შეზღუდული შესაზლევლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.03.2005
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო სოციალური დახმარების მიმღების
პირადი საქმე № - - - -
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
(მისამართი)
საპენსიო საქმის №- - - - -
ნომერი №67/ნ
სარეგისტრაციო კოდი დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 09/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ერთსულიანი ოჯახები სულ მ.შ. – მარტოხელა პენსიონერები - I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი - 18 წლამდე ინვალიდი ბავშვი |
| 2 | ორი და მეტსულიანი ოჯახები სულ მ.შ. - 7 და მეტშვილიანი - აფხაზეთიდან დევნილი |
| 3 | უდედმამო ბავშვები სულ – მ.შ. აფხაზეთიდან დევნილი |
| 4 | კოეფიციენტი |
| 5 | სულ |
| 6 | გაიცეს |
| 7 | სვეტების შემვსების და შემმოწმებლის ხელმოწერა |
| ორგანიზაციული კოდი | დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა |
| 32 27 12 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა |
| 32 27 12 01 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კომპონენტი |
| 32 27 12 02 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯები |
| 32 27 12 03 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა |
| 32 27 12 05 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეკომპონენტი |
| 32 27 12 06 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 32 27 12 07 | სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიით დასნებოვნებულ შშმპ-თა რეაბილიტაციის პროგრამა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაზლევლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:842.0pt 595.35pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:842.0pt 595.35pt; margin:26.95pt 56.7pt 45.1pt .65in;}
div.Section3 {page:Section3;}
@page Section4 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 45.1pt .65in 26.95pt;}
div.Section4 {page:Section4;}
@page Section5 {size:842.0pt 595.35pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section5 {page:Section5;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.117
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №67/ნ
2005 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე
“საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7, მე-12 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესი და პრინციპები (დანართი №3).
4. ამ ბრძანების პირველი და მეორე პუნქტით დამტკიცებული პროგრამების შესრულება განახორციელოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მეგრელიშვილს.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა
ორგანიზაციული კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2004 წლის დაზუსტებული გეგმა (მლნ. ლ.)
2005 წლის გეგმა (მლნ. ლ.)
სხვაობა
(ათ. ლ.)
%-.ად (+,-)
32 27 12
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა
4,295.0
4,485.0
190.0
4.4%
სხვა საქონელი და მომსახურება
3,930.0
3,770.0
-160.0
-4.1%
სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები
365.0
715.0
350.0
95.9%
32 27 12 01
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კომპონენტი
800.0
586,9
-213,1
-26,6%
სხვა საქონელი და მომსახურება
800.0
586,9
-213,1
-26,6%
32 27 12 02
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯები
2.050.0
2 563,1
513,1
25,0%
სხვა საქონელი და მომსახურება
2,050.0
2 563,1
513,1
25,0%
32 27 12 03
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა
100.0
0.0
-100.0
-100.0%
სხვა საქონელი და მომსახურება
100.0
0.0
-100.0
-100.0%
32 27 12 04
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების (უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირების) და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ გადასახდელი მიწისა და ქონების გადასახადების სუბსიდირების ხარჯები
365.0
365.0
0.0
0.0%
სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები
365.0
365.0
0.0
0.0%
32 27 12 05
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეკომპონენტი
600.0
600.0
0.0
0,0%
სხვა საქონელი და მომსახურება
600
600,0
0.0
0,0%
32 27 12 06
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
0.0
350.0
350.0
100%
სხვა საქონელი და მომსახურება
0.0
350.0
350.0
100%
32 27 12 07
სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიით დასნებოვნებულ შშმპ-თა რეაბილიტაციის პროგრამა
0.0
20.0
20.0
100%
სხვა საქონელი და მომსახურება
0.0
20.0
20.0
100%
32 27 12 08
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა
380.0
0.0
-380.0
-100.0%
სხვა საქონელი და მომსახურება
380.0
0.0
-380.0
-100.0%
მიზანი: – ბიუჯეტური ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის №756-IIს კანონის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” და გაერო-ს 1993 წლის 20 დეკემბრის №48/96 რეზოლუციის - “ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესების” რეალიზაციისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამების, კომპონენტებისა და ქვეკომონენტებისგან:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა;
1.1. შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
1.2. გონება და უნარშეზღუდულ შშმპ-თა ჰოსპისური სერვისით უზრუნველყოფის კომპონენტი;
1.3. უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა;
2.1. ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი შშმპ-თა (მათ შორის ბავშვთა) და ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი;
2.2. შშმ ბავშვთა და მოზრდილთა დეინსტიტუციონალიზაციის კომპონენტი;
2.2.1. შშმ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ქვეკომპონენტი;
2.2.2. შშმპ-თა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი.
2.3. ინსტიტუციონალური დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების (უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირების) და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ გადასახდელი მიწისა და ქონების გადასახადების სუბსიდირების ხარჯების ქვეპროგრამა;
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა;
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
5.1. შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი (სავარძელ-ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები);
5.2.
შშმპ-თა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
6. სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიით დასნებოვნებულ შშმპ-თა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა.
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა;
ქვეპროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:
1.1. შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
1.2. გონება და უნარშეზღუდულ შშმპ-თა ჰოსპისური სერვისით უზრუნველყოფის კომპონენტი;
1.3. უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი.
1.1 შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
პრობლემის აღწერა:
შესაძლებლობის შეზღუდვის დადგომის დროს ის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ საპროთეზო-ორთოპედიულ საშუალებებს, დგებიან კონკრეტული პრობლემების წინაშე როგორიცაა: გადაადგილება, ორიენტაცია, ფსიქო-სოციალური ურთიერთობები, საყოფაცხოვრები უსაფრთხოება, ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რის შედეგადაც ვღებულობთ საზოგადოებისგან იზოლირებულ პიროვნებებს, ასეთი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის შედეგად მოხდება შშმპ-თა დაბრუნება და ჩაბმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში (განათლება, შრომა, კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტი და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და დამოუკიდებელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებაში ჩართვა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.
რესურსი:
200.000 ლარი
ამოცანა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაღალი ხარისხის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფა;
ღონისძიებები:
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შესყიდვა და ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
1. შშმ პირთა უზრუნველყოფა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმით: ზედა და ქვედა კიდურების პროთეზების დამზადება წვივის და ბარძაყის ყველა დონის ამპუტაციის შემთხვევაში, ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში მექანიკური, კოსმეტიკური, მუშა, ბიო და მიო ტიპის პროთეზის დამზადება, მორგება;
2. ტუტორების, კორსეტების, რთული ორთოპედიული ფეხსაცმლის, მაკორეგირებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების დამზადება, მორგება;
ყველა ტიპის პროთეზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა საგარანტიო ვადის გასვლამდე;
ყველა ტიპის საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის დასამზადებლად არატოქსიური, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება;
ინდივიდუალური ტრეინინგებისა და სპეციალური სასწავლო ღონისძიებების ჩატარება ბენეფიციართათვის ნაწარმის უსაფრთხო ექსპლუატაციის, აგრეთვე საექსპლუატაციო ვადის მაქსიმალური გახანგრძლივების მიზნით.
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ანგარიში:
ფინანსურ ანგარიშს გაწეული მომსახურების შესახებ შემსრულებელი წარმოადგენს ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება ბენეფიციარების მომსახურებით კმაყოფილების დონის მიხედვით.
