,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ქართლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის 78/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№116/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №116/ნ

2023 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ქართლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის 78/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ქართლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის 78/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/09/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.018078) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ქართლის“ წესდების“ მე-2 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კოლეჯს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებასთან (მათ შორის, კოლეჯის მომდევნო ავტორიზაციასთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განახორციელოს მხოლოდ სამინისტროში (სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმის შესაბამისად) წარმოდგენისა და სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდგომ.“.

2. მე-4 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ყველა პირობა, თითოეული პროფესიული სტუდენტის/მსმენელის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საქართველოს და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და უცხო ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი