სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში (სსმ№3, 2001 წ. №114, მუხ.209) ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.21.014.007.103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 25/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.007.103

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

თავმჯდომარის ბრძანება №2

2005 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №114, მუხ. 209) ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (სსმ III, 2001 წ., №114, მუხ. 209) 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. ასეთ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფორს-მაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადების შესაბამის ოდენობას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შუამდგომლობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით და/ან შემსყიდველ ორგანიზაციაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წერილობითი თანხმობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე სატენდერო კომისია განიხილავს და აფასებს საკვალიფიკაციო მონაცემებს. სატენდერო კომისიაში შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები საექსპერტო დასკვნისათვის წარედგინება შესასყიდი მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს საექსპერტო კომისიას, რომლის დასკვნაც წარმოადგენს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის საფუძველს.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. მელაძე