სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №260
2023 წლის 3 ნოემბერი
თბილისი
სს „ჰეშ“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 31 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლისა და „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №152/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს სს „ჰეშ“-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.
2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „ჰეშ“-ს შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.
3. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „ჰეშ“-სთვის ხდება ეტაპობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა