საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 17.04.2024
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №30/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
17.04.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დირექტორი ლევან გამყრელიძე დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №30/ნ 2023 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული სანებართვო მოწმობის ფორმაში გრაფა აღნიშვნით: „მისაბმელი/ნახევარმისაბმელი Trailer/semi-trailer“ ივსება გადამზიდველის/მძღოლის სურვილისამებრ; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი სანებართვო მოწმობების ფორმები დანართი №2 და დანართი №3-ის შესაბამისად; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი სანებართვო მოწმობების ფორმები დანართი №4 და დანართი №5-ის შესაბამისად; დ) სანებართვო მოწმობების ფორმების დამცავი ნიშნების აღწერილობა დანართი №6-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.დირექტორილევან გამყრელიძე