1.2. გონება და უნარშეზღუდულ შშმპ-თა ჰოსპისური სერვისით უზრუნველყოფის კომპონენტი
პრობლემის აღწერა:
კომპონენტის შექმნის განმსაზღვრელი თეზა – გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ოჯახურ გარემოში ცხოვრება უფრო მიზანშეწონილია ვიდრე სახელმწიფოს მიერ მათზე სრულფასოვანი მზრუნველობის დაწესება.
გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები, განსაკუთრებით ბავშვები ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც მათთვის შექმნილი არ არის პირობები, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან განვითარებას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. ისინი საჭიროებენ განსაკუთრებული ტიპის მომსახურებას დღის განმავლობაში, რაც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. ოჯახს უმეტეს შემთხვევებში არ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს შშმ პირისათვის გარემოს შესაფერისი ადაპტაცია.
ამავე დროს ოჯახის შრომისუნარიანი წევრებისათვის შშმ პირის მუდმივი მოვლის ვალდებულება სერიოზულ პრობლემას ქმნის ოჯახის ეკონომიკური საქმიანობის თავისუფალი წარმოებისათვის, რაც საბოლოო ჯამში აისახება მთლიანად ოჯახის მატერიალურ შესაძლებლობებზე.
ასეთი ჩაკეტილი წრის გარღვევა შესაძლებელია გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის მომსახურების სპეციფიური ფორმების განვითარებით, რაც არ მოწყვეტს ამ ადამიანებს ოჯახურ გარემოს და ამავე დროს უზრუნველყოფს მომსახურების მრავალფეროვანი სახეების გაწევას ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
მიზანი:
გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის, დღის მომსახურების ქსელის განვითარება.
რესურსი:
286.900 ლარი
ამოცანა:
გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან, მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:
·
არსებული მომსახურების სახეების განვითარება, ბენეფიციარების მეტი რაოდენობის მისაღებად;
·
მომსახურების ხარისხის ამაღლება;
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან ხდება მომსახურების შემდეგი ღონისძიებების ანაზღაურება:
·
სამუშაო დღეებში (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) 8 საათიანი მომსახურება, 2-ჯერადი კვებით;
·
კომუნალური ხარჯების ანაზღაურება;
·
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება;
·
სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის მომსახურების პაკეტი მოიცავს:
ღონისძიებების ჩამონათვალი
ოდენობა
2-ჯერადი კვება
1.80 ლარი
კომუნალური ხარჯები
0.40 ლარი
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება
2.20 ლარი
სამედიცინო მომსახურება
0.60 ლარი
სულ
5 ლარი
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ერთ ბენეფიციარზე დღიური ხარჯის ანაზღაურების მაქსიმალური მოცულობა განისაზღვროს 5 ლარით.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
·
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარების ღონისძიების მრავალფეროვნების მიხედვით;
·
შეძენილი სამედიცინო მომსახურების პაკეტის მოცულობის მიხედვით;
·
ბენეფიციარების და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების დონის მიხედვით.
1.3. უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი
პრობლემის აღწერა:
საქართველოში დღეისათვის 12 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირია. მრავალ პრობლემათა შორის მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ბრაილის შრიფტით საგანმანათლებლო, მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის უქონლობა, რაც თავისთავად ხელს უშლის მათ ინტელექტუალურ განვითარებას.
საბჭოთა კავშირის დაშლამ მანამდე არსებული სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები განათლების მისაღებად გამოუსადეგარი გახადა.
ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ბრაილის შრიფტის სტამბის შეძენით, სადაც მოხდება ყველა იმ საჭირო წიგნისა თუ ჟურნალის დაბეჭდვა, რომელიც დაეხმარება უსინათლო ადამიანებს ცოდნის ამაღლებასა და ინფორმაციის შესაფერისი ფორმით მიღებაში.
მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებისათვის დამოუკიდებლად ცოდნის მიღების საშუალება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.
რესურსი:
100.000 ლარი
ამოცანა:
უსინათლოთათვის ინფორმაციის ადექვატური ფორმით მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან მოხდება მომსახურების შემდეგი ღონისძიებების ანაზღაურება:
·
ბრაილის შრიფტის სტამბის შეძენა;
·
სტამბისთვის სპეციალური ქაღალდის შეძენა.
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება სამუშაოს შესრულების შემდეგ 1 თვის განმავლობაში.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა;
ქვეპროგრამა შედგება სამი კომპონენტისა და ორი ქვეკომპონენტისაგან:
2.1. ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი შშმპ-თა (მათ შორის ბავშვთა) და ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი;
2.2. შშმ ბავშვთა და მოზრდილთა დეინსტიტუციონალიზაციის კომპონენტი;
2.2.1. შშმ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ქვეკომპონენტი;
2.2.2. შშმპ-თა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი.
2.3. ინსტიტუციონალური დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი;
2.1. ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი შშმპ-თა (მათ შორის ბავშვთა) და ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი;
პრობლემის აღწერა:
შშმპ-თა და ხანდაზმულთა ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მოთავსების შემდეგ სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ამ ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, მოვლა-პატრონობა, კვება, განათლება, რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურება, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩაბმა და სხვა. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შესაძლებელია ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში უკვე არსებული მომსახურების სახეების განვითარების ხელშეწყობით და მართვის გაუმჯობესებით.
მიზანი:
·
ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში არსებული მომსახურების სახეების განვითარება და ხელშეწყობა;
·
შშმპ-თა და ხანდაზმულთა ინსტიტუციონალური დაწესებულებების ორგანიზაციის გაუმჯობესება;
·
მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ადრეული ასაკის ბავშვთა ინსტიტუციონალური პატრონაჟი.
რესურსი:
2.298.100 ლარი
ამოცანა:
·
არსებული მომსახურების სახეების განვითარება, ბენეფიციარების მეტი რაოდენობის მისაღებად;
·
მომსახურების ხარისხის ამაღლება;
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან მოხდება მომსახურების შემდეგი ღონისძიებების ანაზღაურება:
·
24 საათიანი მომსახურება (დღის პანსიონატში 8 საათიანი მომსახურება), 3-ჯერადი კვებით;
·
კომუნალური ხარჯების ანაზღაურება;
·
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება და მოვლა-პატრონობა;
·
სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
·
საზოგადოებაში ინტეგრაციის ღონისძიებების გატარება.
სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი შშმპ-თა და ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობის დღიური ხარჯი განისაზღვრება 7,30 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღე-ღამის მომსახურების პაკეტი მოიცავს:
ღონისძიებების ჩამონათვალი
ოდენობა
3-ჯერადი კვება
2.80 ლარი
კომუნალური ხარჯები
0.55 ლარი
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება და მოვლა-პატრონობა
2.65 ლარი
ინდივიდუალური მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა)
0.60 ლარი
სამედიცინო მომსახურება
0.60 ლარი
სხვა ხარჯები
0.10 ლარი
სულ
7.30 ლარი
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
·
ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით;
·
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარების ღონისძიების მრავალფეროვნების მიხედვით;
·
შეძენილი სამედიცინო მომსახურების პაკეტის მოცულობის მიხედვით;
2.2. შშმ ბავშვთა და მოზრდილთა დეინსტიტუციონალიზაციის კომპონენტი;
კომპონენტი შედგება ორი ქვეკომპონენტისაგან:
2.2.1. შშმ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ქვეკომპონენტი;
2.2.2. შშმპ-თა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი.
