საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2005
ძალის დაკარგვა 11.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №198
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.122
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 09/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.02.2014
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.122
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №198
2005 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №610 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის თანდართული წესდება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2004 წლის 7 სექტემბრის №890 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სპეციალური მომზადების ცენტრის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. სპეციალური მომზადების ცენტრის სტატუსი
1. სპეციალური მომზადების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სპეციალური საკვალიფიკაციო-სამეცნიერო დაწესებულება.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
3. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური მომზადების ცენტრი”.
4. ცენტრს აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №72.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ცენტრი მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი პროფესიული სრულყოფის მიზნით ახორციელებს:
ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) სპეციალობათა ნუსხის შედგენასა და დამტკიცებას სახელმწიფო მოთხოვნათა გათვალისწინებით;
გ) სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
დ) კავშირის დამყარებას სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ე) უმაღლესი განათლების მქონე კადრების პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისათვის.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრი იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
ცენტრის საქმიანობის საგანია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტებისა და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ბ) კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო საქმიანობა.
მუხლი 4🔗. სასწავლო პროცესი
1. ცენტრის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება ცენტრის შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
2. შინაგანაწესით დგინდება ცენტრში მსმენელთა ჩარიცხვის, სწავლების პირობები და ხანგრძლივობა, სასწავლო რეჟიმის, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი, ფორმები და სხვა.
მუხლი 5🔗. მიღების წესი
1. ცენტრში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე ქმედუნარიანი პირები.
2. ცენტრში მსმენელთა ჩარიცხვა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური შემოწმებისა და ტესტირების გავლის შემდეგ.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
ცენტრში სწავლება ხორციელდება დასწრებული, უფასო სწავლების ფორმით.
მუხლი 7🔗. სერტიფიკატი
1. ცენტრი მსმენელის მიერ პროგრამის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.
2. გამოცდების ჩაბარებისა და სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით.
მუხლი 8🔗. მსმენელთა დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. მსმენელის მიერ ცენტრის შინაგანაწესის დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის პასუხისმგებლობას:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური.
2. ერთი წლის განმავლობაში შინაგანაწესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მსმენელი გარიცხული იქნება ცენტრიდან.
თავი II
ცენტრის მართვა
მუხლი 9🔗. ცენტრის მართვა
ცენტრის მართვას ახორციელებს:
ა) დირექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. დირექტორი
1. დირექტორი არის ცენტრის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს ცენტრის საქმიანობას, წარმოადგენს მას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს, მოქმედებს ცენტრის სახელით.
2. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონეზე.
4. დირექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
გ) შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს და ნუსხას;
დ) ცენტრის სახელით ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს;
ე) პირადი ხელმოწერით ადასტურებს ცენტრის დოკუმენტაციას;
ვ) ანიჭებს პირს ცენტრის წარმომადგენლობას და განსაზღვრავს მის ფარგლებს;
ზ) ცენტრის სახელით ამყარებს კავშირს სხვა, მათ შორის საზღვარგარეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
თ) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, განიხილავს და ამტკიცებს ცენტრის ადმინისტრაციულ აქტებს, სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე წარადგენს წინადადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე სპეციალობების შექმნისა და გაუქმების, მსმენელთა მიღებისა და ჩარიცხვის ფორმებისა და წესების შესახებ.
5. დირექტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას ცენტრის წესდება;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის ცენტრის მართვის კოლეგიალური სათათბირო ორგანო, რომლის შექმნა და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო საბჭოს დებულებით.
2. საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) წინადადებების მომზადება ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ბ) ცენტრის სასწავლო პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციის ყველა საკითხის შემდგომი სრულყოფის მიზნით, გადაწყვეტილებების მიღება;
გ) სასწავლო გეგმების, პროგრამების, სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის განხილვა და დამტკიცება;
დ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების, გეგმების დამტკიცება;
ე) ცენტრის საორგანიზაციო, საშტატო და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ეფექტურობის განხილვა.
მუხლი 12🔗. ცენტრის მუშაკთა უფლება-მოვალეობები
ცენტრის მუშაკთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესითა და მუშაკსა და ცენტრს შორის დადებული ხელშეკრულებით.
თავი III
ცენტრის ქონება და დაფინანსება
მუხლი 13🔗. ცენტრის ბიუჯეტი
ცენტრის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები და გრანტები;
ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
მუხლი 15🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით ცენტრმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ,, და „გ,, ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 16🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
ცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 17🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 18🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.