1. „მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „მიკრობანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ მიკრობანკში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი მიკრობანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებშ