,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №126/ნ |
|
2023 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №124/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430080000.22.022.017748) დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდების“:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კოლეჯს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებასთან (მათ შორის, კოლეჯის მომდევნო ავტორიზაციასთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განახორციელოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) (სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმის შესაბამისად) წარმოდგენისა და სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდგომ.“. ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ყველა პირობა, თითოეული პროფესიული სტუდენტის/მსმენელის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;“; ბ.ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საქართველოს და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და უცხო ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;“. 2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროსთან წერილობითი თანხმობის შემთხვევაში უნივერსიტეტის თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, კოლეჯის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, კოლეჯის ფუნქციონირების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა თანამდებობათა დასახელებების, რაოდენობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|