ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 03.11.2023
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მდებარე პარკის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში თეატრის ქუჩაზე მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მლაშეში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №132
2023 წლის 3 ნოემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, საზოგადოებრივი გაერთიანება „ზუგდიდი-დარჩელის უხუცეთა საბჭოს“ ინიციატივის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 ოქტომბრის №01/2146 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე სკვერს ეწოდოს „დარჩელის პარკი და გმირთა მემორიალი“ (ორთოფოტო თან ერთვის).
2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა