„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3701-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
120260080.05.001.102013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გარდა გენერალური ინსპექციისა), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის 11, მე-3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.“.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2024 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის მინიჭებული სპეციალური წოდებების გარდაქმნა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სპეციალურ წოდებებად, შემდეგი წესით:

ა) „უმცროსი იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს მიენიჭოს „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „III კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „II კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, ხოლო „I კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის კაპიტნის“ სპეციალური წოდება;

ბ) „იუსტიციის უმცროსი მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს მიენიჭოს „იუსტიციის მაიორის“ სპეციალური წოდება, „იუსტიციის მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს – „იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება, ხოლო „იუსტიციის უფროსი მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3701-XIIIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2023.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3701-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 120260080.05.001.102013.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3701-XIIIმს-Xმპ, 16.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.102013 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5962717/