2.2.1. შშმ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ქვეკომპონენტი;
პრობლემის აღწერა:
საქართველოში დღეისათვის ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში 4 600-მდე ბავშვია მოთავსებული. ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს ქვეყანაში არსებული არამდგრადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ბავშვების და მოზრდილების უდიდესი ნაწილი ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მოთავსებულია მშობლების მცირე შემოსავლიანობის და ბენეფიციართა უმნიშვნელო დეფექტების გამო. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაცია.
მიზანი:
·
შშმ ბავშვთა და მოზრდილთა დეინსტიტუციონალიზაცია;
·
გონებრივად და ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვების და მოზრდილების სოციალური ინტეგრაცია;
·
დეინსტიტუციონალიზებული ბავშვების ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
·
ბავშვების ფიზიკური და გონებრივი ნაკლოვანებისა და განსაკუთრებული საჭიროებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.
რესურსი:
100.000 ლარი
ამოცანა:
·
რეინტეგრირებული ბავშვების მშობლებთან მუშაობის გაგრძელება;
·
დეინსტიტუციონალიზირებული ბავშვებისა და მათი ოჯახის სოციალური ინტეგრაცია, ადაპტაცია, მონიტორირება;
·
რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების სოციალური დახმარება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით;
·
რეინტეგრირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა;
·
ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთა დეინსტიტუციონალიზაციისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
·
ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების შესახებ საინფორმაციო ბაზის განახლება, კომპიუტერული დამუშავება;
ღონისძიებები:
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
·
თითოეულ ბავშვზე შექმნილი მიმდინარე ინდივიდუალური ფსიქო-სარეაბილიტაციო სქემის გეგმის შეფასება, მონიტორინგი;
·
ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი ინფორმაციის და რეკომენდაციების მიწოდება;
·
ფოკუს-ჯგუფის ბავშვთა ინდივიდუალური სარეაბილიტაციო სქემების შექმნა, აღსაზრდელების ფსიქოლოგიური, ნეირო-ფსიქოლოგიური, პედაგოგიური, ფიზიკური, სამედიცინო და სოციალური კუთხით;
·
სოციალური მუშაკის ვიზიტები ოჯახში, ოჯახური ურთიერთობების გამყარებისა და განვითარებაზე დაკვირვების მიზნით;
·
ოჯახის უზრუნველყოფა საჭირო და ახალი ინფორმაციით სოციალურ სფეროში;
·
სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის დახმარება პრობლემების გამოვლენაში და გადაჭრაში, საჭიროების შემთხვევაში დამატებით სპეციალისტების ჩარევა;
·
ბავშვის სამედიცინო (ინსტრუმენტული და ლაბორატორული) გამოკვლევები, გადაუდებელ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია;
·
აღსაზრდელთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
·
კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შევსება-განახლება;
·
ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში ახალი აღსაზრდელების შედინების პრევენცია;
·
დეინსტიტუციონალიზებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფოსტერ ოჯახების სოციალური დახმარებისა და შემწეობის უზრუნველყოფა (თვეში ერთ ოჯახზე საშუალოდ 150 ლარის ოდენობით).
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება:
·
დეინსტიტუციონალიზებული ბავშვების რაოდენობის ზრდის მიხედვით.
2.2.2. შშმპ-თა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი;
პრობლემის აღწერა:
ბავშვთა ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მცხოვრები 18 წლის ზემოთ გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არსებობს საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობა და იძულებული არიან დარჩნენ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.
მიზანი:
18 წლის ზემოთ გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის ოჯახთან მიახლოებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
რესურსი:
35.000 ლარი
ამოცანა:
გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან, მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:
·
18 წლის ზემოთ გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის, თემში თანაცხოვრების პირობების ხელშეწყობა და ამ ტიპის სათემო ქსელის განვითარება.
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან ხდება მომსახურების შემდეგი ღონისძიებების ანაზღაურება:
·
ყოველდღიური მომსახურება 3-ჯერადი კვებით;
·
კომუნალური ხარჯების ანაზღაურება;
·
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება;
·
სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მომსახურების პაკეტი მოიცავს:
ღონისძიებების ჩამონათვალი
ოდენობა
3-ჯერადი კვება
1.60 ლარი
ინდივიდუალური მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა)
0.60 ლარი
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება
0.30 ლარი
სამედიცინო მომსახურება
0.50 ლარი
სულ
3 ლარი
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ერთ ბენეფიციარზე დღიური ხარჯის ანაზღაურების მაქსიმალური მოცულობა განისაზღვროს 3 ლარით.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
·
საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარების ღონისძიების მრავალფეროვნების მიხედვით;
·
ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით.
2.3. ინსტიტუციონალური დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი;
პრობლემის აღწერა:
ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოხუცები მუდმივად იმყოფებიან ე.წ. “ჩაკეტილ გარემოში”, აღნიშნული ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყველა მომსახურეობას ღებულობენ ერთ შენობაში, რაც ცუდად აისახება მათ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შეიძლება ბენეფიციარების ინსტიტუციონალური დაწესებულებებიდან დროებით გამოყვანით და მათი საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე დასვენების ორგანიზებით.
მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოხუცთა რეაბილიტაცია.
რესურსი:
130.000 ლარი
ამოცანა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოხუცების დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე.
ღონისძიებები:
2005 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოხუცების დასვენება (15-20 დღე) საქართველოს სხვადასხვა დასასვენებელ დაწესებულებებში.
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
·
ბენეფიციარები ნოზოლოგიების მიხედვით დაიყოფიან ჯგუფებად;
·
განისაზღვრება კონკრეტულ კურორტებზე დასასვენებელი ბავშვები და მოხუცები;
·
საჭიროების მიხედვით ბავშვებს და მოხუცებს ეყოლებათ ინდივიდუალური მომვლელი.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით სამუშაოს შესრულების შემდეგ 1 თვის განმავლობაში.
შეფასება:
შეფასება მოხდება ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების (უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირების) და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ გადასახდელი მიწისა და ქონების გადასახადების სუბსიდირების ხარჯების ქვეპროგრამა;
პრობლემის აღწერა:
ქვეპროგრამა იქმნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ კარი XIII, თავი XL, მუხლი 276🔗-ის, 1 პუნქტის “ჭ” ქვეპუნქტის განსახორციელებელი ღონისძიებების თანახმად.
მიზანი:
ყრუ-მუნჯთა და უსინათლოთა არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების განვითარება და ხელშეწყობა.
რესურსი:
365.000 ლარი
ამოცანა:
სუბსიდირების საშუალებით ხელი შეეწყოს ყრუ-მუნჯთა და უსინათლოთა არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების შემოსავლების გაზრდას და შესაბამისად მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
ღონისძიებები:
სუბსიდირების განხორციელება.
განხორციელების მეთოდოლოგია:
სუბსიდირება განხორციელდება:
წლიური საბალანსო მონაცემებისა და ქონების შეფასების შესახებ აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში;
სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციის დაფინანსების არ არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა;
პრობლემის აღწერა:
ნერვული სისტემის დაავადებები, როგორიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთების პირველადი დაზიანება, ცნს-ის ანთებითი დაავადებების შედეგები, ცნს-ის ცერებროვასკულარული დაავადებების შედეგები, ეპილეფსია, დიზართრია, მხრის და მხრის სარტყლის ნერვების დაზიანების მკურნალობა და რეაბილიტიცია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსახლეობის დიდ ნაწილს აღნიშნული დაავადებების მკურნალობის ანაზღაურების საშუალება არ გააჩნია. ამ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს დაავადებულ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება.
