. საბჭომ უნდა შეიმუშაოს რიკების მართვის ჩარჩო და აკონტროლოს მისი შესრულება. რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს:
ა) სისტემის ოპერატორის რისკების აპეტიტის განსაზღვრის პოლიტიკას;
ბ) რისკებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განაწილებას;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესს კრიზისულ და საგანგებო ვითარებაში;
დ) შიდა კონტროლის ფუნქციის არსებობას.
8. საბჭომ უნდა უზრუნველყოს დაცვის სამი მკაფიო და ეფექტური ხაზის არსებობა (ოპერაციები, რისკების მართვა და შიდა აუდიტი), რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულია და გააჩნია სათანადო უფლებამოსილება, დამოუკიდებლობა, რესურსები და საბჭოსათვის პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა.
9. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის რისკის პროფილზე ან რისკების მართვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც არეგულირებს საგადახდო სისტემის საქმიანობას, მიიღება საბჭოს მიერ. საბჭომ უნდა დაამტკიცოს და სულ მცირე ყოველწლიურად გადახედოს ამ წესით განსაზღვრულ რისკის მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკის ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესის უწყვეტობის გეგმას, საქმიანობის აღდგენისა და საქმიანობის შეწყვეტის გეგმებს და კაპიტალის გეგმას, საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკის ჩარჩოებს, გირავნობის საგნის მართვის ჩარჩოს, საინვესტიციო სტრატეგიას და კიბერმდგრადობის ჩარჩოს.
10. საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის ტექნიკურ და ფუნქციურ მოწყობაზე, წესებსა და საერთო სტრატეგიაზე (განსაკუთრებით კლირინგისა და ანგარიშსწორების მოდელებზე, მართვის სტრუქტურაზე, სისტემის პროდუქტებზე) და ასევე, გამოყენებული ტექნოლოგია და პროცედურები, სათანადოდ ასახავდეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმურ ინტერესებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარ უნდა გაიმართოს კონსულტაციები, მათ შორის, თუ ეს აუცილებელია, საჯარო კონსულტაციები.
მუხლი 5🔗. რისკების მართვის ჩარჩო
1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს რისკების მართვის ჩარჩო, რათა განახორციელოს იმ რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, კონტროლი და მართვა, რომლებიც წარმოიშობა სისტემაში ან მოქმედებს მასზე. რისკების მართვის ჩარჩოს გადახედვა უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად.
2. რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს:
ა) სისტემის ოპერატორის რისკის აპეტიტის სტრატეგიას და რისკების მართვის ინსტრუმენტებს;
ბ) რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობების განაწილებასა და ანგარიშვალდებულებას;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესს სისტემასთან დაკავშირებულ კრიზისულ სიტუაციებში, ასევე ფინანსური ბაზრების ისეთი განვითარების პირობებში, რომელიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ბაზრის ლიკვიდურობაზე და საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა შექმნას სტიმული სისტემის მონაწილეებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მათი მომხმარებლებისათვის, იმ რისკების შეზღუდვისა და მართვისათვის, რომლებიც გამოწვეულია სისტემის ამ მონაწილეების მიერ ან სისტემიდან ვრცელდება ამ მონაწილეებზე. სისტემის მონაწილეების შემთხვევაში, ეს სტიმული მოიცავს ეფექტურ და პროპორციულ ფინანსურ ჯარიმებს ან/და ზარალის განაწილების შეთანხმებებს.
4. სისტემის ოპერატორმა სულ მცირე წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს იმ მატერიალური რისკების შეფასება, რომლებიც წარმოიშობა სისტემის ურთიერთდამოკიდებულებით სხვა სუბიექტებთან. ასეთი რისკების წყარო შესაძლოა იყოს აღნიშნული გარე სუბიექტები ან ასეთ სუბიექტებზე შეიძლება ვრცელდებოდეს სისტემაში წარმოშობილი რისკები. აღნიშნულ გარე სუბიექტებს მიეკუთვნება, მათ შორის, ფინანსური ბაზრის სხვა ინფრასტრუქტურა, ანგარიშსწორების აგენტები, ლიკვიდური რესურსების და სერვისის მიმწოდებლები და სხვა. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს ძლიერი და რისკის განსაზღვრული დონის პროპორციული რისკის მართვის ინსტრუმენტები.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს კრიტიკული პროცესები და მომსახურება. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს გარკვეული სცენარები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისტემის კრიტიკული პროცესებისა და მომსახურების განხორციელებას და უნდა შეაფასოს სისტემის აღდგენის ან/და სისტემის საქმიანობის (გარდა ისეთი სისტემებისა, რომლებიც მხოლოდ სისტემის ოპერატორის კლიენტებისთვის გამოიყენება) მოწესრიგებული შეწყვეტის ყველა შესაძლო ვარიანტის ეფექტურობა. სისტემის ოპერატორმა კრიტიკულ პროცესებსა და მომსახურებას უნდა გადახედოს სულ მცირე ერთხელ წელიწადში და ჰქონდეს მის საფუძველზე შემუშავებული გეგმა სისტემის აღდგენისათვის ან/და საჭიროების შემთხვევაში, სისტემის საქმიანობის მოწესრიგებული შეწყვეტის თაობაზე. საქმიანობის აღდგენის ან საქმიანობის შეწყვეტის გეგმები უნდა მოიცავდეს კრიტიკული პროცესებისა და მომსახურების ჩამონათვალის განახლებას და საქმიანობის აღდგენისათვის ან/და მოწესრიგებული შეწყვეტისათვის საჭირო ღონისძიებებს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საქმიანობის შეწყვეტის გეგმის განხორციელებისათვის. საქმიანობის აღდგენის და საქმიანობის შეწყვეტის გეგმების გადახედვა უნდა განხორციელდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
მუხლი 6🔗. საკრედიტო რისკი
1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს იმ საკრედიტო რისკების გაზომვის, კონტროლისა და მართვის ძლიერი ჩარჩო, რომლებიც წარმოიშობა მონაწილეების მიმართ ან მონაწილეებს შორის სისტემაში გადარიცხვის, კლირინგისა და ანგარიშსწორების პროცესებიდან გამომდინარე.
2. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს საკრედიტო რისკის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზი. საკრედიტო რისკის (ზემოქმედების) გაზომვა და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს დღის განმავლობაში, დროული ინფორმაციისა და რისკის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
3. კლირინგის სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ფინანსური ვალდებულებების დადგენა არაუგვიანეს იმ მომენტისა, როდესაც ტრანსფერორდერის გათვალისწინება ხდება ნეტ ანგარიშსწორების პოზიციების დაანგარიშებაში და ეს პოზიციები ხელმისაწვდომი ხდება ყველა მონაწილისათვის;
ბ) საკმარისი რესურსის შენახვა საკრედიტო რისკის რეალიზაციისას მისი ზეგავლენის დასაფარად ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, არაუგვიანეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მომენტისა.
4. სისტემის ოპერატორმა (მათ შორის, კლირინგის სისტემის ოპერატორმა) ანგარიშსწორების გარანტიით, უნდა დაფაროს თითოეული მონაწილის მიმართ საკრედიტო რისკი გირავნობის საგნით, საგარანტიო ფონდებით, საკუთარი კაპიტალით (ზოგადი ბიზნესრისკის დასაფარავად საჭირო თანხის გამოკლების შემდეგ) ან სხვა შესაბამისი ფინანსური საშუალებებით.
5. სისტემის ოპერატორმა (მათ შორის, კლირინგის სისტემის ოპერატორმა), რომელსაც არ აქვს ანგარიშსწორების გარანტია, უნდა შეიმუშავოს პროცედურები და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები მონაწილეებთან, რომელთა მიმართ გადახდის, კლირინგისა და ანგარიშსწორების პროცესების დროს შესაძლოა წარმოიშვას საკრედიტო რისკის პოზიციები. ეს პროცედურები და სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მონაწილეები ფლობდნენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საკმარის ფინანსურ რესურსებს იმ ორი მონაწილის საკრედიტო რისკის პოზიციის დასაფარად, რომლებიც მათთან დაკავშირებულ პირებთან ერთად უდიდეს საკრედიტო რისკის პოზიციას ქმნიან.
6. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს წესები და პროცედურები იმ ზარალის დასაფარავად, რაც წარმოიშობა ერთი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობით. ეს წესები და პროცედურები უნდა განსაზღვრავდეს პოტენციურად დაუფარავი ზარალის განაწილების წესებს, მათ შორის, სისტემის ოპერატორის მიერ ლიკვიდობის მიმწოდებლებისაგან ნასესხები თანხების დაბრუნების წესს. აღნიშნული წესები და პროცედურები ასევე უნდა არეგულირებდეს იმ საკითხს, თუ როგორ უნდა შეივსოს სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ დონემდე ფინანსური რესურსები, რომელთა გამოყენება განხორციელდა სტრესულ სიტუაციაში.
მუხლი 7🔗. გირავნობა
1. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მიიღოს მხოლოდ შემდეგი სახის გირავნობის საგანი:
ა) ფულადი სახსრები;
ბ) დაბალი საკრედიტო, ლიკვიდურობისა და საბაზრო რისკების მქონე აქტივები. აღნიშნული აქტივების მიმართ სისტემის ოპერატორმა შიდა შეფასებაზე დაყრდნობით უნდა დაუდასტუროს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ გამოყენებული აქტივები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ბ.ა) გამოშვებულია დაბალი საკრედიტო რისკის მქონე ემიტენტის მიერ;
ბ.ბ) შესაძლებელია თავისუფლად გადაცემა სამართლებრივი შეზღუდვებისა და მესამე მხარის მოთხოვნების გარეშე;
ბ.გ) დენომინირებულია იმ ვალუტაში, რომლის რისკსაც მართავს სისტემის ოპერატორი;
ბ.დ) არსებობს ფასების საიმედო მონაცემები, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება;
ბ.ე) არ შეიცავს სხვა მნიშნელოვანი კორელაციის რისკს;
ბ.ვ) არ არის გამოშვებული იმ მონაწილის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ, რომელიც ამ გირავნობის საგანს წარადგენს, გარდა უზრუნველყოფილი ობლიგაციისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება სათანადოდ არის გამიჯნული და კმაყოფილდება ამ პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.ე“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნები.
2. აქტივების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით შეფასებისას, სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს შეფასების ობიექტური მეთოდები, განახორციელოს მათი დოკუმენტირება და შესაბამისად გამოყენება.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს გამოყენებული გირავნობის საგნის კრედიტუნარიანობის, საბაზრო ლიკვიდურობისა და ფასების მერყეობის მონიტორინგის პრინციპები და პროცედურები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია რეგულარულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადაამოწმოს მის მიერ გამოყენებული შეფასების პრინციპებისა და პროცედურების ადეკვატურობა. აგრეთვე, ასეთი გადამოწმება ყოველთვის უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც სისტემის რისკის პოზიციაზე ახდენს გავლენას. სისტემის ოპერატორმა სულ მცირე ყოველდღიურად უნდა განახორციელოს გირავნობის საგნის შეფასება საბაზრო ფასების მიხედვით.
4. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სტაბილური და კონსერვატიული ჰეარქათები და გადახედოს მათ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. სისტემის ოპერატორმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ექსტრემალური საბაზრო სიტუაციებიც. სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჰეარქათების გადახედვა/დადასტურება უნდა განხორციელდეს იმ თანამშრომლის მიერ, რომელსაც არა აქვს მონაწილეობა მიღებული მათ დადგენასა და გამოყენებაში.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცალკეული აქტივების კონცენტრირებულად ფლობა, თუ ეს გარემოება საგრძნობლად აუარესებს ამ აქტივის სწრაფად გაყიდვის შესაძლებლობას მნიშვნელოვანი ნეგატიური ფასების ეფექტების გარეშე.
6. თუ სისტემის ოპერატორი იღებს ტრანსსასაზღვრო გირავნობის საგანს, მაშინ ის ვალდებულია დააიდენტიფიციროს და შეამციროს დაკავშირებული რისკები და უზრუნველყოს ასეთი გირავნობის საგნის დროულად გამოყენების შესაძლებლობა.
7. სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ეფექტური და ოპერაციულად მოქნილი გირავნობის საგნის მართვის სისტემა.
მუხლი 8🔗. ლიკვიდურობის რისკი
1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს იმ ლიკვიდურობის რისკის მართვის ჩარჩო, რომელიც გამოწვეულია სისტემის მონაწილეების, ანგარიშსწორების აგენტების, ნოსტრო აგენტების, კასტოდიანი ბანკების, ლიკვიდური რესურსების მიმწოდებლებისა და სხვა შესაბამის სუბიექტების მიერ. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სისტემის მონაწილეები ლიკვიდური რესურსების ეფექტური მართვის შესაბამისი ინსტრუმენტებით. იგი აგრეთვე ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს და ხელი შეუწყოს სისტემაში ლიკვიდური რესურსების შეუფერხებელ მოძრაობას.
2. სისტემის ოპერატორმა უნდა შექმნას ოპერატიული და ანალიტიკური ინსტრუმენტები, რაც მას საშუალებას მისცემს უწყვეტად და დროულად განსაზღვროს, გაზომოს და აკონტროლოს ანგარიშსწორებისა და დაფინანსების ნაკადები, მათ შორის, დღის შიდა ლიკვიდური რესურსების გამოყენება.
3. კლირინგის სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს:
ა) ფინანსური ვალდებულებების დადგენა არაუგვიანეს იმ მომენტისა, როდესაც ტრანსფერორდერის გათვალისწინება ხდება ნეტ ანგარიშსწორების პოზიციების დაანგარიშებაში და ეს პოზიციები ხელმისაწვდომი ხდება ყველა მონაწილისათვის;
ბ) ამ მუხლის მე-4-მე-10 პუნქტების შესაბამისი საკმარისი ლიკვიდური რესურსების შენახვა არაუგვიანეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მომენტისა.
4. სისტემის ოპერატორი უნდა ფლობდეს ან უზრუნველყოს, რომ მონაწილეები ფლობდნენ საკმარის ლიკვიდურ რესურსებს მის მიმართ მოთხოვნის დაფარვის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან, ყველა იმ ვალუტაში, რომელშიც ის ოპერირებს, რათა განახორციელონ იმავე დღეს ანგარიშსწორება გადახდების ვალდებულებების შესაბამისად პოტენციური ფართო სპექტრის სტრესული სცენარების დროსაც. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც დღის განმავლობაში ანგარიშსწორებას (intraday settlement), ასევე მომდევნო დღეებში ანგარიშსწორებას (multiday settlement). სტრესული სცენარები უნდა მოიცავდეს:
ა) ექსტრემალურ, მაგრამ შესაძლო საბაზრო სიტუაციაში ისეთი მონაწილის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას, რომელიც მასთან დაკავშირებულ პირებთან ერთად ქმნის ყველაზე დიდ გადახდის ვალდებულებას;
ბ) სხვა სცენარებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად.
5. სისტემის ოპერატორი, თუ მისი სისტემა ახორციელებს ცალმხრივ გადახდებს, ვალდებულია თვითონ გააჩნდეს ან უზრუნველყოს, რომ მონაწილეებს გააჩნდეთ საკმარისი ლიკვიდური რესურსები ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით, რათა დროულად უზრუნველყოს გადახდის ვალდებულების მიხედვით ანგარიშსწორება იმ მონაწილის დეფოლტის შემთხვევაში, რომელიც მასთან დაკავშირებულ პირებთან ერთად უდიდეს აგრეგირებულ გადახდის ვალდებულებას ქმნის.
6. სისტემის ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცალმხრივ გადახდებს, ვალდებულია თვითონ გააჩნდეს ან უზრუნველყოს, რომ სისტემის მონაწილეებს გააჩნდეთ დამატებითი ლიკვიდური რესურსები ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშებზე ან კომერციულ ბანკში, ან მიკრობანკში ერთი ან რამდენიმე შემდეგი ინსტრუმენტით:
ა) დამტკიცებული საკრედიტო ხაზები;
ბ) დამტკიცებული სავალუტო სვოპები;
გ) დამტკიცებული რეპო-ხელშეკრულებები;
დ) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აქტივების შესაბამისი ფულადი საშუალებები, რომლებიც კასტოდიანთან ინახება;
ე) მოკლევადიანად ხელმისაწვდომი ინვესტიციები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ინვესტიციისათვის წინასწარ განსაზღვრული დაფინანსების შეთანხმებით შესაძლებელი უნდა იყოს ფულად სახსრებში გადაყვანა. სისტემის ოპერატორმა საჭიროების შემთხვევაში სათანადო შიდა აუდიტზე დაყრდნობით საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ აღნიშნული დაფინანსების შეთანხმება საიმედოა ექსტრემალურ, მაგრამ შესაძლო საბაზრო სიტუაციაშიც. სისტემის ოპერატორმა, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო შიდა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით უნდა დაუსაბუთოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ შესაბამისი კომერციული ბანკი ან მიკრობანკი კრედიტუნარიანია.
