„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- LAW OF GEORGIA ON INVESTMENT FUNDS 14.07.2020
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ27“ ქვეპუნქტი:
„ჰ27) ნომინალური მფლობელი − ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც ერთეულის მფლობელი ან სხვა ნომინალური მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ერთეული (ერთეულები) ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს ერთეულის მფლობელთა რეესტრში ან სხვა ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და ერთეულის მფლობელის ან სხვა ნომინალური მფლობელის სასარგებლოდ ჩაერთოს ამ ერთეულთან (ერთეულებთან) დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“.
2. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანია დანიშნული არ ჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.
3. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით, ხოლო თუ ერთეული ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული − ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. თუ ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−33 პუნქტები:
„31. თუ საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, ეს ერთეულები დემატერიალიზებული უნდა იქნეს და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში უნდა აღირიცხოს.
32. დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა და მიმოქცევა წესრიგდება, აგრეთვე ასეთ ერთეულზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ.
33. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი ერთეულის მფლობელებისთვის ანგარიშს აწარმოებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი იწარმოება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელმა ერთეულის გასხვისება ან დაგირავება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას არ აქვს უფლება, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან მათმა რაოდენობამ შეიძლება 20-ს გადააჭარბოს ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, აგრეთვე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს.“;
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა და ერთეულის ფლობის წესები.“.
3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში;“.
4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში;“.
5. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) დაცულია აგენტსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;“.
6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატით და დადგენილ ვადაში საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის წარუდგინოს შესაბამისი ანგარიშგება;“.
7. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური);
ბ) შეამოწმოს (მათ შორის, ადგილზე) საინვესტიციო ფონდი და აქტივების მმართველი კომპანია;
გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;
ე) საინვესტიციო ფონდში ან აქტივების მმართველ კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად;
ვ) პირს დააკისროს სანქციები;
ზ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია;
თ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება;
ი) განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება;
კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;
ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.
8. 82-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3715-XIIIმს-Xმპ |