რესურსი:
600.000 ლარი
ამოცანა:
·
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
·
განათლების, სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
·
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან მოხდება შემდეგი ნოზოლოგიების მკურნალობა:
·
ბავშვთა ცერებრული დამბლა, კუნთების პირველადი დაზიანება, ცნს-ის ანთებითი დაავადებების შედეგების მკურნალობა, ცნს-ის ცერებროვასკულარული დაავადებების შედეგების მკურნალობა, ეპილეფსია, დიზართრია, მხრის და მხრის სარტყლის ნერეების დაზიანების მკურნალობა.
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება ბენეფიციარებისა და მათი მშობლების კმაყოფილების დონის მიხედვით.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ქვეპროგრამა შედგება ორი კომპონენტისაგან:
შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი (სავარძელ-ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები);
შშმპ-თა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
5.1. შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი (სავარძელ-ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები);
პრობლემის აღწერა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, აწყდებიან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს, როგორიცაა: ფსიქო-სოციალური ურთიერთობები, საყოფაცხოვრებო უსაფრთხოება, ორიენტაცია, ტექნიკური საშუალებების გამოყენება, შრომა-დასაქმება, რის შედეგადაც ვღებულობთ საზოგადოებისგან იზოლირებულ პიროვნებებს. აღნიშნული სირთულეების ნაწილობრივ მოგვარებისთვის ბენეფიციარები პრიორიტეტულად საჭიროებენ სავარძელ-ეტლებით, ხელჯოხებით და ყავარჯნებით უზრუნველყოფას.
მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
რესურსი:
282 000 ლარი – სავარძელ-ეტლების შესაძენად;
4 500 ლარი – ხელჯოხების შესაძენად;
3 500 ლარი – ყავარჯნების შესაძენად.
ამოცანა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაღალი ხარისხის სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების და ყავარჯნების შეძენა.
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
·
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მაღალხარისხიანი სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების და ყავარჯნების შეძენა:
·
სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების და ყავარჯნების შენახვა;
·
სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების და ყავარჯნების გაცემა.
განხორციელების მეთოდოლოგია:
სავარძელ-ეტლების, ხელჯოხებისა და ყავარჯნების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლების, ხელჯოხების და ყავარჯნების განაწილების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნება კომისია, რომლის ძირითადი მიზანი იქნება გადასაადგილებელი საშუალებების გაცემაზე გადაწყვეტილებების მიღება.
კომისიის სხდომაზე განსახილველი განცხადებები უნდა შეიცავდეს:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში:
ა)
დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის (საპენსიო მოწმობა) ასლი.
დ)
სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებული ფორმა №27.
2. ხელჯოხებისა და ყავარჯნების მოთხოვნის შემთხვევაში:
ა)
დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
უმწეობის დამადასტურებელი საბუთის (დევნილის, ინვალიდობის, საპენსიო და სხვა, რომელიც გააჩნია) ქსეროასლი.
1. გადაწვეტილების მიღებისას კომისია იხელმძღვანელებს შემდეგი პრიორიტეტული კატეგორიების მიხედვით:
I კატეგორია:
ა)
0-18 წლამდე ასაკის ბავშვი;
ბ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაავადებ(ებ)ის განსაკუთრებით მძიმედ გამოხატული ფორმებით;
II კატეგორია:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ)
დევნილი და იძულებით ადგილნაცვალი პირები;
III კატეგორია:
ა)
განცხადებების შემოსვლის ხანდაზმულობა (გადაწყვეტილება პრიორიტეტულად მიიღება იმ განცხადებებზე, რომლებიც უფრო ადრეა შემოსული).
2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტებით ისარგებლებს:
ა)
დიდი რაოდენობით შემოსული განცხადებების კომისიის სხდომაზე გატანისა და განხილვის რიგითობის განსაზღვრისას.
ბ)
მოთხოვნილი დამხმარე საშუალებების დეფიციტის შემთხვევაში.
3. კომისია გადაწყვეტილების მიღების შესახებ შეადგენს ოქმს, რომელიც დამოწმდება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრებისა და მდივნის მიერ.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება სამუშაოს შესრულების შემდეგ 1 თვის განმავლობაში.
შეფასება:
შეფასება მოხდება ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით.
5.2. შშმპ-თა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
პრობლემის აღწერა:
სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს, როგორიცაა: კომუნიკაცია, ორიენტაცია, ფსიქო-სოციალური ურთიერთობები, საყოფაცხოვრები უსაფრთხოება, ტექნიკური საშუალებების გამოყენება, შრომა-დასაქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ეს ბენეფიციარები საზოგადოებაში შესაბამისად არ არიან ადაპტირებულნი. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ბენეფიციარები საჭიროებენ სმენის აპარატებით უზრუნველყოფას, რითაც მოხდება მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია.
მიზანი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
რესურსი:
60.000 ლარი
ამოცანა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაღალი ხარისხის სმენის აპარატების შეძენა.
ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
·
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მაღალხარისხიანი სმენის აპარატების შეძენა:
·
სმენის აპარატების შენახვა;
·
სმენის აპარატების მორგება;
·
სმენის აპარატების გაცემა.
განხორციელების მეთოდოლოგია:
სმენის აპარატების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სმენის აპარატების განაწილების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნება კომისია, რომლის ძირითადი მიზანი იქნება სმენის აპარატების გაცემაზე გადაწყვეტილებების მიღება.
კომისიის სხდომაზე განსახილველი განცხადებები უნდა შეიცავდეს:
ა)
დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებული ფორმა №27
დ)
აუდიოგრამა
1. გადაწვეტილების მიღებისას კომისია იხელმძღვანელებს შემდეგი პრიორიტეტული კატეგორიების მიხედვით:
I კატეგორია:
ა)
0-18 წლამდე ასაკის ბავშვი;
ბ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაავადებ(ებ)ის განსაკუთრებით მძიმედ გამოხატული ფორმებით;
II კატეგორია:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ)
დევნილი და იძულებით ადგილნაცვალი პირები;
III კატეგორია:
ა)
განცხადებების შემოსვლის ხანდაზმულობა (გადაწყვეტილება პრიორიტეტულად მიიღება იმ განცხადებებზე, რომლებიც უფრო ადრეა შემოსული).
2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტებით ისარგებლებს:
ა)
დიდი რაოდენობით შემოსული განცხადებების კომისიის სხდომაზე გატანისა და განხილვის რიგითობის განსაზღვრისას.
ბ)
მოთხოვნილი დამხმარე საშუალებების დეფიციტის შემთხვევაში.
3. კომისია გადაწყვეტილების მიღების შესახებ შეადგენს ოქმს, რომელიც დამოწმდება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრებისა და მდივნის მიერ.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება სამუშაოს შესრულების შემდეგ 1 თვის განმავლობაში.
შეფასება:
შეფასება მოხდება ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით.
სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიით დასნებოვნებულ შშმპ-თა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა.
პრობლემის აღწერა:
შესაძლებლობის შეზღუდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიები. აღნიშნული პათოლოგიით დასნებოვნებულ პაციენტთა დროული და ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დაავადების პროგრესირების შეჩერება და ბენეფიციართა რეაბილიტაცია, რითაც ხელი შეეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებაში დროულ ინტეგრაციას.