8. სისტემის ოპერატორს, რომელიც ახორციელებს ორმხრივ გადახდებს ან ცალმხრივ გადახდებს უცხოურ ვალუტაში, უნდა გააჩნდეს ან მან უზრუნველყოს, რომ მონაწილეებს გააჩნდეთ საკმარისი ლიკვიდური რესურსები ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინსტრუმენტებით.
9. სისტემის ოპერატორი თავის სცენარებში არ უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შესაძლებლობას.
10. სისტემის ოპერატორი სათანადოდ განხორციელებული რისკების შეფასებით ამოწმებს, რომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდური საშუალებების მიმწოდებლებს:
ა) აქვთ საკმარისი და მუდმივად განახლებული ინფორმაცია იმისთვის, რომ შეძლონ იმ ლიკვიდობის რისკების იდენტიფიცირება და მართვა, რომლებიც გამომდინარეობს ფულადი საშუალებებისა და სხვა აქტივების მიწოდების ვალდებულებიდან;
ბ) აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ფულადი საშუალებებისა და სხვა საჭირო აქტივების მიწოდება.
11. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ გადახედოს ლიკვიდობის მომწოდებლების შესაბამისობის შეფასებას, მათ მიერ ვალდებულებების შესრულების კუთხით. ლიკვიდობის მიმწოდებლად შესაძლებელია არჩეულ იქნეს მხოლოდ ისეთი ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ წვდომა ემიტენტი ცენტრალური ბანკის საკრედიტო რესურსებზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია რეგულარულად გატესტოს სისტემის ლიკვიდურ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა.
12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მკაცრი სტრეს-ტესტების საფუძველზე დაადგინოს რა რაოდენობით ფულადი სახსრები და სხვა აქტივები არის საჭირო ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია რეგულარულად გადახედოს ამ თანხას სხვადასხვა სახის სტრესული სცენარების განხორციელებით, რომლებიც, მათ შორის, ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე მონაწილის დეფოლტს ერთსა და იმავე დღეს ან მომდევნო თანმიმდევრულ დღეებში. სტრეს-ტესტების სცენარებში გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემის მოწყობა და განხორციელებული ოპერაციები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა სუბიექტი, რომელიც შესაძლოა სისტემაში ლიკვიდობის რისკის წყარო იყოს, მათ შორის, ანგარიშსწორების აგენტები, ნოსტრო აგენტები, კასტოდიანები, ლიკვიდობის მომწოდებლები და დაკავშირებული ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურები. აუცილებლობის შემთხვევაში, სტრეს-ტესტების სცენარები უნდა მოიცავდეს მომდევნო დღეებში ანგარიშსწორების შემთხვევასაც.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულმა სტრეს-ტესტებმა უნდა მოიცვას სისტემის დიზაინი და ყველა ოპერაცია, ასევე ის ორგანიზაციები, საიდანაც სისტემაში შესაძლოა წარმოიშვას ლიკვიდობის რისკი. ასეთ ორგანიზაციებს მათ შორის განეკუთვნება: ანგარიშსწორების აგენტები, ნოსტრო აგენტები, ლიკვიდობის მიმწოდებლები, დაკავშირებული ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურები. საჭიროების შემთხვევაში, სცენარები უნდა მოიცავდეს რამდენიმედღიან პერიოდს.
14. სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული მასთან ან მონაწილესთან არსებული ამ მუხლის მიზნებისთვის განსაზღვრული ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების საჭიროება და უნდა გააჩნდეს ამ ფულადი სახსრების ან სხვა აქტივების მართვის სისტემა. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს საბჭოსათვის სტრეს-ტესტების შედეგების მიწოდების პროცედურა. სისტემის ოპერატორმა სტრეს-ტესტების შედეგების საფუძველზე უნდა შეაფასოს ლიკვიდურობის რისკების მართვის შესაფერისობა და მასში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.
15. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მკაფიო წესები და პროცედურები, რომლებიც სისტემას შესაძლებლობას მისცემს ერთი ან რამდენიმე მონაწილის დეფოლტის შემთხვევაში განახორციელოს გადახდის ვალდებულებების მიხედვით ანგარიშსწორება იმავე დღეს, შესაბამის შემთხვევაში დღის განმავლობაში ან მომდევნო დღეებში ანგარიშსწორება. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესები და პროცედურები:
ა) უნდა მოიცავდეს გაუთვალისწინებელი და პოტენციურად დაუფარავი ლიკვიდობის დანაკლისის დაფარვის წესს;
ბ) მიზნად უნდა ისახავდეს იმავე დღესვე ვალდებულებების ანგარიშსწორების გაუქმების, გამოთხოვის ან გადავადების თავიდან აცილებას;
გ) უნდა განსაზღვრავდეს, თუ როგორ უნდა შეივსოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დონემდე ლიკვიდური რესურსები, რომლებიც გამოყენებულ იქნა სტრესული სიტუაციის დროს.
მუხლი 9🔗. საბოლოო ანგარიშსწორება
სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს წესები და პროცედურები, რომელებიც უზრუნველყოფს საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებას არაუგვიანეს დაგეგმილი ანგარიშსწორების დღის დასასრულისა.
მუხლი 10🔗. ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული აქტივები
1. სისტემის ოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ცალმხრივ გადახდებს ლარით, უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდეს ცენტრალური ბანკის ფულით. ასევე, სისტემის ოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ანგარიშსწორებას სხვა სისტემებისთვის, ყველა ზომა უნდა გამოიყენოს, რომ განახორციელოს სხვა სისტემებისთვის ანგარიშსწორება საგანგებო ვითარებაშიც.
2. სისტემის ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ორმხრივ გადახდებს ან ცალმხრივ გადახდებს უცხოური ვალუტით, უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდეს ცენტრალური ბანკის ფულით, თუ ეს მიზანშეწონილი და შესაძლებელია.
