მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №312/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016785
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№312/04
2023 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
მიკრობანკებმა, ამ ბრძანებით დამტკიცებული რისკის ზედამხედველობის პირველი ანგარიშგების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა უზრუნველყონ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. „მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ მიკრობანკში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი მიკრობანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);
ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);
ზ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;
თ) ოფშორული ზონა – ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;
ი) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები - „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები;
კ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს უზრუნველყოფაში მიღებული დეპოზიტი, გირავნობა ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით. მხოლოდ თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი განიხილება საბლანკო სესხად;
ლ) საყოფაცხოვრებო გადახდები − კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების) და სატელეკომუნიკაციო (ტელეფონის, ტელევიზიის, მობილურის და ინტერნეტის) გადახდები.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მიკრობანკის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება მიკრობანკის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება კლიენტების მიერ/მათ სასარგებლოდ იმ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც მიკრობანკი მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი, გარდა ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული ფორმისა.
5. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ერთი მიკრობანკის ფარგლებში ერთი და იმავე კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების მოძრაობა, მიკრობანკის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე, ჯარიმების, საურავების და დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის (გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვისა) შესახებ ინფორმაცია.
6. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები და საყოფაცხოვრებო გადახდები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ველებისა.
7. ანგარიშის მფლობელი კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
8. ერთი მიკრობანკის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, გარდა იურიდიული პირის ანგარიშზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ თანხის შეტანის ოპერაციებისა, რომელიც აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ჭრილში.
9. თუ ანგარიშის მქონე ფიზიკური პირები ოპერაციებს ახორციელებენ პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე, მონაცემები აისახება მათ ანგარიშებზე განხორციელებულ ოპერაციებთან ერთად. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება ანგარიშის არმქონე პირების შემთხვევაშიც (პირად ოპერაციებთან ერთად, ასევე აისახება ანგარიშის მქონე პირების ანგარიშებზე თანხის შეტანის ოპერაციები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციებისა).
10. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ანგარიშის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.
11. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირების შესახებ, რომელთაც განახორციელეს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, ასევე საყოფაცხოვრებო გადახდები.
12. ანგარიშგების მიზნებისთვის მიკრობანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე სესხის დასმის, ასევე, მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვის ოპერაციები განიხილება ჩარიცხვის ოპერაციებად, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. ანგარიშგების მიზნებისთვის, მიკრობანკისავე თვითმომსახურების კიოსკის საშუალებით თანხის ანგარიშზე შეტანა განიხილება შემოსავლის ოპერაციად, ბანკომატის/პოს-ტერმინალის საშუალებით საგადახდო ბარათით თანხის გატანა განიხილება გასავლის ოპერაციად, ხოლო საგადახდო ბარათით თანხის გადახდის ოპერაციები განიხილება, როგორც გადარიცხვა.
14. ანგარიშგებაში არ აისახება სხვა ემიტენტის მიერ გამოცემული საგადახდო ბარათით სხვის საკუთრებაში არსებული პოს-ტერმინალის ან ბანკომატის საშუალებით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
15. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.
16. ფორმებში არ აისახება ინფორმაცია ისეთი ოპერაციების შესახებ, რომელთა გაუქმებაც (უკან დაბრუნებაც) მოხდა მათი მიმღებისათვის ჩარიცხვამდე, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შემთხვევაში, მათ განაღდებამდე (გამგზავნისათვის თანხის უკან დაბრუნებით).
17. ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის (კონვერტაციის) შემთხვევაში აისახება მხოლოდ კლიენტის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
18. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.
19. ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული (მათ შორის, რევოლვირებადი) სესხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, ფორმაში აისახება თანხის ის მოცულობა, რომელიც დარჩა კლიენტს ძველი სესხის ნაშთის გადაფარვის შემდგომ.
20. თუ ანგარიშის არმქონე პირმა საანგარიშო პერიოდში გახსნა პირადი ანგარიში, ანგარიშგებაში მის შესახებ ინფორმაცია აისახება როგორც ანგარიშის მქონე პირის შესახებ, ხოლო პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციები ჯამდება ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებთან.