მიზანი:
·
ქვეყანაში სპინალური დაზიანებით უნარშეზღუდულობის მენეჯმენტში ინტერდისციპლინური მიდგომის ფართოდ დამკვიდრება;
·
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება;
·
სპინალური პათოლოგიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
·
სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
რესურსი:
20.000 ლარი
ამოცანა:
სპინალური დაზიანებით დასნებოვნებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია.
ღონისძიებები:
·
სპინალური დაზიანებით დასნებოვნებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებულია შემდეგ დავალებათა შესრულება:
·
შშმპ-თა რეაბილიტაციაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება უნარშეზღუდულობის ხარისხის შესამცირებლად;
·
მოტორული სფეროს გაუმჯობესებაზე მიმართული სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენება;
·
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალურ ადაპტაციაზე და ინტეგრაციაზე მიმართული ღონისძიებების გატარება.
განხორციელების მეთოდოლოგია:
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ანგარიში:
ანგარიში წარმოდგენილი იქნება ღონისძიებების მიხედვით ყოველთვიურად.
შეფასება:
შეფასება მოხდება ბენეფიციარების კმაყოფილების დონის მიხედვით.
დანართი №2
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამა
1. პროგრამის ძირითადი არსი
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა), წარმოადგენს ქვეყანაში სიღატაკის სიმწვავის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებას. ”საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრისათვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა” ამთავრებს მოქმედებას. იგი განიცდის თვისობრივ ცვლილებას, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარებების მიზნობრივ გაწევაში უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობისათვის, ნაცვლად მექანიკურად განსაზღვრული სოციალურ-დემოგრაფიული კატეგორიებისა. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ძირითადი შემოსავალი არის პენსია, რომელიც სიღარიბის ზღვარს არ უახლოვდება, რის გამოც დამძიმებულია ამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს ამ ოჯახების საარსებო პირობების შედარებით გაუმჯობესებას.
2. პროგრამის მიზანი და ამოცანები
პროგრამის მიზანია: 2005 წელს ქვეყნაში სიღარიბის სიმწვავის შემცირება.
პროგრამის ამოცანაა: 2005 წელს სოციალურ რისკ-ჯგუფებს მიკუთვნებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა (გაგრძელება), რათა ამით ხელი შეეწყოს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
3. პროგრამის ობიექტი
“საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა 2005 წლის განმავლობაში სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის დევნილთა ოჯახების) კატეგორიები და მათზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა:
ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები – 22 ლარით, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიანი ოჯახები – 35 ლარით;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები - მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე – 22 ლარით;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე – 22 ლარით.
დ) 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე – 22 ლარით;
ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარით.
გარდა ამისა, “ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების თანახმად, ყაზბეგის რაიონის ერთი ათას და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე (კატეგორიების მიუხედავად) უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა ოჯახზე – 22 ლარის ოდენობით.
სოციალური დახმარება პირადად ენიშნება ბენეფიციართა შემდეგ კატეგორიებს:
ა) დედ-მამით ობოლ ბავშვებს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოებს;
გ) 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
პროგრამა ეხება “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანიშნული აქვს პენსია, რომელიც აღემატება 45 ლარს.
პროგრამის შესრულებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებები (შემდგომში – სოციალური დახმარების განყოფილებები), აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული “2005 წელს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესის და პრინციპების” შესაბამისად ადგენენ დახმარების მიმღებთა საქმეებსა და აფორმებენ ყველა საჭირო საბუთებს თანხის მიზნობრივად გაცემისათვის.
4. პროგრამის შესრულების ვადები
“უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების” პროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 ნოემბრამდე.
5. პროგრამის დაფინანსება
პროგრამა ფინანსდება “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც დაფინანსების წყაროდ მითითებულია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტები;
ქალაქებში: თბილისში, ფოთში, ბათუმში, ასევე ბოლნისის, ბორჯომის და საგარეჯოს რაიონებში პროგრამის დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან, ხოლო საქართველოს დანარჩენ რაიონებსა და ქალაქებში – საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსება განისაზღვრა 20 000.0 ათასი ლარი,
1.
სოციალური დახმარების პროგრამა
20 000.0 ათასი ლარი
1.1.
მ.შ. მომსახურების ხარჯები
351.0 ათასი ლარი
1.2.
მ.შ. წინა პერიოდის დავალიანების ხარჯები
1 801.0 ათასი ლარი
1.3.
მ.შ. დახმარების დანიშვნისათვის საჭირო ფორმების ბეჭვდის ხარჯები
15.0 ათასი ლარი
6. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ ინსტრუმენტად გამოყენებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
სახელმწიფო პროგრამის შესრულებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებები, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ადგენენ დახმარების მიმღებთა საქმეებს და აფორმებენ ყველა საჭირო საბუთებს თანხის მიზნობრივად გაცემისათვის.
ამასთან, იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარებების დაფინანსება გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარებების დანიშვნაზე კონტროლი ხორციელდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის 2004 წელს დადებული ხელშეკრულების გაგრძელებით, მასში მხარეთა მოთხოვნის შესაბამისად ცვლილებების შეტანით ან ახალი ხელშეკრულების დადებით.
პროგრამა, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ითვალისწინებს, მონიტორინგის შედეგებზე ან კონკრეტულ კანონდარღვევის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალური დახმარების გაცემის დადგენილი წესის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.
7. პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები
ა) ქვეყნაში სიღარიბის სიმწვავის და სიღრმის შემცირება.
ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საარსებო პირობების გაუმჯობესება.
დანართი №3
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესი და პრინციპები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის დევნილთა ოჯახების) სოციალური დახმარების (შემდგომში – სოციალური დახმარება) პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად 2005 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გამოსაყოფი სახსრების მოცულობა საქართველოს კანონის – “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 49-ე მუხლის მე–12 პუნქტით განისაზღვრა 20.0 მლნ ლარის ოდენობით.
ქალაქებში: თბილისში, ფოთში, ბათუმში, ასევე საგარეჯოს, ბოლნისისა და ბორჯომის რაიონებში, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიდან “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე–12 პუნქტით და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად
მუხლი 2🔗. სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე კონტიგენტი და ყოველთვიური დახმარების ოდენობა
1. საქართველოს კანონის – “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 49-ე მუხლის მე–12 პუნქტით განისაზღვრა 2005 წლის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები (მათ შორის დევნილთა ოჯახები) და მათზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა:
ა) მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისთვის – 22 ლარით, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიანი ოჯახებისთვის – 35 ლარით;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე 22 ლარით;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის ინვალიდ უსინათლოთათვის, ერთ პირზე – 22 ლარით;
დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის, ერთ პირზე – 22 ლარით;
ე) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარით.
2. “ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების თანახმად ყაზბეგის რაიონის ერთი ათას და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე (კატეგორიების მიუხედავად) უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა ოჯახზე – 22 ლარის ოდენობით.
3. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში დახმარების ოდენობის განსაზღვრისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება:
ა) პატიმრობაში მყოფი პირი;
ბ) იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
დ) ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
მუხლი 3🔗. სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობები
1. სოციალური დახმარება არ ინიშნება, თუ პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანიშნული აქვს 45 ლარზე მეტი ოდენობის პენსია.
2. შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც “2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად დახმარება ეძლევა პირადად.
მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
1. პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ მექანიზმად გამოყენებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
3. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტებს წარმოადგენენ სოციალური დახმარების განყოფილებები, ხოლო აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. სოციალური დახმარების დანიშვნა ხორციელდება “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტის და წინამდებარე წესისა და პრინციპების შესაბამისად
5. ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარების დაფინანსება გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარების დანიშვნაზე კონტროლი რეგულირდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის 2004 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების დანიშვნის წესი
1. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის პრეტენდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით – სოციალური დახმარების განყოფილება, ხოლო აფხაზეთიდან დევნილებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
2. პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობს დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი ( თუ პირი დევნილია);
გ) ცნობა საპენსიო განყოფილებიდან საპენსიო საქმის ნომრის და კოდის მითითებით;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების მიხედვით);
ე) მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის დოკუმენტის ასლი (საჭიროების მიხედვით);
ვ) ცნობა სასამართლოდან მშობლის პატიმრობის შესახებ;
ზ) ცნობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებიდან მშობლის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის შესახებ;
თ) ცნობა იძულებითი ხასიათის სამკურნალო დაწესებულებიდან მშობლის მკურნალობის შესახებ;
ი) პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის ასლი;
3. განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის სოციალური მუშაკი შეისწავლის პრეტენდენტის უფლებრივ საკითხს სოციალურ დახმარებაზე, რის შემდეგაც მოამზადებს დასკვნას (ფორმა №4) პრეტენდენტის სოციალური მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვეტილების მისაღებად. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე განყოფილების გამგე ნიშნავს სოციალურ დახმარებას. სოციალური დახმარება ინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დადასტურების მომდევნო ^თვიდან, კალენდარული წლის პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის უფლება-მოვალეობანი
სოციალური დახმარების დამნიშვნელმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) სოციალური დახმარების პრეტენდენტთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარება ზონარგაყრილ ჟურნალში ქრონოლოგიის ზუსტი დაცვით;
ბ) სოციალური დახმარების მიმღები პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში რეგისტრაციის ადგილის გადამოწმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა რეგისტრაციის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
გ) სოციალური დახმარების მიმღები პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთის, საპენსიო წიგნაკის, პიროვნების შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი სამედიცინო საბუთის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების ასლების შედარება დედანთან, რაც მოწმდება დოკუმენტის მიმღები მუშაკის ხელმოწერით;
დ) სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატური შემოწმება, რის საფუძველზეც სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში შეაქვთ შესაბამისი შესწორებები - დახმარების დანიშვნის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, გადაანგარიშება;
ე) სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ დროული გადაწყვეტილების მიღება;
ვ) სოციალური დახმარების მიმღების პირადი საქმის (ფორმა №1) საფუძველზე, მისი პირადი ბარათი (ფორმა №2) შედგენა, სადაც აისახება სოციალური დახმარების თანხების მოძრაობა;
ზ) სოციალური დახმარების მიმღებთა სიისა და რეესტრის (ფორმა №3) შედგენა ორ ეგზემპლარად მათი საცხოვრებელი ადგილის საბანკო–საფოსტო განყოფილებების მიხედვით.
თ) სოციალური დახმრების მიმღები ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაგრძელება ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:
თ.ა) სოცილური დახმარების მიმღებს ხელზე ეძლევა მოთხოვნა წინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური დახმარების განყოფილებიდან პირადი საქმისა და სოციალური დახმარების გაცემის შეწყვეტის (თვის მითითებით) შესახებ ცნობის გამოთხოვისათვის.
თ. ბ.) სოციალური დახმარების მიღების წინა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სოციალური დახმარების განყოფილება მოთხოვნის საფუძველზე ხელზე აძლევს განმცხადებელს შესაბამის დოკუმენტაციას, აღრიცხვის ჟურნალში მისი ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ.
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა;
ი.ა) ყოველი თვის 20 რიცხვამდე–განაცხადი სოციალური დახმარების მიმღები კონტიგენტის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის თაობაზე (ფორმა №5);
ი.ბ) ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღებთა კონტიგენტის მონაცვლეობის (ახალი დანიშვნა, შეწყვეტა, შეჩერება, გაგრძელება, გადაანგარიშება) შესახებ სოციალური დახმარების მიმღებთა სიებთან ერთად (დამოწმებულს გამგებლის (მერის) ხელმოწერით და ბეჭდით) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში არსებულ ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად.
ი.გ) ანგარიშგების ცნობა სოციალური დახმარების მიმღები კონტიგენტის მონაცემებისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №6), ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გაცემის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. ამასთან ნაშთის ან დანაკლისის მიზეზი უნდა განიმარტოს წერილობით.
კ) მორიგ კალენდარულ წელს სოციალური დახმარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების მიმღების სოციალური მდგომარეობის მოკვლევის შესახებ დასკვნის საფუძველზე (ამასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი შესაბამისი კონტიგენტის მიმართ დასკვნას აგზავნის ადგილობრივ სოციალური დახმარების განყოფილებაში).
ლ) იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ მიმართა სოციალური დახმარების განყოფილებას მარტოხელობის მოტივით სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე, სოც.მუშაკის მიერ (პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ) უნდა მოხდეს ადგილზე მოკვლევა რეალური სიტუაციის. სამი ან მეტი მეზობლის და სოც.მუშაკის ხელმოწერით დადასტურებული დასკვნა კი წარედგინოს სოციალური დახმარების განყოფილების უფროსს დამტკიცებისთვის.
მ) სოციალური დახმარების განყოფილების თანამშრომლები თავისმხრივ ვალდებულნი არიან პერიოდულად გადაამოწმონ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახებში არსებული მდგომარეობა და ცვლილებების შემთხვევაში შეიტანონ სათანადო დირექტივები ბენეფიციარის პირად საქმეში. მაგ. იმ შემთხვევაში თუ მარტოხელა პენსიონერს გამოუჩნდა შრომისუნარიანი მარჩენალი მზრუნველის სახით, მას სოციალური დახმარება უნდა შეუწყდეს მზრუნველის დანიშვნის მომდევნო თვიდან.
მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარება შესაძლებელია გაიცეს დახმარების მიმღების სურვილის გათვალისწინებით – სოციალური დახმარების პროგრამის მომსახურე ბანკში ანაბარზე ან საფოსტო განყოფილების მიერ, რაზედაც სოციალური დახმარების მიმღებმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს.
2. სოციალური დახმარების მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მარტოხელა სტატუსით შეიძლება ისარგებლოს იმ სუბიექტმა, რომელის სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩა უბინაოდ, არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, არის შეკედლებული დამოუკიდებელ ოჯახთან, მაგრამ მათთან ერთად არ ეწევა ერთ ოჯახურ მეურნეობას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1231-ე მუხლების შესაბამისად არ დგინდება მარჩენალის ფაქტი შემკედლებელ ოჯახთან. ამავე კონტიგენტს მიეკუთვნება ის მარტოხელა პენსიონერი (ასაკით ან ინვალიდობით), რომელსაც ჰყავს პენსიონერი მშობლები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მშობლებს ჰყავთ შრომისუნარიანი შვილები ან შვილიშვილები, იგი კარგავს უფლებას სოციალური დახმარების მიღებაზე.
4. მარტოხელა პენსიონერთა ორ და მეტსულიან ოჯახში წევრთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების თანხა შესაბამისი გადაანგარიშების საფუძველზე.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების შეჩერება
1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტი სისტემატურად ამოწმებს დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ სოციალურ დახმარებას, თუ სოციალური დახმარების მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.