3. თუ არ გამოიყენება ცენტრალური ბანკის ფული, მაშინ სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდეს იმ ანგარიშსწორების აქტივით, რომელსაც მცირე ან ნულოვანი საკრედიტო და ლიკვიდობის რისკი აქვს.
4. კომერციული ბანკის ფულით საბოლოო ანგარიშსწორების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა უნდა აკონტროლოს, მართოს და შეამციროს ის საკრედიტო და ლიკვიდობის რისკები, რომლებიც ანგარიშსწორების აგენტი – კომერციული ბანკიდან ან მიკრობანკიდან წარმოიშობა. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს ანგარიშსწორების აგენტების მკაცრი კრიტერიუმები და გააკონტროლოს ანგარიშსწორების აგენტების მიერ ამ კრიტერიუმების დაცვა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს მათი რეგულირებისა და ზედამხედველობის ასპექტებს, კრედიტუნარიანობას, კაპიტალიზაციას, ლიკვიდურ სახსრებზე ხელმისაწვდომობას და ოპერაციულ საიმედოობას. სისტემის ოპერატორი აკონტროლებს და მართავს საკრედიტო და ლიკვიდობის რისკების/ზეგავლენის კონცენტრაციას იმ კომერციული ბანკების და/ან მიკრობანკების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ საბოლოო ანგარიშსწორებას.
5. თუ სისტემის ოპერატორი საბოლოო ანგარიშსწორებას ახორციელებს მასთან არსებულ ანგარიშებზე (თავის საბუღალტრო აღრიცხვის სისტემაში), ის ვალდებულია მინიმუმამდე შეამციროს და მკაცრად აკონტროლოს საკუთარი საკრედიტო და ლიკვიდობის რისკები.
6. თუ საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება კომერციული ბანკის ფულით, მაშინ სისტემის ოპერატორსა და ანგარიშსწორების აგენტ კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სავალდებულოა განისაზღვროს შემდეგი:
ა) ანგარიშსწორების აგენტი კომერციული ბანკების და/ან მიკრობანკების ძირითად სისტემაში შესაბამისი გატარებების/ტრანსფერების განხორციელების დრო;
ბ) შესაბამისი გატარებების/ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეს ტრანზაქციები არის საბოლოო;
გ) გატარებების/ტრანსფერების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დღის დასასრულისა, არის ხელმისაწვდომი.
მუხლი 11🔗. გადახდა გადახდის სანაცვლოდ (PVP)
სისტემის ოპერატორი, რომელიც იყენებს გადახდა გადახდის სანაცვლოდ მექანიზმს, ვალდებულია აღმოფხვრას შესრულების რისკი. ამ მიზნით, მან უნდა უზრუნველყოს ვალდებულების საბოლოო ანგარიშსწორება მხოლოდ მას შემდეგ, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განხორციელდება შესაბამისი დაკავშირებული ვალდებულების საბოლოო ანგარიშსწორება. ეს წესი დაცული უნდა იყოს იმისდა მიუხედავად, საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება თუ არა ნეტინგის პრინციპით და როდის დგება ანგარიშსწორების საბოლოობა.
მუხლი 12🔗. სისტემის მონაწილის დეფოლტის წესი და პროცედურები
1. სისტემის ოპერატორმა სისტემის წესებით უნდა განსაზღვროს მონაწილის დეფოლტის განმარტება, რომლის მიხედვითაც დეფოლტად ითვლება, როდესაც მონაწილეს არ შეუძლია თავისი ფინანსური ვალდებულებების დროულად შესრულება, რომელიც მათ შორის გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) საოპერაციო მიზეზებით;
ბ) ხელშეკრულების დარღვევით;
გ) მონაწილის მიმართ გადახდისუუნარობის და/ან ლიკვიდაციის პროცესის დაწყებით.
2. სისტემის ოპერატორმა სისტემის წესებში უნდა გაითვალისწინოს განსხვავება ავტომატურ დეფოლტსა და დეფოლტს შორის, რომელიც განისაზღვრება სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით. უკანასკნელ შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა თავის სტრუქტურაში უნდა განსაზღვროს ის პირები, რომლებიც ისარგებლებენ ამ უფლებამოსილებით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადახედოს დეფოლტის განსაზღვრებებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
3. სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს შემუშავებული მონაწილის დეფოლტის წესები და პროცედურები, რომლებიც საშუალებას მისცემენ მას მონაწილის დეფოლტის შემთხვევაში განაგრძოს თავისი ვალდებულებების შესრულება და ასევე, უნდა გაითვალისწინოს ასეთი ფაქტის დადგომის შემდეგ გამოყენებული აქტივების შევსება. ამ წესებსა და პროცედურებში სულ მცირე გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ღონისძიებები, რომელთა გატარებაც შეუძლია სისტემის ოპერატორს მონაწილის დეფოლტის შემთხვევაში;
ბ) როგორ ხდება ღონისძიებების გატარება, ავტომატურად თუ სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, როცა ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღება სისტემის ოპერატორის მიერ, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული შეფასების კრიტერიუმები;
გ) სისტემის ოპერატორის მიერ ანგარიშსწორების ნორმალური პროცესის შესაძლო ცვლილებები დროული საბოლოო ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად;
დ) გადახდების მართვა მათი დამუშავების სხვადასხვა სტადიაზე;
ე) ღონისძიებების შესაძლო მიმდევრობა;
ვ) შესაბამისი მხარეების ფუნქციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის, იმ მონაწილეებისა, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას;
ზ) სხვა მექანიზმები, რომელთა აქტივაციამ შესაძლოა შეამციროს დეფოლტის გავლენა.
