„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს   თავდაცვის 

მინისტრის 

ბრძანება №109

2023 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებით (ვებგვერდი 09/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.017092) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ი1“ პუნქტი:

„ი1) მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის, მუნიციპალიტეტის მერიის/თბილისის რაიონის გამგეობის მიერ პირთა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და  სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაციის განხორციელება;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეფორმების განხორციელების სამმართველოს კომპეტენციებია:

ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სისტემის რეფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია, გაწვევის გეგმების პროექტების შედგენა, მათი გაცნობა მუნიციპალიტეტის მერიის/თბილისის რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და რეალიზაციის გრაფიკის დადგენა;

გ) მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება და ამ მიზნით:

გ.ა) შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტაციის გამოთხოვა;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება, მინისტრისათვის წარდგენის მიზნით;

დ) სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის და ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 ნოემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.11.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.017148.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №109, 08.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017148 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5959010/