2. სოციალური დახმარების შეჩერების გარემოებები შეიძლება იყოს:
ა) თუ არასრულწლოვანი ბავშვებიდან ერთ-ერთი გახდა 18 წლის, გარდა მე-2 მუხლის 1 პუნქტის “ე” ქვეპუნქტში მითითებული კონტიგენტისა;
ბ) თუ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები აღარ მიაკუთვნებს მას მე-2 მუხლის 1 პუნქტის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კონტიგენტებს;
გ) თუ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს სოციალური დახმარების დანიშვნის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების შეწყვეტა-აღდგენა
1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტი სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეისწავლის და მოიკვლევს დამატებით ინფორმაციას, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას:
ა) სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ, თუ საკითხის შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის შედეგად სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის მიერ დადასტურდება სოციალური დახმარების შეჩერების საფუძვლიანობა;
ბ) სოციალური დახმარების აღდგენის შესახებ, თუ შეჩერებული სოციალური დახმარების აღსადგენად წარმოდგენილი იქნება სათანადო დოკუმენტაცია (საავადმყოფო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა; დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ჯანმრთელობის ან სხვა სოციალური მდგომარეობის გამო).
2. გაყალბებული საბუთების აღმოჩენის შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემა წყდება დაუყოვნებლივ და საქმე გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების მიმღები პირის ვალდებულება
სოციალური დახმარების მიმღები პირი ვალდებულია ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ დროულად აცნობოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს.
მუხლი 11🔗. სოციალური დახმარებისათვის საჭირო ცნობების გამცემ დაწესებულებათა ვალდებულება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ბაზაში სოციალური დახმარების მიმღები პრეტენდენტის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის გადამოწმების მიზნით სოციალური დახმარების განყოფილებებს შეუძლიათ შეკითხვით მიმართონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (გარდა საკრებულოებისა და სოფლის საბჭოების მიერ გაცემული ცნობებისა).
მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების დაუფინანსებლობის საფუძველი
1. წინამდებარე წესის მე-6 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის (ფორმა №5) დროულად წარმოუდგენლობა ხდება სოციალური დახმარების პროგრამის დაუფინანსებლობის საფუძველი მორიგი თვის განაცხადის წარმოდგენამდე.
მუხლი 13🔗. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დახმარების მიმღებთა სიების ელექტრონულ დამუშავებას;
ბ) სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული პროგრამული თანხებიდან ტერიტორიული ერთეულების მიხედვით – სოციალური დახმარების დამნიშნავი სუბიექტის განაცხადის საფუძველზე;
დ) სოციალური დახმარების მიმღებთა კონტიგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებისათვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში.
III
განყოფილება
ფორმა
№1
სოციალური
დახმარების
მიმღების
პირადი
საქმე
№
- - - -
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
(მისამართი)
საპენსიო საქმის №- - - - -
-
- - - - - - - - - (რაიონის, ქალაქის)
სოციალური დახმარების განყოფილების გ ა მ გ ი ს განკარგულება
-
- - - - - - - - - - - - - -
(თარიღი, ნომერი)
დაენიშნოს მოქ. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(დახმარების სახე, სულთა რაოდენობა)
200 წ. „- - - -“ - - - - - - - - - დან 200 წ. „- - - - “ - - - - - - - მდე
- - - - - - - (თანხა) განყოფილების გამგის ხელმოწერა - - - - - - - - - - - -
ბ.ა
.
გ
ა
ნ
კ
ა
რ
გ
უ
ლ
ე
ბ
ა
დახმარების შეწყვეტის ან გადაანგარიშების შესახებ
1.
სოციალური დახმარება შეუწყდეს (გადაუანგარიშდეს)
200 წ. „-------“ ------------------- დან 200 წ. „------“ --------------------- მდე
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(სულთა რაოდენობა, თანხის ოდენობა)
განყოფილების გამგის ხელმოწერა -------------------------
ბ.ა.
გ
ა
ნ
კ
ა
რ
გ
უ
ლ
ე
ბ
ა
დახმარების შეწყვეტის ან გადაანგარიშების შესახებ
1.
სოციალური დახმარება შეუწყდეს (გადაუანგარიშდეს)
200 წ. „-------“ ------------------- დან 200 წ. „------“ --------------------- მდე
----------------------------------------------------------------------------------------------------
(სულთა რაოდენობა, თანხის ოდენობა)
განყოფილების გამგის ხელმოწერა -------------------------
ბ.ა.
გ
ა
ნ
კ
ა
რ
გ
უ
ლ
ე
ბ
ა
დახმარების შეწყვეტის ან გადაანგარიშების შესახებ
1.სოციალური დახმარება შეუწყდეს (გადაუანგარიშდეს)
200 წ. „------“ ------------------- დან 200 წ. „------“ --------------- მდე
------------------------------------------------------------------------------------------
(სულთა რაოდენობა, თანხის ოდენობა)
განყოფილების გამგის ხელმოწერა -------------------------
ბ.ა.
II
განყოფილება
ივსება უფასოდ
შტამპის მოქ. - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ადგილი (გვარი, სახელი, მამის სახელი)
მცხ. - - - - - - - -- - - - - - - - - - - -
(სრული მისამართი)
განმცხადებლის
ოჯახის
წევრთა
რაოდენობა
№№
ნ
/
რ
გვარი
,
სახელი
,
მამის
სახელი
დაბადების
წელი
ნათესაური
კავშირი
როდიდან
ცხოვრობს
მოცემულ
საცხოვრ
.
ადგილზე
საქმიანობა
სოფლის საკრებულოს გამგებელი - - - - - - - - - - - - - - -
`- - - - ~ - - - - - - - - - - - - 200 წ.
I
განყოფილება
-
- - - - - - - - - (რაიონის, ქალაქის)
სოციალური დახმარების განყოფილების
გ ა მ გ ე ს - - - - - - - - - - - - - -
მოქ. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
მცხ. - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -
(სრული მისამართი)
გ
ა
ნ
ც
ხ
ა
დ
ე
ბ
ა
გთხოვთ დამინიშნოთ - - - - - - - - - - - - - - -
(დახმარების სახე)
- - - - - - - - - - - - - - - -
(ოჯახის წევრთა რაოდენობა)
„- - -“~ - - - - - - - -~200 წ.
დახმარების მთხოვნელის ხელმოწერა - - - - - - - - - - -
სოციალური დახმარების წესის შესაბამისად ვალდებული ვარ ოჯახის შემადგენლობაში
მომხდარ ცვლილებებზე, მუშაობის დაწყებაზე შევატყობინო სოციალური დახმარების განყ-
ოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვკისრულობ სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას
რაზეც ხელს ვაწერ - - - - - - - - - - - - - - - -
სოცდახმარების განყოფილებაში განცხადება
რეგისტრირებულია №- - - - - - - - -
`- - - ~ - - - - - - - - 200 წ.
საბუთები შედარებულია დედანთან
საბუთების მიმღები პირის ხელმოწერა - - - - - - - - - - - - - -
პირადი ანგარიში №
ფ.№2-დ
_____________________---________
სოცდახმარების ორგანოს დასახელება
I
განაყოფი
:
ზოგადი
ცნობები
მიმღებზე
_______________________---_______
თანხის გამცემი ორგანოს ინდექსი
გადახდის თარიღი __________________
II
განაყოფი
:
ოჯახის
წევრების
_________________________________
(განმცხადებლის ჩათვლით)
სოციალური დახმარების მიმღების _________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
მისამართი __________________________________________
პ/ანგარიშის გახსნის სისწორე შევამოწმე განყ. გამგე: ___________
ბ.ა.