4. სისტემის ოპერატორი მზად უნდა იყოს მონაწილის დეფოლტის წესების და პროცედურების იმპლემენტაციისთვის, მათ შორის, დეფოლტის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ეს განსაზღვრულია სისტემის წესებით. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) გააჩნდეს შესაბამისი ოპერაციული შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისად მომზადებული პერსონალი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად განსახორციელებლად;
ბ) სისტემის წესები და პროცედურები ითვალისწინებდეს დოკუმენტირების, ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის საჭიროებებს, ხოლო თუ ერთზე მეტი ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურა ან საზედამხედველო ორგანოა ჩართული – მათი კოორდინაციის საკითხს.
5. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესების და პროცედურების მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) გარემოებები, როდესაც ღონისძიებების/ქმედებების გამოყენება ხორციელდება;
ბ) ამ ღონისძიებების განმახორციელებელი პირი;
გ) შესაძლო ღონისძიებების ფარგლები;
დ) სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულების მექანიზმები იმ მონაწილეების მიმართ, ვინც აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას.
6. სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების ტესტირება და გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ასევე სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ მონაწილის დეფოლტის წესებსა და პროცედურებზე. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სისტემის მონაწილეების ჩართულობა შესაბამისი ტესტირების, აგრეთვე წესებისა და პროცედურების გადახედვის პროცესში.
მუხლი 13🔗. ზოგადი ბიზნესრისკი
1. სისტემის ოპერატორმა უნდა შექმნას ძლიერი მმართველობითი და კონტროლის სისტემები ზოგადი ბიზნესის რისკის იდენტიფიცირების, მონიტორინგისა და მართვისათვის.
2. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს საქმიანობის აღდგენის გეგმა, ასევე საქმიანობის შეწყვეტის გეგმა, ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
3. სისტემის ოპერატორმა, ბიზნესის რისკის ზოგადი პროფილის, კრიტიკული ოპერაციების და მომსახურებების აღდგენის ან/და საქმიანობის მოწესრიგებული შეწყვეტისათვის საჭირო დროის მიხედვით, უნდა დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გეგმების განსახორციელებლად საჭირო აქტივების ოდენობა. ეს თანხა უნდა იყოს არანაკლებ ექვსი თვის მიმდინარე საოპერაციო ხარჯისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხის დასაფარავად, სისტემის ოპერატორი უნდა ფლობდეს ლიკვიდურ წმინდა აქტივებს, რომლებიც დაფინანსებულია კაპიტალით (მათ შორის, ჩვეულებრივი აქციები, გამჟღავნებული რეზერვები ან სხვა გაუნაწილებელი მოგება), რაც საშუალებას მისცემს მას შეუფერხებლად გააგრძელოს ოპერაციები და მომსახურება. ეს აქტივები უნდა იყოს იმ რესურსებზე დამატების სახით, რომლებიც განკუთვნილია მონაწილის დეფოლტის გადასაფარად, ასევე ამ წესის მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სხვა რისკების დასაფარავად.
5. აქტივები, რომლებიც ზოგადი ბიზნესრისკის დასაფარად გამოიყენება უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური და მაღალი ხარისხის, რომ დროულად იქნეს ხელმისაწვდომი. აქტივები უნდა განცალკევდეს სისტემის ოპერატორის აქტივებისგან, რომლებიც გამოიყენება ყოველდღიური საქმიანობისთვის. სისტემის ოპერატორს უნდა შეეძლოს ამ აქტივების მინიმალური ან ნულოვანი ნეგატიური ფასის ეფექტით გაყიდვა, ისე რომ სისტემის ოპერირება გაგრძელდეს მაშინაც, თუ სისტემის ოპერატორი განიცდის ზარალს.
6. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს გეგმა დამატებითი კაპიტალის მოსაძიებლად, თუ კაპიტალის სიდიდე მიუახლოვდა ან ჩამოსცდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ თანხას.
მუხლი 14🔗. შენახვისა და ინვესტირების რისკი
1. სისტემის ოპერატორი საკუთარ და თავისი სისტემის მონაწილეების აქტივებს უნდა ინახავდეს ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ინსტიტუტში (შემდგომში – კასტოდიანები), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის, შენახვის და შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც შენახულ აქტივებს სრულად იცავს კასტოდიანის ან მისი ქვე-კასტოდიანის გადახდისუუნარობის, დაუდევრობის, თაღლითობის, სუსტი ადმინისტრირების ან არასათანადო აღრიცხვის შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორს დროულად უნდა ჰქონდეს წვდომა თავის აქტივებსა და მონაწილეთა მიერ მიწოდებულ აქტივებზე.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს და გააცნობიეროს რისკები კასტოდიანი ბანკების მიმართ, თითოეულ კასტოდიან ბანკთან ურთიერთობის მასშტაბის გათვალისწინებით.
4. სისტემის ოპერატორმა უნდა ჩამოაყალიბოს საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მის ზოგად რისკების მართვის სტრატეგიას და სრულად უნდა გააცნოს სისტემის მონაწილეებს. საინვესტიციო სტრატეგიის გადამოწმება ხდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
5. სისტემის ოპერატორის მიერ მისი საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციები უნდა წარმოადგენდეს მოთხოვნებს მაღალი რეპუტაციის მქონე მევალეების მიმართ ან უზრუნველყოფილი იყოს ასეთი მევალეების მიერ. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები მაღალი რეპუტაციის მქონე მოვალეების მიმართ. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ისეთ ინსტრუმენტებში, რომელთაც გა აჩნიათ, მინიმალური საკრედიტო, საბაზრო და ლიკვიდობის რისკები.
