⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2000)
გაუქმებულია:

რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტზე დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

მიღების თარიღი 11.08.1992
ძალის დაკარგვა 01.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, -, 31/08/1992
matsne.gov.ge 448 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.1992 მიღება
01.06.2000 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტზე დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტზე დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მანიფესტის მოთხოვნათა მიუხედავად, რომ ადგილობრივი მმართველობისა და სამართალდამცავ ორგანოებს არ დაეშვათ მათ ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტები, უზრუნველეყოთ რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობა, შეიარაღებულ პირთა თავდასხმები რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და ტვირთის ხელში ჩაგდების, მგზავრთა გაძარცვის მიზნით, სატრანსპორტო კომუნიკაციების აფეთქებისა და დაზიანების შემთხვევები კვლავ გრძელდება. ტრანსპორტზე გავრცელებულმა დანაშაულობებმა საშიში ხასიათი მიიღო, რამაც ქვეყანაში სრული ეკონომიკური ქაოსი შეიძლება გამოიწვიოს. რკინიგზისა და ტრანსპორტის სხვა სახეობებზე დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს: 1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები: 1. 242​2 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 242🔗​2. რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, სატრანსპორტო დაწესებულებებისა და ტვირთის ხელში ჩაგდება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, ან ხელში ჩაგდება, აგრეთვე ვაგზლის, აეროდრომის, ნავსადგურის, ან სხვა სატრანსპორტო დაწესებულებების, საწარმოს, ორგანიზაციის, აგრეთვე ტვირთის ხელში ჩაგდება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, აგრეთვე ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, ან მოქმედება, რამაც გამოიწვია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ავარია, ან სხვა მძიმე შედეგი,  – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მან გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“. 2. 242​3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 242🔗​3. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლის საავტომობილო და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე მოქმედება, რასაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, ან ჩადენილია განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან დაკავშირებულია ტვირთის, ბარგის უკანონო გასინჯვასთან, ან დოკუმენტების შემოწმებასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა, ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თხუთმეტ წლამდე“. 3. 242​4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 242🔗​4. ტრანსპორტის მუშაკის იძულება რკინიგზის, საჰაერო, წყლის, საავტომობილო ან სხვა სახის ტრანსპორტის მუშაკის იძულება არ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, ამ მუშაკის ან მისი ახლო ნათესავის მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე                                    ე. შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი                                             ვ. გოგუაძე თბილის, 1992 წლის 11 აგვისტო.