ბუღ. _________________ მთავარი სპეციალისტი ____________
III.
განაყოფი
:
დახმარების
დანიშვნა
,
ცვლილება
,
გაგრძელება
1
განკარგულების
თარიღი
2
ოჯახის
წევრთა
რაოდენობა
3
დაუბეგრავი
მინიმუმი
4
კოეფიციენტი
5
დახმარების
რაოდენობა
თვეში
6
გაიცეს
თარიღიდან
თარიღამდე
7
სვეტების
შემვსების
და
შემმოწმებლის
ხელმოწერა
გვარი
,
სახელი
,
მამის
სახელი
დაბადების
თარიღი
IV.
განაყოფი
:
გაცემული
თანხების
აღრიცხვა
თვე
200
წ
.
200
წ
.
200
წ
.
V.
განაყოფი
:
დახმარების
გამცემ
ორგანოში
დავალება
დ
-2-
ის
გაგზავნის
და
მასში
ცვლილებების
შეტანის
ჩანაწერი
თარიღი
საბუთის
№
თანხა
აღნიშვნა
თარიღი
საბუთის
№
თანხა
აღნიშვნა
თარიღი
საბუთის
№
თანხა
თარიღი
რეესტრის
№
გასაცემი
თანხა
შემმოწმებლის
ხელმოწერა
რა
დროიდან
რა
დრომდე
I
II
III
IV
V
VI
VII
VI
განაყოფი
:
დახმარების
გაცემის
შეწყვეტაზე
რეესტრის
ფორმა
№
პ
-3
გაგზავნა
VIII
თარიღი
რეესტრის
№
როდიდან
რა
მიზეზით
შემმოწმებლის
ხელმოწერა
IX
X
XI
XII
VII
განაყოფი
:
მონაცემები
დაკავებაზე
დაკავების
სახე
და
მიზეზი
დასაკავებელი
თანხა
წელი
თვე
დაკავებული
თანხა
I
VII
II
VIII
III
IX
IV
X
V
XI
VI
XII
სულ
თვეში
200
200
VIII
განაყოფი
:
სხვა
აღნიშვნები
:
___________________________________
___________________________________
200
ფორმა №3
რეესტრი
№----------
თარიღი
------------------
კავშირგაბმულობის
საწარმოდან
დახმარების
გაცემის
(
შეწყვეტის
)
დავალებების
შესახებ
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სოციალური დახმარების ორგანოს დასახელება) (კავშირგაბმულობის საწარმოს დასახელება)
№№
რიგზე
გვარი
და
ინიციალები
დავალების
ნომერი
გადახდის თარიღი
გასაცემი
თანხა
გაცემის
შეწყვეტა
I
განაყოფით
II
განაყოფით
თარიღიდან
მიზეზი
1
2
3
4
5
6
7
8
თანხა სულ (ციფრებით) ----------------------------------------------------------------------
თანხა სიტყვიერად
დახმარების განყოფილების გამგე ------------------------------------------ (ხელმოწერა)
განყ. მთავარი ბუღალტერი ------------------------------------------ (ხელმოწერა)
მთავარი სპეციალისტი ------------------------------------------ (ხელმოწერა) კალენდარული შტემპელი
კავშირგაბმულობის კვანძის მუშაკი ------------------------------------------ (ხელმოწერა)
ფორმა
№4
დასკვნა№
პრეტენდენტების
სოციალური
მდგომარეობის
შემოწმების
შესახებ
1. გვარი ---------------------------- სახელი ------------------ მამის სახელი -------------------------
2. მისამართი--------------------------------------------------------------------------------------------------
ქალაქი, რაიონი, სოფელი (დაბა) ქუჩა, კვარტალი, კორპუსი, ბინა, ტელეფონი
3. დაბადების წელი ------------------- თვე------------------ რიცხვი
4. პენსიის სახე ----------------------------- ოდენობა ------------------------
5. ოჯახის შემადგენლობა (ყოველი წევრის მითითებით)
№
წევრთა
ვინაობა
,
დაბადების
თარიღი
ნათესაური
კავშირი
6. ოჯახის სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობები
7. ძირითადი შემოსავალი
8. დამატებითი შემოსავლის წყარო
(მიწის ნაკვეთი, კერძო მეურნეობა, კერძო ბიზნესი, ავტომანქანა და ა. შ.)
დახმარების მიღების პრეტენდენტის ხელმოწერა (გარკვევით)
სოცმუშაკის დასკვნა:
სოცმუშაკის ხელმოწერა (გარკვევით):
ფორმა
№5
განაცხადი
სოციალური
(
ოჯახური
)
დახმარების
მიმღები
კონტიგენტის
დაფინანსებისათვის
200
წლის
---------
თვეში
№
კონტიგენტი
ოჯახი
წევრთა
რაოდენობა
დაფინანსებულია
ბოლო
თვე
ნაშთი
დანაკლისი
საანგარიშო
პერიოდისთვის
საჭირო
თანხა
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
1
ერთსულიანი ოჯახები სულ
მ.შ.
– მარტოხელა პენსიონერები
- I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი
- 18 წლამდე ინვალიდი ბავშვი
2
ორი და მეტსულიანი ოჯახები სულ
მ.შ.
-
7 და მეტშვილიანი
-
აფხაზეთიდან დევნილი
3
უდედმამო ბავშვები სულ –
მ.შ.
აფხაზეთიდან დევნილი
5
სულ
-------- რიცხვი --------- თვე ------ წელი გამგებელი (მერი) _____________
ხელმოწერა
სოციალური დახმარების განყოფილების გამგე _____________
ხელმოწერა
ფორმა
№6
_______________
(რაიონის დასახელება)
ანგარიშგების ცნობა
სოციალური
(
ოჯახური
)
დახმარების
მიმღები
კონტიგენტის
მოძრაობისა
და
დაფინანსების
შესახებ
200
წლის
---------
მდგომარეობით
კონტიგენტი
ოჯახი
წევრი
საჭირო
თანხა
დაფინანსების
წყაროების
მიხედვით
მიღებული
თანხა
დაფინანსების
წყაროების
მიხედვით
გაცემული
თანხა
დაფინანსების
წყაროების
მიხედვით
დაფინანსებული
თვეთა
რაოდენობის
წყაროების
მიხედვით
ნაშთი
(+)
ან
დანაკლისი
(-)
წყაროების
მიხედვით
საანგარიშო
თვეში
ნაზარდი
ჯამი
წლის
დასაწყისიდან
საანგარიშო
თვეში
ნაზარდი
ჯამი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ცენტრალური
ბიუჯეტი
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ერთსულიანი ოჯახები სულ
მ.შ.
– მარტოხელა პენსიონერები
- I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი
-
- 18 წლამდე ინვალიდი ბავშვი
ორი და მეტსულიანი ოჯახები სულ
მ.შ.
-
7 და მეტშვილიანი
-
აფხაზეთიდან დევნილი
უდედმამო ბავშვები სულ –
მ.შ.
აფხაზეთიდან დევნილი
ს უ ლ
-------- რიცხვი --------- თვე ------ წელი გამგებელი (მერი) _____________
ხელმოწერა
სოციალური დახმარების განყოფილების გამგე _____________
ხელმოწერა