„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3661-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.102004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 52-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის 567 მუხლით გათვალისწინებულ ფილიალს.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 567 მუხლი:

„მუხლი 567. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას მისი ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3661-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

უმაღლესი განათლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.11.2023.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3661-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.05.001.102004.
რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3661-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102004 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5962725/