„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №112 |
|
2023 წლის 20 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №38 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016585) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველო: ა.ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს ანალიზის განყოფილება;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) თავდაცვის შესაძლებლობების ანალიზის სამმართველო: დ.ა) თავდაცვის შესაძლებლობების განყოფილება.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) შერჩეულ თემატურ მიმართულებებზე, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი; ბ) თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროცესების ანალიზის შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმირება; გ) თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო სისტემატიზაცია, ასევე დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია; ე) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ანალიზი; ვ) უსაფრთხოების გარემოს ანალიზიდან გამომდინარე, სამხედრო საფრთხეების და გამოწვევების თანმდევი ფაქტორებისა და ინდიკატორების დადგენა; ზ) ეროვნულ და უწყებრივ დონეზე სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ანალიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის სწავლებების და საბრძოლო მოდელირების მიგნებების ანალიზის საშუალებით; თ) თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი საქმიანობის ანალიტიკური მხარდაჭერა; ი) თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გეგმური, პერიოდული და არაპერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის; კ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად; ლ) ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის; მ) დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. თავდაცვის შესაძლებლობების ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციების და პროგნოზების შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის, ასევე სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის წარსადგენად; ბ) საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გამოწვევების, საფრთხეების ანალიზისა და თავდაცვის პოლიტიკისა და სისტემის განვითარების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებრივ და უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა; გ) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კონცეფციების, სტრატეგიის დოკუმენტების, დოქტრინების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი; დ) ტექნოლოგიებისა და სამხედრო კონფლიქტების განვითარების ტენდენციების მნიშვნელობის შეფასება, საბრძოლო შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზი, მათ შორის, ტაქტიკური და ტექნოლოგიური ინოვაციების გათვალისწინებით. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად გეგმური, პერიოდული და არაპერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, ასევე სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული პრობლემების და საკითხების ანალიზის განხორციელება; ვ) კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიზნებისთვის, საბრძოლო მოდელირების მომზადებისა და განხორციელების ანალიტიკური მხარდაჭერა; ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; თ) ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 20 დეკემბრიდან. |
|