⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2000)
გაუქმებულია:

კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მიზნით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.1992
ძალის დაკარგვა 01.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, -, 30/10/1992
matsne.gov.ge 316 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.1992 მიღება
01.06.2000 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მიზნით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } .MsoChpDefault {} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მიზნით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე ბოლო დრომდე გრძელდება შეიარაღებული ბანდების თავდასხმები. სამართალდაცვის ორგანოების მიერ ამ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებული ზომები არასაკმარისია. კავშირგაბმულობის საშუალებებზე  და ენერგეტიკულ ობიექტებზე დანაშაულის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონობით მანეთი შეადგინა, ნადგურდება სახელმწიფო ქონება. კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკული ობიექტების ხელყოფისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს: 1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1 , მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები: 1. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 87🔗. მიმოსვლის გზების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების და ენერგეტიკული ობიექტების დაზიანება მიმოსვლის გზების, მათი ნაგებობების, მოძრავი შემადგენლობის ან გემების, კავშირგაბმულობის ან სიგნალიზაციის საშუალებების, აგრეთვე ენერგეტიკული ობიექტების განზრახ დანგრევა ან დაზიანება, რამაც საფრთხე შეუქმნა რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის ან ენერგეტიკული ობიექტის მუშაობის უსაფრთხოებას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე ქმედება, რომელსაც მოჰყვება მატარებლის, გემის, საჰაერო ხომალდის, საბაგირო გზის ან ენერგეტიკული ობიექტის ავარია, რასაც ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვსიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა მატარებლის, გემის, საჰაერო ხომალდის, საბაგირო გზის ან ენერგეტიკული ობიექტის ავარია ადამიანის მსხვერპლით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“. 2. 227​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 227🔗​1. კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა კავშირგაბმულობის საქალაქთაშორისო მაგისტრალური,  შიდა ზონალური, ადგილობრივი სატელეფონო ქსელის შემაერთებელი ხაზების დაზიანება, თუ ამან გამოიწვია კავშირგაბმულობის შეფერხება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე     ე. შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი              ვ. გოგუაძე თბილისი, 1992 წლის 21 ოქტომბერი.