„ტექნიკური რეგლამენტის – შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №447
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2023
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| დასახელება | ერთეული |
| ვიტამინი A | მკგ |
| ვიტამინი D | მკგ |
| ვიტამინი E | მგ |
| ვიტამინი C | მგ |
| თიამინი | მგ |
| რიბოფლავინი | მგ |
| ნიაცინი | მგ |
| ვიტამინი B6 | მგ |
| ფოლიუმის მჟავა | მკგ |
| ვიტამინი B12 | მკგ |
| ბიოტინი | მკგ |
| პანტოტეინის მჟავა | მგ |
| კალციუმი | მგ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სურსათზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადის ჩამონათვალის, გარდა განაცხადისა, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებასა და ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას“ დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ტექნიკური რეგლამენტის – შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №447
2023 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის – შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული – „ტექნიკური რეგლამენტი – შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ“.
მუხლი 2🔗
შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებული იქნეს „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი – შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ
მუხლი 1🔗
1. „ტექნიკური რეგლამენტი – შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ“ (შემდეგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის შემადგენლობასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათი წარმოადგენს სპეციალური შემადგენლობის მქონე სურსათს, რომელიც, მწარმოებელი ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას/ მოხმარებისას, სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლებს კვების ყოველდღიურ რაციონს. ასეთი სურსათი იყოფა ორ კატეგორიად:
ა) სურსათი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც კვების სრული დღიური რაციონის შემცვლელი;
ბ) სურსათი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც კვების დღიური რაციონის ერთი ან მეტი კვების შემცვლელი.
3. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის დროს ადგენს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სურსათთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ბიზნესოპერატორის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესაბამისობას.
მუხლი 2🔗. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით განსაზღვრული სურსათი ბაზარზე განთავსებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 3🔗. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს დანართ №1-ით („შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის ძირითადი შემადგენლობა“) დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 4🔗. ბაზარზე განთავსებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის ყველა ინდივიდუალური კომპონენტი მოთავსებულ უნდა იქნეს ერთ შეფუთვაში.
მუხლი 5🔗
1. შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათი:
ა) რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს დასახელებით – „წონის კონტროლის მიზნით კვების სრული დღიური რაციონის ჩანაცვლებისთვის“;
ბ) რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს დასახელებით – „წონის კონტროლის მიზნით ერთი კვების ჩანაცვლებისთვის“.
2. ბაზარზე განთავსებულ, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სურსათზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ განსაზღვრულ ეტიკეტირების მოთხოვნებთან ერთად, სავალდებულოა მოხმარებისათვის განკუთვნილი მზა პროდუქტის თითოეულ ერთეულზე ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მინერალებისა და ვიტამინების საშუალო რაოდენობის რიცხვითი ფორმით მითითება. ამასთანავე, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სურსათზე მითითებული მინერალები და ვიტამინები გამოსახული უნდა იქნეს პროცენტულად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს სავალდებულო განაცხადს:
ა) საჭიროების შემთხვევაში, სურსათის მომზადების სათანადო ინსტრუქციისა და მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
ბ) რომ დღე-ღამეში 20 გ-ზე მეტი რაოდენობის პოლიოლების მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს დიარეით მიმდინარე გვერდითი მოვლენები;
გ) სითხის ადეკვატური რაოდენობის დღიური მიღების შესახებ.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს განაცხადს, რომ:
ა) სურსათის მოხმარება უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერების დღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას;
ბ) სურსათის მოხმარება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს სამ კვირას.
5. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს განაცხადს, რომ სურსათი სასარგებლოა დანიშნულებისამებრ, მხოლოდ, როგორც შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტის ნაწილი, და სხვა სასურსათო პროდუქტების მიღება უნდა იყოს ასეთი დიეტის აუცილებელი ნაწილი.
6. შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტი, რეკლამა და წარდგენა არ უნდა შეიცავდეს მინიშნებას მათი მიღების შედეგად წონის დაკლების შესახებ.
დანართი №1
შეზღუდული ენერგეტიკული ღირებულების დიეტებში წონის კლებისათვის განკუთვნილი სურსათის ძირითადი შემადგენლობა
1. ამ დანართით განსაზღვრული სპეციფიკაციები ვრცელდება ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისათვის/ მოხმარებისთვის მზა სურსათზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე.
2. ენერგეტიკული ღირებულებით უზრუნველყოფა:
ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის კვების სრული დღიური რაციონისთვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 800 კკალ (3360 კჯ)-ს და არაუმეტეს 1200 კკალ (5 040 კჯ)-ს;
ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის კვების დღიური რაციონის ყოველი კვებისათვის, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 კკალ (840 კჯ)-ს და არაუმეტეს 400 კკალ (1680 კჯ)-ს.
3. ცილასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სურსათის შემადგენლობაში არსებული ცილა უნდა უზრუნველყოფდეს საერთო ენერგეტიკული ღირებულების არანაკლებ 25%-ს და არაუმეტეს 50%-ს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სურსათში ცილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 125 გ-ს;
ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ცილასთან დაკავშირებით ეხება ეტალონურ ცილას, რომლის ქიმიური ინდექსი სსმო/ჯმს-ის თანახმად (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია/ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია – FAO/WHO), მოცემულია დანართ №2-ში („მოთხოვნები ამინომჟავების მიმართ“). იმ შემთხვევაში, თუ ცილის ქიმიური ინდექსი 100%-ზე ნაკლებია, ცილის მინიმალური დონე შესაბამისად უნდა გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ცილის ქიმიური ინდექსი უნდა შეადგენდეს ეტალონური ცილის არანაკლებ 80%-ს;
გ) „ქიმიური ინდექსი“ ნიშნავს უმცირეს თანაფარდობას საკვლევ ცილაში თითოეული შეუცვლელი (ესენციური) ამინომჟავების რაოდენობასა და ეტალონური ცილის შესაბამისი ამინომჟავების რაოდენობას შორის;
დ) ყველა შემთხვევაში, დასაშვებია ამინომჟავების დამატება ცილის კვებითი ღირებულების გაზრდის მიზნით და მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო თანაფარდობით.
4. ცხიმთან დაკავშირებით:
ა) ცხიმის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სურსათის საერთო ენერგეტიკული ღირებულების 30%-ს;
ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სურსათში ლინოლეინის მჟავის რაოდენობა (გლიცერიდების ფორმით) არ უნდა შეადგენდეს 4,5 გ-ზე ნაკლებს;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სურსათში ლინოლეინის მჟავის რაოდენობა (გლიცერიდების ფორმით) არ უნდა შეადგენდეს 1,0 გ-ზე ნაკლებს.
5. საკვები ბოჭკოების შემცველობა ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის დღიურ რაციონში არ უნდა იყოს 10 გ-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 30 გ-ს.
6. ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა:
ა) ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის დღიურ რაციონში უნდა შეადგენდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის – „ვიტამინებისა და მინერალების დღიური მოხმარების რეკომენდებული ნორმა“ – ცხრილი №1-ით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების არანაკლებ 100%-ს;
ბ) ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სურსათის დღიური რაციონის ერთი კვების შემცვლელში უნდა შეადგენდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის ცხრილი №1-ით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების არანაკლებ 30%-ს და არანაკლებ 500 მგ კალიუმს.
ცხრილი №1
ვიტამინებისა და მინერალების დღიური მოხმარების რეკომენდებული ნორმა
დასახელება
ერთეული
დღიური მოხმარების რეკომენდებული ნორმა
ვიტამინი A
მკგ
700
ვიტამინი D
მკგ
5
ვიტამინი E
მგ
10
ვიტამინი C
მგ
45
თიამინი
მგ
1,1
რიბოფლავინი
მგ
1,6
ნიაცინი
მგ
18
ვიტამინი B6
მგ
1,5
ფოლიუმის მჟავა
მკგ
200
ვიტამინი B12
მკგ
1,4
ბიოტინი
მკგ
15
პანტოტეინის მჟავა
მგ
3
კალციუმი
მგ
700
ფოსფორი
მგ
550
კალიუმი
მგ
3100
რკინა
მგ
16
თუთია
მგ
9,5
სპილენძი
მგ
1,1
იოდი
მკგ
130
სელენი
მკგ
55
ნატრიუმი
მგ
575
მაგნიუმი
მგ
150
მანგანუმი
მგ
1
დანართი №2
მოთხოვნები ამინომჟავების მიმართ (1)
შეუცვლელი ამინომჟავა
გ/100 გ ცილა
მეთიონინი + ცისტინი
1,7
ჰისტიდინი
1,6
იზოლეიცინი
1,3
ლეიცინი
1,9
ლიზინი
1,6
თიროზინი + ფენილალანინი
1,9
თრეონინი
0,9
ტრიფტოფანი
0,5
ვალინი
1,3
(1) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ენერგიისა და ცილების მოთხოვნები ენერგიასა და ცილებზე; FAO/WHO/UNU ერთობლივი შეხვედრის ანგარიში. ჟენევა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, 1985 წ. (ჯმო. ტექნიკური ანგარიშების სერია, 724) [World Health Organization. Energy and protein requirements. Report of a Joint FAO/WHO/UNU Meeting. Geneva: World Health Organization, 1985. (WHO Technical Report Series, 724)].