„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20413 მუხლი:
„მუხლი 20413. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის არჩევა
1. პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრს.
2. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს.“.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20413 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობის შესაბამისად აღნიშნული საბჭო პირველად დაკომპლექტდეს განსხვავებული წესით, კერძოდ, საბჭოს 2 წევრი აირჩეს 4 წლის ვადით, ხოლო საბჭოს 3 წევრი − 5 წლის ვადით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე რომელი კანდიდატურა რა ვადით ასარჩევად უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. მომდევნო არჩევნებისას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრები, მათ შორის, ხელახლა − საბჭოს თავდაპირველი წევრები, არჩეულ იქნენ 5 წლის ვადით.
2. საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20413 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დასაკომპლექტებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ნოემბერი 2023 წ. N3667-XIIIმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3667-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016102.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3667-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5962030/