საა-ს თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.27.019.007.099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 22/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.27.019.007.099

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება №2

2005 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საა-ს თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესებში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”), საქართველოს კანონების ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-13 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე:

1.    სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესებში” (სსმ III, 23.12.2003 წ., №147,მუხ. 1203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მართვის ტექნიკას, აერნაოსნობასა და პრაქტიკულ მუშაობას ამოწმებენ ზემდგომი მეთაურები (უფროსი სპეციალისტები) სპეციალობისდა მიხედვით. მათი არყოფნის შემთხვევაში, ამ მოთხოვნიდან გამონაკლისი, ავიასაწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე დაიშვება სკ-ს მიერ”.

ბ) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 30. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების თანრიგები

სამოქალაქო საჰაერო ხომალდები, მაქსიმალური ასაფრენი მასის (G ას)მიხედვით, იყოფიან ხუთ თანრიგად:

I თანრიგი – Gას > 100ტ

II თანრიგი – 65ტ < Gას < 100ტ

III თანრიგი – 10ტ < Gას < 65ტ

IV თანრიგი – 2ტ < Gას < 10ტ

V თანრიგი – Gას<2ტ (მათ შორის – ზემსუბუქი სხ, რომლის Gას<750კგ)”

გ) 36-ე მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. მეთაურად დამტკიცებისას, პილოტი ვალდებულია საა-ს ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების კომისიას ჩააბაროს გამოცდები საა-ს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ტესტებით. ტესტები უნდა მოი-ცავდეს:

ა) სამოქალაქო ავიაციაში ფრენის წესებს (საა-ს თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანება ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები”, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანება ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესები”, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის2002 წლის 27 ოქტომბრის №70 ბრძანება ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელო”, აგრეთვე, საჭიროებისას – საა-ს თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანება “საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელო”);

ბ) კონკრეტული ტიპის სხ-ის ,,საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს”;

გ) კონკრეტული ტიპის სხ-ის აეროდინამიკას;

დ) აერნაოსნობას;

ე) საა-ს მიერ ავიასაწარმოებზე მიწოდებულ ინფორმაციას საავიაციო მოვლენების მიზეზების და სამოქალაქო ავიაციაში ფრენის უსაფრთხოების ასამაღლებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. მჟავანაძე