21. თუ კლიენტმა საანგარიშო პერიოდში დახურა საბანკო ანგარიში და ოპერაციებს ახორციელებს როგორც ანგარიშის არმქონე პირი, ფორმაში მის შესახებ ინფორმაცია აისახება როგორც ანგარიშის მქონე პირის შესახებ და ჯამურად აისახება როგორც ანგარიშის საშუალებით, ასევე პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციები.
22. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის 41-ე და 42-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
23. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
24. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შესახებ, ხოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია იმ კლიენტის ოპერაციების მოცულობაში, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
25. ანგარიშგების მიზნებისთვის კლიენტის დეფინიცია არ მოიაზრებს პირებს, რომლებთანაც მიკრობანკს აქვს დამყარებული საკორესპონდენტო ურთიერთობები.
მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები
ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია მიკრობანკის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);
ე) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №9);
კ) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №10);
ლ) ინფორმაცია კლიენტთა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ (ფორმა №11);
მ) ინფორმაცია ქეშ-ინტენსიური ბიზნეს პროფილის მქონე კლიენტთა შესახებ (ფორმა №12);
ნ) ინფორმაცია რესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ (ფორმა №13);
ო) ინფორმაცია კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ (ფორმა №14);
პ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №15);
ჟ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №16);
რ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №17);
ს) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №18);
ტ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №19);
უ) ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ (ფორმა №20);
ფ) ინფორმაცია შვილობილი საწარმოების, ფილიალების და წარმომადგენლობების შესახებ (ფორმა №21);
ქ) ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტებისა და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22);
ღ) ინფორმაცია ვალის გადაკისრების შემთხვევების შესახებ (ფორმა №23).
მუხლი 5🔗. ინფორმაცია მიკრობანკის შესახებ (ფორმა №1)
1. ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს მიკრობანკის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში არსებული ფილიალების (სერვისცენტრების) რაოდენობისა და ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).
3. ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.
4. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)
1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ანგარიშგების ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით მიკრობანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ანგარიშგების ფორმა №2 მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
4. ანგარიშგების ფორმა №2-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მიკრობანკმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.
5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
6. ანგარიშის არმქონე კლიენტების შესახებ ინფორმაციაში აისახება იმ პირების შესახებ მონაცემები, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის კონვერტაცია ნაღდი ფორმით, თანხის გადარიცხვა, ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის განთავსება და ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით თანხის გაგზავნა/მიღება.
7. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა შესატყვისი ქვეფაქტორები არ არის გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმა №2-ით, აისახება სხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული/ფიზიკური პირების შესაბამის ქვეფაქტორებში.
8. ანგარიშგების ფორმა №2-ში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები). ასევე, დიფერენცირებულად, შესაბამის ფაქტორში აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული პირების შესახებ.
მუხლი 7🔗. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)
1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მიკრობანკის მიერ განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადდნენ მიკრობანკის თანამშრომელთან.
2. ანგარიშგების ფორმა №3 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების ფორმა №3-ის შევსების მიზნით მიკრობანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
4. ანგარიშგების ფორმა №3 მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №3 ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
მუხლი 8🔗. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)
1. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, 1 500 ლარამდე ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის კონვერტაციები (არავერიფიცირებული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები) და ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების და საყოფაცხოვრებო გადახდების) შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირების მიერ განხორციელებული ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი ოპერაციის შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
4. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ნაღდი ფორმით (მათ შორის, მიკრობანკისავე ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით) მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებზე თანხის განთავსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 15 000 ლარს ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. თუ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა ხდება მიმდინარე ანგარიშის გამოყენებით, აღირიცხება მხოლოდ ერთ-ერთ ანგარიშზე განხორციელებული შენატანის შესახებ ინფორმაცია.
5. ანგარიშგების ფორმა №4-ში უნდა აისახოს იმ საბანკო ჩეკის განაღდების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ემიტირებულია სხვა ბანკის/მიკრობანკის მიერ.
6. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და ბანკომატით საზღვარგარეთ თანხის განაღდების ოპერაციებისა), როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
7. ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით (თვითმომსახურების კიოსკები და სხვა) ქვეყნის გარეთ განხორციელებული გადარიცხვების შესახებ ინფორმაციაში არ აისახება საზღვარგარეთ არსებული, ამ პუნქტში მითითებული, ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის ოპერაციები.
8. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია საქართველოს მთავრობაზე გაცემული სესხების შესახებ.
9. საბლანკო სესხის (მათ შორის, ოვერდრაფტი) შესახებ ინფორმაციის ასახვისას, არ აღირიცხება მონაცემები ხელფასით უზრუნველყოფილი სესხების, განვადებისა და საკრედიტო ბარათების შესახებ. ასევე, არ აისახება ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფორმით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ.
10. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდსა და ძვირფას ლითონებს), ინფორმაცია აისახება ანგარიშგების ფორმა №4-ით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში, რომელიც მიკრობანკის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
11. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებითა და ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით.
12. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი ოპერაციის ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებული ოპერაციების ერთობლიობის შემთხვევაში, საბლანკო და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში აღემატება 50 000 ლარს, ხოლო ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, ასევე, ანტიკვარიატით ან/და ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში – 30 000 ლარს ან მათ ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
13. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ მსესხებელი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტი.
14. მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება (მათ შორის, როდესაც მესამე პირი არის იურიდიული პირის ჯგუფში შემავალი კომპანია/იურიდიული პირის დამფუძნებლის ან მისი ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული კომპანია), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი. გრაფაში „მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები“ არ აისახება სამშენებლო/დეველოპერული კომპანიის სახელზე არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.
15. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და ფასიანი ქაღალდებით და ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება მესამე პირის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.
16. საერთაშორისო ექვაირინგის/სუბ-ექვაირინგის შემთხვევაში ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ წესის მე-14 მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
17. დაგროვილი ქონების მართვა (Wealth Management) მოიცავს ინფორმაციას იმ აქტივების შესახებ, რომლებიც სამართავად გადასცა კლიენტმა მიკრობანკს. ოპერაციების რაოდენობაში აისახება ხელშეკრულებების რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც მიკრობანკს გადაეცა აქტივები, ხოლო მოცულობაში – სამართავად გადაცემული აქტივების ოდენობა (თანხობრივ გამოხატულებაში გარიგებით დაფიქსირებული ფასი, რომელიც დასტურდება გარიგების დოკუმენტებით ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საბაზრო ღირებულებით, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით).
18. ესქრო მომსახურების შემთხვევაში აისახება ინფორმაცია ესქრო მომსახურების ფარგლებში შიდა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების შესახებ.
მუხლი 9🔗. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5)
1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ქვეყნების მიხედვით ნებისმიერი სისტემით (მათ შორის, SWIFT) და სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემებით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაჰენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №5 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
4. ანგარიშგების ფორმა №5-ში არ აისახება ინფორმაცია მიკრობანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე სესხის დასმის, ასევე, მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვის ოპერაციების შესახებ.
მუხლი 10🔗. ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6)
1. ანგარიშების ფორმა №6-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია ანგარიშის მქონე მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
2. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №6 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის მქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერ სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვა) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ოპერაციებს.
4. ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს როგორც ანგარიშის მქონე პირის მიერ საკუთარ ანგარიშზე, ისე მესამე პირის მიერ მის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციებს, ასევე, პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებულ ოპერაციებს. ანგარიშის მქონე პირის მიერ სხვა პირის ანგარიშზე თანხის შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შემოსავალში, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
6. ანგარიშგების ფორმა №6-ში, შესაბამის სვეტებში ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მიკრობანკთან.
მუხლი 11🔗. ინფორმაცია ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7)
1. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის კლიენტების ანგარიშებზე არსებული ნაშთების (კლიენტის მოთხოვნა მიკრობანკის მიმართ) შესახებ, კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით.
2. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ანგარიშზე უფიქსირდებათ ნაშთი.
მუხლი 12🔗. ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №8)
1. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის არმქონე პირების მიერ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის არმქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერი სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვა) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ოპერაციებს.
3. შემოსავლის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციების შესახებ მონაცემებს.
4. ანგარიშგების ფორმა №8 ასევე მოიცავს ანგარიშის არმქონე პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
6. ანგარიშგების ფორმა №8-ში არ აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
მუხლი 13🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №9)
1. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
2. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო მიკრობანკი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №9 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მიკრობანკთან.
მუხლი 14🔗. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №10)
1. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ანგარიშის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშის მქონე პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №10 ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.
4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.
5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.
6. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).
7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.
8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებსა და აუქციონის მომწყობ პირებს.
9. ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაცია ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ საბანკო ანგარიშის გამოყენება ხდება ხსენებული საქმიანობისთვის.
10. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.
11. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
12. ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.
13. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.
14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“, „ვ“-„ვ3“ და „თ“-ი1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
16. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.
17. ანგარიშგების ფორმა №10-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
18. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.
19. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
20. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.
21. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
22. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).
23. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.
24. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.
25. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ 1 000 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.
26. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.
27. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
28. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე) განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
29. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).
30. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
31. ველი „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“ მოიცავს როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების შესახებ ინფორმაციას.
32. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიკრობანკის ანალიზით დაკავშირებულია კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან და რომლებიც არ წარმოადგენენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს.
33. ანგარიშგების ფორმა №10-ში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა არცერთ საბანკო ანგარიშზე ერთი წლის ან მეტის განმავლობაში ოპერაციები არ დაფიქსირებულა და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე/ანგარიშებზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს ან მის ეკვივალენტს. ერთი წელი იანგარიშება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირველი ოპერაციიდან.
34. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება მერჩანტების ვებგვერდზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები, მიუხედავად იმისა, მერჩანტსა და მიკრობანკს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარებულია პირდაპირ თუ სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით და არ მოიცავს ე.წ. chargeback-ებისა და refund-ების შესახებ მონაცემებს. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება ინფორმაცია რეზიდენტი მერჩანტების (გარდა ისეთი რეზიდენტი პირებისა, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურაში ფიქსირდებიან არარეზიდენტი პირები), ასევე იმ მერჩანტების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
35. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.
36. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.
37. ანგარიშგების ფორმა №10-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა მიკრობანკს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.
38. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც მიკრობანკმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ინფორმაცია კლიენტებზე, რომლებსაც მიკრობანკმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო, აისახება ცალკე, შესაბამის ქვეფაქტორში. ორივე შემთხვევაში ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.
39. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს მოიცავს ე.წ. Bearer Shares გამომშვებ პირებს.
40. ანგარიშგების ფორმა №10-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.
41. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №10-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც, მიკრობანკის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“, „არააქტიური ანგარიშის მქონე კლიენტები“, „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.
42. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 41-ე პუნქტში ჩამოთვლილ რამდენიმე ფაქტორს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.
43. მიკრობანკის მიერ ანგარიშგების ფორმა №10-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
მუხლი 15🔗. ინფორმაცია კლიენტთა მიერ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ (ფორმა №11)
1. ანგარიშგების ფორმა №11-ში, რეზიდენტობისა და ტრანზაქციის ტიპის მიხედვით, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქვთ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები და სადაც მიკრობანკი მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი.
2. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) მიკრობანკის მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულებით.
3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის უცხოურ ვალუტაში გადაცვლის შემთხვევაში, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) მიკრობანკის მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
4. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სხვა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში გადაცვლის შემთხვევაში, აისახება კლიენტის ვირტუალურ საფულეზე (wallet) არსებული იმ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება, რომლის გადაცვლაც ხორციელდება.
5. ანგარიშგების ფორმა №11-ში ასევე აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის კლიენტების ვირტუალურ საფულეებზე (wallet) კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში არსებული ნაშთების ღირებულების შესახებ.
6. ანგარიშგების ფორმა №11-ში, შესაბამის სვეტებში ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მიკრობანკთან.
მუხლი 16🔗. ინფორმაცია ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტთა შესახებ (ფორმა №12)
1. ანგარიშგების ფორმა №12 მოიცავს ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშების ფორმა №12-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საანგარიშო პერიოდში ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების (შემოსავალ/გასავალი) ჯამური მოცულობა აღემატება 1 000 000 ლარს.
3. გასართობი კლუბები არ მოიცავს საბავშვო გასართობი ღონისძიებების მომწყობ ორგანიზაციებს.
4. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან ან/და მათ ნაწარმთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია ასევე მოიცავს საიუველირო სახლებსაც (მათ შორის, ე.წ. „ოქროს ბირჟებს“).
6. ანტიკვარულ ნივთებთან ან/და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირები მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირებისა.
7. სხვა ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის პირებში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტებზე, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების (შემოსავალი/გასავალი) ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 1 000 000 ლარს, მიუხედავად მათი საქმიანობისა.
მუხლი 17🔗. ინფორმაცია რესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ (ფორმა №13)
1. ანგარიშგების ფორმა №13-ში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში მყოფი, რესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მათ შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
2. ანგარიშგების ფორმა №13-ში მიეთითება რესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების ჩამონათვალი.
3. ანგარიშგების ფორმა №13-ში ასევე უნდა აისახოს რესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების SWIFT კოდი, რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საკორესპონდენტო ანგარიშზე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და მიკრობანკის მიერ ლორო ანგარიშების მქონე რესპონდენტი ბანკისთვის/მიკრობანკისთვის მინიჭებული რისკის დონე.
4. ანგარიშგების ფორმა №13-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ოპერაციების შესახებ, რომლის დროსაც მიკრობანკი ასრულებს შუამავლის ან მიმღების პროვაიდერის ფუნქციას.
5. ანგარიშგების ფორმა №13-ში არ აისახება ბანკთაშორისი ანგარიშსწორების ოპერაციები.
მუხლი 18🔗. ინფორმაცია კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ (ფორმა №14)
1. ანგარიშგების ფორმა №14-ში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში მყოფი, კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მათ შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
2. ანგარიშგების ფორმა №14-ში მიეთითება კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების ჩამონათვალი.
3. ანგარიშგების ფორმა №14-ში ასევე უნდა აისახოს კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების SWIFT კოდი, რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საკორესპონდენტო ანგარიშზე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.
4. ანგარიშგების ფორმა №14-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ოპერაციების შესახებ, რომლის დროსაც მიკრობანკი ასრულებს გადამხდელის პროვაიდერის ფუნქციას.
5. ანგარიშგების ფორმა №14-ში არ აისახება ბანკთაშორისი ანგარიშსწორების ოპერაციები.
მუხლი 19🔗. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №15)
1. ანგარიშგების ფორმა №15 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ „ზღვარს ზევით“ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ანგარიშგების ფორმა №15-ში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით.
მუხლი 20🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №16)
1. ანგარიშგების ფორმა №16 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. მიკრობანკმა, ანგარიშგების ფორმა №16-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და ოპერაციის/გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.
მუხლი 21🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №17)
1. ანგარიშგების ფორმა №17 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. მიკრობანკმა, ანგარიშგების ფორმა №17-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება სიაში მითითებული პროდუქტების/გარიგებების ტიპებისა და ოპერაციის/გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ ოპერაციაში/გარიგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების ფორმა №17-ში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.
მუხლი 22🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №18)
1. ანგარიშგების ფორმა №18-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე, დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).
2. ანგარიშგების ფორმა №18-ში ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
3. ანგარიშგების ფორმა №18-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
4. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №18-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 23🔗. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №19)
1. ანგარიშგების ფორმა №19-ში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც საანგარიშო პერიოდში მიჩნეულია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) მიკრობანკმა.