მუხლი 15🔗. საოპერაციო რისკი
1. სისტემის ოპერატორმა, საოპერაციო რისკის იდენტიფიცირების, მონიტორინგისა და მართვის მიზნით, უნდა შექმნას ძლიერი ჩარჩო შესაბამისი სისტემებით, პოლიტიკით, პროცედურებით და კონტროლის მექანიზმით.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ, გადახედოს, გატესტოს და აუდიტი ჩაუტაროს სისტემებს, საოპერაციო პოლიტიკას, პროცედურებსა და კონტროლის მექანიზმებს. სისტემის ოპერატორმა, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით, თავად უნდა შეაფასოს, ცვლილებები წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან ცვლილებებს.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს მომსახურების დონისა და ოპერაციული საიმედოობის მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად შეიმუშავოს პოლიტიკა. ოპერატორმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს მიზნებსა და პოლიტიკას.
4. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ სისტემას ნებისმიერ მომენტში გააჩნდეს სკალირებადი სიმძლავრის მარაგი სტრესულ სიტუაციაში გაზრდილი გადახდების მოცულობის შეუფერხებლად განსახორციელებლად. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიზნების მიღწევა.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს ფიზიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი პოლიტიკა, რომელიც ადეკვატურად განსაზღვრავს, აფასებს და მართავს ყველა პოტენციურ სისუსტესა და საფრთხეს. ოპერატორმა ყოველწლიურად უნდა განახორციელოს პოლიტიკის გადახედვა.
6. სისტემის ოპერატორმა, კიბერრისკის მართვის მიზნით, უნდა შექმნას კიბერმდგრადობის ეფექტური ჩარჩო, შესაბამისი მმართველობითი ზომებით. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს კრიტიკული ოპერაციები და დამხმარე აქტივები და ჰქონდეს შესაბამისი ზომები, რომ დაიცვას ისინი კიბერშეტევებისგან, აღმოაჩინოს და მოახდინოს მათზე რეაგირება, ასევე განახორციელოს აღდგენა კიბერშეტევის შემდეგ. ეს ზომები რეგულარულად უნდა გაიტესტოს. სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა კიბერსაფრთხეებზე. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს უწყვეტი სწავლებისა და განვითარების პროცესი, რაც მას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს კიბერმდგრადობის ჩარჩოს ადაპტირება კიბერრისკების დინამიკურ ხასიათთან.
7. სისტემის ოპერატორმა უნდა ჩამოაყალიბოს ბიზნესის უწყვეტობის გეგმა იმ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც წარმოადგენენ სისტემის მუშაობის შეფერხების მნიშვნელოვან რისკს. გეგმა უნდა მოიცავდეს სარეზერვო საიტის გამოყენების შესაძლებლობას და შემუშავებული უნდა იყოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კრიტიკული ინფორმაციული ტექნოლოგიური სისტემები მუშაობას განაახლებენ სისტემის შეფერხებიდან არაუგვიანეს ორი საათის განმავლობაში. გეგმა ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ სისტემას ყოველთვის შეეძლოს ყველა გადახდის მიხედვით ანგარიშსწორება იმ სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც ადგილი ჰქონდა სისტემის შეფერხებას. სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს გეგმის ტესტირება და გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
8. სისტემის ოპერატორმა უნდა დააიდენტიფიციროს კრიტიკული მონაწილეები მათი გადახდების რაოდენობისა და თანხის მიხედვით, ასევე მათი შესაძლო ზეგავლენა სხვა მონაწილეებსა და მთლიანად სისტემაზე, თუ კრიტიკულ მონაწილესთან მნიშვნელოვანი საოპერაციო პრობლემები წარმოიშვა.
9. სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს იმ რისკების იდენტიფიკაცია, მონიტორინგი და მართვა, რომლებიც წარმოიშობა სისტემის ოპერაციებისათვის კრიტიკული მონაწილეების, ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურების, აგრეთვე კომუნალური და სხვა მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან.
მუხლი 16🔗. წვდომისა და მონაწილეობის პირობები
1. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სისტემის მომსახურებაზე წვდომის და მონაწილეობის არადისკრიმინაციული, ობიექტური და პროპორციული პირობები როგორც პირდაპირი, ასევე საჭიროების შემთხვევაში, არაპირდაპირი მონაწილეებისათვის და ფინანსური ბაზრის სხვა ინფრასტუქტურებისთვის. აღნიშნული პირობები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ამ სისტემაზე წვდომისა და მონაწილეობის პირობების გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წვდომისა და მონაწილეობის პირობები გამყარებული უნდა იყოს სისტემისა და ბაზრის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე უნდა იყოს სისტემის სპეციფიკურ რისკებზე მორგებული და მათი თანაზომიერი. პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, სისტემის ოპერატორმა ეს პირობები იმგვარად უნდა შეიმუშაოს, რომ მინიმალურად შეზღუდოს წვდომა სისტემაზე. თუ სისტემის ოპერატორი რომელიმე კანდიდატს უარს ეტყვის სისტემაში მონაწილეობაზე, მან ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა წარუდგინოს შესაბამის კანდიდატს მოსალოდნელი რისკების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე.