2. ანგარიშგების ფორმა №19-ში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და მიკრობანკის მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.
3. ანგარიშგების ფორმა №19-ში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ.
მუხლი 24🔗. ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ (ფორმა №20)
1. მიკრობანკის ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, ანგარიშგების ფორმა №20-ში აისახება მონაცემები სალაროში ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ.
2. ოპერაციების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
მუხლი 25🔗. ინფორმაცია შვილობილი საწარმოების, ფილიალების და წარმომადგენლობების შესახებ (ფორმა №21)
1. ანგარიშგების ფორმა №21-ში აისახება ინფორმაცია მიკრობანკის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით არსებული შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალებისა და წარმომადგენლობების შესახებ.
2. ოპერაციების მოცულობა მოიცავს ფილიალის ან/და შვილობილი საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციების ჯამურ მოცულობას.
3. ანგარიშგების ფორმა №21-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით (გარდა, ოპერაციების მოცულობისა).
მუხლი 26🔗. ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22)
1. ანგარიშგების ფორმა №22-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საკრედიტო ვალდებულებების ჩამოწერა (გარესაბალანსოზე გატანა) და ვალის პატიება განხორციელდა საანგარიშო პერიოდში.
2. ანგარიშგების ფორმა №22-ში არ აისახება ინფორმაცია იმ ჩამოწერილი საკრედიტო ვალდებულებების შესახებ, რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა ან სააღსრულებო წარმოება.
3. ანგარიშგების ფორმა №22-ში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების რეზიდენტობის მიხედვით.
4. ანგარიშგების ფორმა №22-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ, რომელთა მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 50 000 ლარს (ერთ პირზე ჯამურად ან/და ინდივიდუალურად), ჩამოწერის/პატიების თარიღში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
5. ანგარიშგების ფორმა №22-ში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი/ნაპატიები პროცენტისა და ჯარიმის შესახებ.
6. ანგარიშგების ფორმა №22-ში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტის თანხის შესახებ, თუ იმავე საანგარიშო პერიოდში კრედიტი სრულად დაიფარა. თუ კრედიტი ნაწილობრივ დაიფარა იმავე საანგარიშო პერიოდში, ანგარიშგების ფორმა №22-ში აისახება მხოლოდ დარჩენილი (ჩამოწერილი) საკრედიტო ვალდებულების მოცულობა.
7. ანგარიშგების ფორმა №22-ში ჩამოწერილი კრედიტებისა და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, თითოეული კლიენტის მიხედვით.
მუხლი 27🔗. ინფორმაცია ვალის გადაკისრების შემთხვევების შესახებ (ფორმა №23)
1. ანგარიშგების ფორმა №23-ში, რეზიდენტობის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა ვალის გადაკისრებაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდში, ასევე, იმ პირების შესახებ, რომლებზეც განხორციელდა ვალის გადაკისრება.
2. ანგარიშგების ფორმა №23-ში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმა №23-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ გადაკისრებული ვალდებულებების შესახებ, რომელთა მოცულობა აღემატება 50 000 ლარს (ერთ პირზე ჯამურად ან/და ინდივიდუალურად).
4. ანგარიშგების ფორმა №23-ში არ აისახება ინფორმაცია პროცენტისა და ჯარიმის შესახებ.
5. ანგარიშგების ფორმა №23-ის მიზნებისთვის, ვალის გადაკისრებად არ განიხილება თავდების მიერ ვალდებულების დაფარვის შემთხვევები, ასევე, ანგარიშგების ფორმა №23-ში არ აისახება მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეზე კრედიტის გადაფორმების შემთხვევები.
მუხლი 28🔗. ანგარიშგების წარდგენის ვადები
1. მიკრობანკი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. კონკრეტული მიკრობანკის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მიკრობანკის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ანგარიშგება გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მიკრობანკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
3. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, მიკრობანკი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.
მუხლი 29🔗. ანგარიშგების წარდგენის წესი
1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მიკრობანკი, ამ წესის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში – პორტალი).
2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.
4. მიკრობანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.