3. სისტემის ოპერატორმა მუდმივად უნდა აკონტროლოს მონაწილეთა შესაბამისობა წვდომისა და მონაწილეობის პირობებთან. სისტემის ოპერატორმა უნდა დანერგოს არადისკრიმინაციული პროცედურა, რომლის საფუძველზეც მონაწილეს შეუჩერდება ან გაუუქმდება მონაწილეობის უფლება, თუ ის ვერ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. ეს პროცედურა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს პროცედურის გადახედვა არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 17🔗. პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობა
1. რისკების მართვის მიზნებიდან გამომდინარე, სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შემუშავებული სისტემის წესები, პროცედურები და ხელშეკრულებები იძლეოდეს არაპირდაპირი მონაწილეების შესახებ ინფორმაციას, რათა განხორციელდეს იმ მნიშვნელოვანი რისკების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და მართვა, რომლებიც წარმოიშობა სისტემაში მათი მონაწილეობით. არაპირდაპირი მონაწილეების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) საქმიანობა, რომელსაც პირდაპირი მონაწილეები ახორციელებენ საკუთარი და არაპირდაპირი მონაწილეების სახელით, რომელიც შეფასებული უნდა იყოს სისტემის დონეზე საქმიანობასთან მიმართებით;
ბ) არაპირდაპირი მონაწილეების რაოდენობა თითოეული პირდაპირი მონაწილის მიხედვით, რომელთა მეშვეობით ახორციელებენ ოპერაციებს;
გ) თითოეული არაპირდაპირი მონაწილის მიერ სისტემაში განხორციელებული გადახდების რაოდენობა, თანხა და მათი შეფარდება შესაბამისი პირდაპირი მონაწილის მიერ სისტემაში განხორციელებული გადახდების რაოდენობასა და/ან თანხასთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეებს შორის არსებითი ურთიერთდამოკიდებულება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისტემის ფუნქციონირებაზე.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა დაადგინოს ის არაპირდაპირი მონაწილეები, რომლებიც წარმოშობენ მნიშვნელოვან რისკებს სისტემისათვის და იმ პირდაპირი მონაწილისათვის, რომლის მეშვეობითაც არაპირდაპირ მონაწილეს აქვს წვდომა სისტემაზე.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადახედოს არაპირდაპირი მონაწილეობიდან გამომდინარე რისკებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები რისკების შემცირებისათვის, რათა უზრუნველყოს არაპირდაპირ მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკების სათანადო მართვა.
მუხლი 18🔗. ეფექტურობა და ეფექტიანობა
1. სისტემის ოპერატორს შემუშავებული უნდა ჰქონდეს პროცესები, რომლის მიხედვითაც ის შეძლებს ბაზრის მოთხოვნილებების/საჭიროებების იდენტიფიცირებასა და გათვალისწინებას. პროცესები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) კლირინგისა და ანგარიშსწორების მოდელები;
ბ) საოპერაციო სტრუქტურა;
გ) პროდუქტები, რომელთა კლირინგი და ანგარიშსწორება ხორციელდება სისტემაში;
დ) გამოყენებული ტექნოლოგიები და პროცედურები.
2. სისტემის ოპერატორს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ნათლად ჩამოყალიბებული, გაზომვადი და მიღწევადი მიზნები და ამოცანები, როგორიცაა მომსახურების მინიმალური დონე, რისკების მართვის სისტემისადმი მოლოდინები, ბიზნესის პრიორიტეტები.
3. ოპერატორმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გადამოწმება სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
4. სისტემის ოპერატორის მიერ მონაწილეთათვის დაწესებული საკომისიოები/ტარიფები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე.
მუხლი 19🔗. საკომუნიკაციო სტანდარტები და პროცედურები
გადახდების, კლირინგის, ანგარიშსწორების და ინფორმაციის შენახვის გაუმჯობესების მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოიყენოს ან შესაძლებელი გახადოს, შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული საკომუნიკაციო სტანდარტებისა და პროცედურების გამოყენება.
მუხლი 20🔗. საბაზრო მონაცემების, წესებისა და მნიშვნელოვანი პროცედურების გამოქვეყნება
1. სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ნათელი და ყოვლისმომცველი წესები და პროცედურები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მონაწილისთვის. სისტემის ოპერატორმა ძირითადი წესები და მნიშვნელოვანი პროცედურები, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.
2. სისტემის ოპერატორმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მონაწილეებისათვის სისტემის მოწყობისა და ოპერაციების აღწერილობები, ასევე სისტემის ოპერატორისა და მონაწილეების უფლებები და ვალდებულებები, რათა მონაწილეებმა შეძლონ იმ რისკების შეფასება, რაც წარმოეშობათ მათ სისტემაში მონაწილეობით.
3. სისტემის ოპერატორმა მონაწილეებს უნდა მიაწოდოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩაუტაროს ტრენინგები, რათა მონაწილეებმა გააცნობიერონ სისტემის წესები და პროცედურები და ის რისკები, რომლებიც წარმოეშობათ მათ სისტემაში მონაწილეობით.
4. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სისტემის საკომისიოები/ტარიფები თითოეული მომსახურებისთვის, რომელსაც ის მონაწილეებს სთავაზობს, აგრეთვე მისი ფასდაკლების პოლიტიკა. სხვა სისტემის საკომისიოებთან/ტარიფებთან შედარების მიზნით, სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ფასიანი მომსახურების მკაფიო აღწერილობის მომზადება.
5. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურებისათვის CPSS-IOSCO საჯაროობის დებულებების ფორმულარზე პასუხები. სისტემის ოპერატორმა უნდა განაახლოს თავისი პასუხები სისტემაში ან მის გარემოში არსებითი ცვლილებების შემდეგ, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ.
6. სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მისი სისტემით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, სულ მცირე დამუშავებული ტრანზაქციების ჯამური რაოდენობისა და თანხის შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 21🔗. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ამ წესის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით
1. თუ სისტემის ოპერატორი არ იცავს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდოს, რომ სისტემის ოპერატორი არ იცავს ამ წესის მოთხოვნებს, მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს წერილობით მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და მისცეს მას შესაძლებლობა მოთხოვნების დაუცველობის/სავარაუდო დაუცველობის შესახებ გონივრულ ვადაში დააფიქსიროს და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერილობითი მითითებით მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოსწორება, მათ შორის, დაუყოვნებლივ, თუ მოთხოვნებთან შეუსაბამობა იმდენად სერიოზულია, რომ მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას და/ან შეუსაბამობების განმეორების თავიდან აცილება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციები.