კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.07.1971
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.1971 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ
კანონი
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკისა
საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ
მიღებულია საქართველოს სსრ მერვე მოწვევის
უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მიერ
1971 წლის 13 ივლისს
(„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1971, № 7, მუხ. 124)
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ მიწის კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1971 წლის 1 ნოემბრიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ მიწის კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
კ ა რ ი I
ზოგადი დებულებანი
თ ა ვ ი I
ძირითადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის ამოცანები
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწის კანონმდებლობის ამოცანებია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგება ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისათვის მიწების მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, მათი ეფექტიანობის ამაღლების პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა, საადგილმამულო ურთიერთობის დარგში კანონიერების განმტკიცება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 2🔗. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობა
საქართველოს სს რესპუბლიკაში საადგილმამულო ურთიერთობას აწესრიგებს სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლები და მათ შესაბამისად გამოცემული სსრ კავშირის მიწის კანონმდებლობის სხვა აქტები, საქართველოს სსრ მიწის კოდექსი და საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის სხვა აქტები.
მუხლი 3🔗. სამთო, სატყეო და საწყლო ურთიერთობის მოწესრიგება
სამთო, სატყეო და საწყლო ურთიერთობებს აწესრიგებს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ სპეციალური კანონმდებლობა.
მუხლი 4🔗.
მიწის სახელმწიფო (საერთო-სახალხო) საკუთრება
სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად მიწა სახელმწიფო საკუთრებაა მთელი საბჭოთა ხალხის საერთო კუთვნილებაა.
მიწა წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედობა, რომლითაც პირდაპირი თუ ფარული ფორმით ირღვევა მიწის სახელმწიფო საკუთრების უფლება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 5🔗. ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდი
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთელი მიწა წარმოადგენს ერთიან სახელმწიფო მიწის ფონდს, რომელსაც მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიეკუთვნება:
1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც სარგებლობისათვის მიცემული აქვთ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მიწათმოსარგებლეებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის;
2) დასახლებული პუნქტების (ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების) მიწები;
3) მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;
4) სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები;
5) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები;
6) სახელმწიფო მარაგის მიწები.
მუხლი 6🔗. კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებისა და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანის წესი
ამ კოდექსის მე-5 მუხლში აღნიშნული კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნება ხდება მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად.
ერთი კატეგორიიდან მეორეში მიწების გადატანა ხდება ამ მიწების ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში.
აღნიშნული კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებას და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანას აწარმოებენ ის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ამ მიწების გაცემის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ეს დაკავშირებული არ არის მიწების სარგებლობისათვის მიცემასთან, – ის ორგანოები, რომლებიც ამტკიცებენ მიწათმოწყობის პროექტებს, თუ სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის სხვა წესი.
მუხლი 7🔗. სსრ კავშირის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში სსრ კავშირის გამგებლობას მიეკუთვნება:
1) ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია სსრ კავშირის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად;
2) მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის ძირითად დებულებათა დადგენა;
3) ქვეყნის მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების პერსპექტიული გეგმების დადგენა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად;
4) მიწის მელიორაციის საერთო-საკავშირო ღონისძიებათა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების სხვა ღონისძიებათა გეგმების დადგენა, აგრეთვე ეროზიისაგან, დამლაშებისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის ძირითად დებულებათა დადგენა;
5) მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი და მისი განხორციელების წესის დადგენა;
6) სსრ კავშირისათვის მიწების სახელმწიფო აღრიცხვის, მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიანი სისტემისა და მიწის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;
7) სსრ კავშირის მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენის, წესის დადგენა;
8) მიწების გამოყენებისა და დაცვის დარგში საერთო-საკავშირო მნიშვნელობის სხვა საკითხების მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 8🔗. საქართველოს სს რესპუბლიკის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში
საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში საქართველოს სსრ გამგებლობას მიეკუთვნება ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა რესპუბლიკის ფარგლებში და მისი გამოყენების პერსპექტიული გეგმების დადგენა, მიწით სარგებლობის წესის დადგენა და მიწათმოწყობის ორგანიზაცია მიწების მელიორაციის, ეროზიასთან ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების გეგმების დადგენა,
მიწების გამოყენებისა და დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობის სხვა საკითხების მოწესრიგება, თუ ისინი არ შედიან სსრ კავშირის კომპეტენციაში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 9🔗. აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში
საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამგებლობას მიეკუთვნება ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ფარგლებში, მიწების გამოყენების წესზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და ხელმძღვანელობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗1. სახელმწიფო მმართველობა მიწის გამოყენებისა და დაცვის დარგში
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად, მიწის გამოყენებისა და დაცვის დარგში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები, აგრეთვე საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 9🔗2. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში
პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად.
სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944ა - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985 წ., მუხ.26.
მუხლი 10🔗. მიწათმოსარგებლენი
საქართველოს სს რესპუბლიკაში მიწა სარგებლობისათვის მიეცემა:
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;
სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს;
სსრ კავშირის მოქალაქეებს;
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწა სარგებლობისათვის შეიძლება მიეცეს სხვა ორგანიზაციებსა და პირებსაც.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 11🔗. მიწით უფასო სარგებლობა
სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა მიწით სარგებლობა ხორციელდება უფასოდ. მიწით სარგებლობისათვის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1532 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დეკემბერი, 1987 წ., მუხ.320
მუხლი 12🔗. მიწათსარგებლობის ვადები
მიწა გაიცემა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის.
მიწათსარგებლობა ითვლება უვადოდ (მუდმივად). თუ მიწათსარგებლობის ვადა წინასწარ არ არის დადგენილი.
მიწა, რომელიც კოლმეურნეობებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უვადო სარგებლობისათვის.
დროებითი მიწათსარგებლობა შეიძლება იყოს მოკლევადიანი – სამ წლამდე ან გრძელვადიანი სამიდან ათ წლამდე. საწარმოო საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამ ვადის გაგრძელება იმ პერიოდისათვის, რომელიც არ აღემატება შესაბამისად მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დროებითი მიწათსარგებლობის ვადას. მიწის ნაკვეთებით დროებითი სარგებლობის ვადას აგრძელებენ ის ორგანოები, რომლებმაც გასცეს ეს მიწები.
სამომთაბარო მესაქონლეობის საჭიროებისათვის კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები შეიძლება მიეცეს ვადით 25 წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი II
სარგებლობისათვის მიწის გაცემა
მუხლი 13🔗. სარგებლობისათვის მიწის გაცემის წესი
სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემა ხორციელდება მიზომვის წესით.
სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვა ხდება საქართველოს სს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების ან
სახალხო დეპუტატთა შესაბამისი ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე იმ წესით, რომელსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
სარგებლობისათვის მიწის გაცემის შესახებ დადგენილებასა ან გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მიწის მიზომვის მიზანი და მიწით სარგებლობის ძირითადი პირობები.
მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის გაცემის შესახებ შუამდგომლობების აღძვრისა და განხილვის წესს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 14🔗. ორგანოები, რომელთაც აქვთ სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება
სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება აქვთ:
1) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს:
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, მუდმივ ან დროებით სარგებლობაში – ყველა მიწიდან ნაკვეთის ოდენობის მიუხედავად;
2)
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს;
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა მეურნეობების დროებით სარგებლობაში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ორგანიზაციების მიწებიდან, ამ კოდექსის 58-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად;
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მოქალაქეების დროებით სარგებლობაში – მრეწველობის, ტრანსპორტის, სატყეო-სამეურნეო და სხვა არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიწებიდან, ამ კოდექსის 84-ე- 85-ე, 118-ე, 123-ე მუხლების შესაბამისად;
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოკლევადიან დროებით სარგებლობაში – სახელმწიფო მარაგის მიწებიდან;
მოქალაქეებისათვის მუდმივ ან დროებით სარგებლობაში – სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, დადგენილი ნორმების შესაბამისად;
3)
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს:
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში – ქალაქების, დაბების მიწებიდან;
4)
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს:
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში –
სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს უშუალო გამგებლობაში მყოფი მიწებიდან.
სარწყავი და ამოშრობილი მიწების, სახნავის, მრავალწლიანი ხეხილით, ჩაის პლანტაციებით და ვენახებით დაკავებული მიწის არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის გაცემა წყალდამცავი, დამცველი და პირველი ჯგუფის ტყეებით დაკავებული მიწების ისეთი მიზნისათვის გამოსაყენებლად გაცემა, რაც სატყეო მეურნეობის წარმოებასთან არ არის დაკავშირებული, აგრეთვე საკურორტო ადგილებში და დასასვენებელ ზონებში სანატორიულ-საკურორტო და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, სარაიონთაშორისო მნიშვნელობის სამომთაბარო მესაქონლეობის საჭიროებისათვის საძოვარი სავარგულების გაცემა, მათი ოდენობის მიუხედავად, შეიძლება მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 15🔗. სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის მიცემა სხვა მიწათმოსარგებლისათვის
სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის მიცემა სხვა მიწათმოსარგებლისათვის ხდება მხოლოდ ამ ნაკვეთის გამოყოფის შემდეგ იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის მე-40 და 42-ე მუხლებით.
მუხლი 16🔗. სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის ვარგისი მიწების გამოყოფა
მიწები, რომლებიც დადგენილი წესით ვარგისადაა მიჩნეული სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის, უნდა გამოეყოს უწინარეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.
სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის მიწების ვარგისიანობას განსაზღვრავენ ის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას მათი გამოყოფის შესახებ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 17🔗. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გაცემა
სამრეწველო საწარმოების, საცხოვრებელი ობიექტების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისათვის, აგრეთვე სხვა არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყოფენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან სოფლის მეურნეობისათვის უვარგის მიწებს ან დაბალხარისხოვან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
აღნიშნული მიზნისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდიდან მიწის ნაკვეთს გამოყოფენ უპირატესად ტყით დაუფარავი ან ბუჩქნარით თუ მცირე ღირებულების ნარგავებით დაფარული ფართობებიდან.
მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულია, ხდება სახელმწიფო სამთო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით.
ელექტროგადამცემი, კავშირგაბმულობის ხაზები და სხვა კომუნიკაციები გაჰყავთ უმთავრესად გზების, არსებული ტრასების და ა. შ. გასწვრივ.
სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ მიწებს, რომლებიც გამოყოფილია არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, მიუზომავენ ფაქტიური საჭიროების მიხედვით და, როგორც წესი, მოსავლის აღების შემდეგ.
მუხლი 18🔗. მიწათსარგებლობის უფლების გაფორმებამდე მიწის ნაკვეთით სარგებლობის დაუშვებლობა
აკრძალულია გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა, მანამ, სანამ სათანადო მიწათმომწყობი ორგანოები ამ ნაკვეთის საზღვრებს ადგილზე დაადგენენ და გასცემენ მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 19🔗. უვადო მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა მიწათმოსარგებლეთა უვადო მიწათსარგებლობის უფლება დასტურდება სახელმწიფო აქტით მიწათსარგებლობის უფლების შესახებ, რომელსაც გასცემს
სახალხო დეპუტატთა
რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, ამ აქტების ფორმას ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 20🔗. დროებითი მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
დროებითი მიწათსარგებლობის უფლება დასტურდება აქტით მიწით დროებითი სარგებლობის უფლების შესახებ.
აქტის გაცემის წესს, აგრეთვე მის ფორმას ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო,
მუხლი 21🔗. მეორეული მიწათსარგებლობა
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს კანონით დადგენილ შემთხვევებში შეუძლიათ მათთვის გამოყოფილი მიწებიდან გასცენ მიწის ნაკვეთები მეორეული სარგებლობისათვის.
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, მეორეული მიწათსარგებლობის წესები და პირობები განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით, ამ კოდექსის 58-ე, 67-ე, 70-ე, 83-ე, 93-ე, 118-ე, 121-ე, 123-ე მუხლებით და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობით.
მეორეული მიწათსარგებლობის უფლება, თუ სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის სხვა წესი, დასტურდება ამონაწერით იმ ორგანოს გადაწყვეტილებიდან, რომელმაც გასცა მიწის ნაკვეთი.
აქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი III
მიწათმოსარგებლეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 22🔗. მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყენება
მიწათმოსარგებლეებს უფლება აქვთ და ისინი ვალდებული არიან მიწის ნაკვეთი გამოიყენონ იმ მიზნისათვის, რისთვისაც ის არის გაცემული.
მიწათმოსარგებლენი ვალდებული არიან რაციონალურად და ეფექტიანად იყენებდნენ მიწას, უფრთხილდებოდნენ მას, მათთვის მიცემულ მიწის ნაკვეთზე არ მოიმოქმედონ ისეთი რამ, რაც შელახავს მეზობელ მიწათმოსარგებლეთა ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 23🔗. მიწის გამოყენების აკრძალვა არაშრომითი შემოსავლის მისაღებად
აკრძალულია მიწის ნაკვეთების გამოყენება არაშრომითი შემოსავლის მისაღებად.
მუხლი 24🔗. მიწათმოსარგებლეთა უფლებები
სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწის თითოეული ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიწათმოსარგებლეებს უფლება აქვთ დადგენილი წესით:
ააგონ საცხოვრებელი, საწარმოო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობები და ნაგებობანი;
დათესონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, გააშენონ ტყე, ხეხილი, დეკორატიული და სხვა ნარგავები;
ისარგებლონ სათიბებით, საძოვრებითა და სხვა სავარგულებით;
აწარმოონ სარწყავი, ამოსაშრობი და სხვა სამელიორაციო სამუშაოები, მოაწყონ სატბორეები და სხვა წყალსატევები;
გამოიყენონ მეურნეობის საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთებზე არსებული საერთოდ გავრცელებული სასარგებლო წიაღისეული, ტორფი და წყლის ობიექტები, აგრეთვე ისარგებლონ მიწის სხვა სასარგებლო თვისებებით.
მიწათმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება კანონით შეიზღუდოს სახელმწიფო ინტერესებისა და, აგრეთვე, სხვა მიწათმოსარგებლეთა ინტერესებისათვის.
მუხლი 25🔗. მიწათმოსარგებლეთა უფლებების დაცვა
მიწათმოსარგებლეთა უფლებები დაცულია კანონით.
მიწათმოსარგებლეთა დარღვეული უფლებები აღდგენილი უნდა იქნეს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მიწათმოსარგებლისათვის მიყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს.
მუხლი 26🔗. მიწების გავარგისება მათი შემდგომი გამოყენებისათვის
საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულსა და ტორფს ამუშავებენ, ეწევიან გეოლოგიურ-სადაზვერვო, საძიებო, სამშენებლო და სხვა სამუშაოებს მათთვის სარგებლობისათვის მიცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ან ტყის სავარგულებზე, მოვალენი არიან ამ მიწების საჭიროების განვლის შემდეგ თავის ხარჯზე გაავარგისონ ისინი ისე, რომ გამოსადეგი იყოს სოფლის, სატყეო თუ სათევზე მეურნეობისათვის, ხოლო აღნიშნულ სამუშაოთა სხვა მიწებზე წარმოების დროს - დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. მიწის ნაკვეთების გავარგისება ხდება სამუშაოთა წარმოების დროს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - სამუშაოთა დამთავრების შემდეგ იმ ორგანოს მიერ დაწესებულ ვადაში, რომელმაც გასცა მიწის ნაკვეთები სარგებლობისათვის, დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.
შემდგომ გამოყენებისათვის მიწების გავარგისების პირობებს განსაზღვრავს ის ორგანო, რომელიც გასცემს მიწის ნაკვეთს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 27🔗. ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენახვა
საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამრეწველო ან სხვა მშენებლობას, ამუშავებენ სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს, აგრეთვე აწარმოებენ ნიადაგის საფარის დარღვევასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს, მოვალენი არიან მოაცილონ, შეინახონ და მოაყარონ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა რეკულტივირებულ მიწაზე ან მცირეპროდუქტიულ სავარგულებზე.
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცილების, შენახვისა და გამოყენების პირობებს განსაზღვრავს ის ორგანო, რომელიც გასცემს მიწის ნაკვეთს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 27🔗1. სარგებლობისათვის გადაცემული მიწების ნაკვეთების ფარგლებს გარეთ განლაგებული სატყეო და სხვა სავარგულებზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილება ან შეზღუდვა
საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულსა და ტორფს ამუშავებენ, აგრეთვე აწარმოებენ სხვა სამუშაოებს, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების ფარგლებს გარეთ სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა სავარგულებზე, მოვალენი არიან გაითვალისწინონ და განახორციელონ ღონისძიებები ზემოაღნიშნული უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესაზღუდავად.
აქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 28🔗. სამიჯნე ნიშნებისა და სასაზღვრო ხაზების დაცვა
მიწათმოსარგებლენი მოვალენი არიან დაიცვან და მოწესრიგებული ჰქონდეთ სამიჯნე ნიშნები და სასაზღვრო ხაზები.
თ ა ვ ი IV
მიწების დაცვა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება
მუხლი 29🔗. მიწების დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებანი
მიწამოსარგებლენი ვალდებული არიან განახორციელონ ეფექტური ღონისძიებანი მიწების დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად, განახორციელონ ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკურ, სატყეო-სამელიორაციო და ჰიდროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან მიწების გაჭუჭყიანება, დამლაშება, დაჭაობება, სარეველების გავრცელება და აგრეთვე სხვა პროცესები, რომლებიც აუარესებენ ნიადაგების მდგომარეობას.
მიწების მელიორაციისა და დაცვის, მინდორსაცავი ტყის გაშენების, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და სხვა ზომებს, რომელთა მიზანია მიწების ძირეული გაუმჯობესება, ითვალისწინებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა და მათ ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები, უწყებები და მიწათმოსარგებლეები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 30🔗. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სპეციალური დაცვა
სპეციალურ დაცვას ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, განსაკუთრებით კი სარწყავი და ამოშრობილი მიწები. კოლმეურნეობები საბჭოთა მეურნეობები, სხვა საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობენ, მოვალენი არიან დაიცვან, აღადგინონ და აამაღლონ ნიადაგის ნაყოფიერება.
ძლიერი ეროზიით დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენამდე შეიძლება დროებით იქნეს ამორიცხული ინტენსიური სარგებლობიდან მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 31🔗. ნიადაგის დაცვა წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან და დაჭაობებისაგან
აგროტექნიკური და ტყის საექსპლუატაციო სამუშაოების, საგზაო, ჰიდროტექნიკური და სხვა სახის მშენებლობის განხორციელებისას აკრძალულია ისეთი ხერხებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის, დაჭაობების და ნიადაგის ნაყოფიერების შემამცირებელი სხვა პროცესების განვითარებას.
მუხლი 32🔗. მიწათმოსარგებლეთა მოვალეობა დაიცვან საკვები სავარგულები
მიწათმოსარგებლენი, რომელთა სარგებლობაში იმყოფება საკვები სავარგულები, მოვალენი არიან მიიღონ ზომები მათ გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით, პირუტყვის ძოვება და სათიბების გამოყენება უნდა ხდებოდეს ბალახის ზრდის ვადისა და ნიადაგის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა საკვები სავარგულის თანაბარი გამოყენების გზით.
მუხლი 33🔗. ნიადაგის დაცვა სარეველების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებებისაგან
ყველა მიწათმოსარგებლე მოვალეა ებრძოლოს სარეველებს, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებსა და დაავადებებს მინდვრებში, ბაღებში, ბოსტნებში, მდელოებსა და საძოვრებზე, პარკებში და სკვერებში, საავტომობილო გზებისა და რკინიგზების, გაზსადენისა და ნავთობსადენის განსხვისების ზოლებში, მაღალძაბვიანი ქვესადგურებისა და ხაზების ტერიტორიებზე, საკარმიდამო ნაკვეთებზე.
მუხლი 34🔗. მიწის დაცვა გაჭუჭყიანებისაგან
სამრეწველო და სამშენებლო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მოვალენი არიან არ დაუშვან სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწის გაჭუჭყიანება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, აგრეთვე ჩამდინარე წყლებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 35🔗. მიწათმოსარგებლეთა წახალისება
მიწის დაცვის, ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და გამოუყენებელი მიწის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს მიწათმოსარგებლეთა მატერიალური წახალისების ზომები.
თ ა ვ ი V
მიწათსარგებლობის უფლეგის შეწყვეტა
მუხლი 36🔗. საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები
საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლება მათთვის გამოყოფილ მიწაზე შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევებში, თუ:
1) განვლო მიწის ნაკვეთით სარგებლობის საჭიროებამ;
2) გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა;
3) მოხდა საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ლიკვიდაცია;
4) წარმოიშვა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის;
5) გამოყოფილი მიწის ნაკვეთი აუთვისებელია ზედიზედ ორი წლის განმავლობაში;
6) მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან მათი საწარმოო პროფილის შეცვლა, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის ოდენობის შემცირებას;
7) სანიტარულ-ჰიგიენური მიზეზებით აუცილებელია საწარმოს გადატანა საცხოვრებელი რაიონის ფარგლებს გარეთ;
8) მიწის ნაკვეთს გადასცემენ სხვა მიწათმოსარგებლეს სათანადო სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე.
მიწათსარგებლობის უფლება შეწყდება აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მიწის ნაკვეთი გამოყენებულია არა იმ მიზნით, რისთვისაც იყო გაცემული, ან თუ მიწა გამოყენებულია უყაირათოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 37🔗. საწარმოთა, დაწესებულებთა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი
საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლება შეწყდება, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელმაც გასცა მიწის ნაკვეთი. გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის ვადა, განისაზღვროს მიწის ნაკვეთის შემდგომში გამოყენება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მასზე განლაგებული შენობების, ნაგებობების, ნათესებისა და ნარგავების გამოყენების პირობები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 38🔗. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები
მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევებში, თუ:
1) ისინი ნებაყოფლობით განაცხადებენ უარს მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე;
2) გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა;
3) კომლის ან ოჯახის ყველა წევრი გადავიდა სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ამ კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
4) შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რომლის გამო გამოყოფილი იყო სასამსახურო მიწის ნაკვეთი, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
5) გარდაიცვალა კომლის ან ოჯახის ყველა წევრი;
6) წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.
მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს მოქალაქის მიერ ამ კოდექსის 151-ე, 154-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედობის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო ან მისი არა იმ მიზნით გამოყენებისათვის, რისთვისაც იგი იქნა გამოყოფილი.
მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ მიწა გამოყენებულია არაშრომითი შემოსავლის მისაღებად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220
მუხლი 39🔗. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი
მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტა, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება მიწის ნაკვეთის გამომყოფი ორგანოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის ვადა, განისაზღვროს მიწის ნაკვეთის შემდგომის გამოყენების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მასზე განლაგებული შენობების, ნაგებობების, ნათესებისა და ნარგავების გამოყენების პირობები.
თ ა ვ ი VI
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის გამოყოფა
მუხლი 40🔗. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესი
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის გამოყოფა ხდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების ან შესაბამისი
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 41🔗. ორგანოები, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთების გამოყოფის უფლება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უფლება აქვთ:
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს – ყველა მიწებიდან;
სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს – ქალაქის, დაბების მიწებიდან ამ კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 42🔗. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის პირობები
ნაკვეთების ჩამორთმევა კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაში არსებული მიწიდან, აგრეთვე კულტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე მიწებიდან, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში.
სარწყავი და ამოშრობილი მიწების, სახნავის, მრავალწლიანი ხეხილით, ვენახებით, ჩაის პლანტაციებით, კულტურული საძოვრებით, აგრეთვე სათიბებით და საძოვრებით, რომლებზეც ჩატარებულია მუშაობა მათი ძირეულად გაუმჯობესებისათვის, დაკავებული მიწის ნაკვეთების გამოყოფა არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, წყალდამცავი, დამცავი და სხვა პირველი ჯგუფის ტყეებით დაკავებული მიწის გამოყოფა ისეთი მიზნისათვის, რაც დაკავშირებული არ არის ტყის მეურნეობების წარმოებასთან, ხდება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. მილგაყვანილობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა სახაზო ნაგებობების მშენებლობისათვის. აღნიშნული მიწების გამოყოფა მათი დროებით ხანმოკლე სარგებლობისათვის გადაცემის მიზნით დაიშვება აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების დადგენილების ანდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საწარმოები, დაწესებულებანი და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფით, ვალდებული არიან საპროექტო სამუშაოთა დაწყებამდე წინასწარ შეუთანხმონ მიწათმოსარგებლეებს და მიწის გამოყენებაზე
და დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს ობიექტის განლაგების ადგილი და გამოსაყოფად გამიზნული ფართობის დაახლოებითი ზომა.
კოლმეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწიდან ნაკვეთის გამოყოფა შეიძლება მხოლოდ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების თანხმობით, ხოლო იმ მიწებიდან ნაკვეთების გამოყოფა, რომლებიც სარგებლობისათვის გადაცემული აქვთ საბჭოთა მეურნეობებს, საკავშირო ან რესპუბლიკური დაქვემდებარების სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს – მიწათმოსარგებლეებთან და სსრ კავშირის, საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან,
სახელმწიფო კომიტეტებთან ან უწყებებთან შეთანხმებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი VII
საგამოკვლევო სამუშაოებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყენება
მუხლი 43🔗. საგამოკვლევო სამუშაოებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყენების წესი
საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ გეოლოგიური აგეგმვის, ძებნითს, გეოდეზიურ და სხვა საგამოკვლევო სამუშაოებს, შეუძლიათ ეს სამუშაოები აწარმოონ ყველა მიწაზე, მიწათმოსარგებლეთაგან მიწის ნაკვეთების გამოუყოფლად, იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
აღნიშნულ სამუშაოთა დაწყების ვადა და ადგილი უნდა შეუთანხმდეს მიწათმოსარგებლეებს, ხოლო თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მათ განსაზღვრავენ შესაბამისი
სახალხო დეპუტატთა
რაიონული ან საქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები.
მიწის ნაკვეთებზე საგამოკვლევო სამუშაოების ჩატარების ნებართვას იძლევა შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ვადით არა უმეტეს ერთი წლისა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 44🔗. იმ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფლებები, რომლებიც ახორციელებენ საგამოკვლევო სამუშაოებს
საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საგამოკვლევო სამუშაოებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით ჩაატარონ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, ააგონ დროებითი ტიპის შენობები და ნაგებობანი საწარმოო, საბინაო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, გამოიყენონ სამეურნეო საჭიროებისათვის საერთოდ გავრცელებული სასარგებლო წიაღისეული და წყალთა ობიექტები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 45🔗. იმ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მოვალეობები, რომლებიც ახორციელებენ საგამოკვლევო სამუშაოებს
საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ ამ კოდექსის 43-ე მუხლში გათვალისწინებულ სამუშაოებს, მოვალენი არიან დაკავებული მიწის ნაკვეთები თავისი ხარჯით გაავარგისიანონ დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მიწის ნაკვეთების გავარგისიანება ხდება სამუშაოთა წარმოების დროს, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია ერთ თვეში მაინც სამუშაოთა დამთავრების შემდეგ ნიადაგის გაყინვის პერიოდის ჩაუთვლელად.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების დროს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები – მოვალენი არიან მიიღონ ზომები მიწების, ნათესების, ნარგავების, ტყეების, წყლებისა და სხვა ბუნებრივი ობიექტების, აგრეთვე წყალსადენის, გაზსადენების, კანალიზაციის, სამელიორაციო სისტემებისა და სხვა ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი VIII
მიწათმოსარგებლეთათვის ზარალისა და სასოფლო- სამეურნეო წარმოების დანაკარგის ანაზღაურება
მუხლი 46🔗. მიწათმოსარგებლეთაგან მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან მათი დროებით დაკავების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება
მიწათმოსარგებლეებს უნდა აუნაზღაურდეთ ის ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან დროებით დაკავების შედეგად.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებსაც მიზომილი აქვთ მიწის ნაკვეთები, მიწათმოსარგებლეებისათვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 47🔗. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გამოყოფასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგების ანაზღაურება
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, რომლებიც მშენებლობისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო, საჭიროებისათვის მიზომილი აქვთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ანაზღაურებენ ამ ნაკვეთების გამოყოფასთან დაკავშირებულ სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანაკარგებს (გარდი მიწათმოსარგებლეთა იმ ზარალისა, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 46 ე მუხლით).
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად სასოფლო-სამეურნეო წარმოების ასანაზღაურებელი დანაკარგის განსაზღვრის წესსა და ოდენობას, აგრეთვე შესაბამისი სახსრების გამოყენების წესს, ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თავი IX
მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 48🔗. მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ამოცანები
მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ამოცანაა უზრუნველყოს სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ მიწის კანონმდებლობის, მიწათსარგებლობის წესის დაცვა, მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის წარმოების სისწორე მიწის რაციონალური, ეფექტიანი გამოყენებისა და დაცვის მიზნით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 49🔗. მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოები
მთელი მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სახალხო დეპუტატთა საბჭოები, მათი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები, აგრეთვე საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კარი II
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
თ ა ვ ი X
ძირითადი დებულებანი
მუხლი 50🔗. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად ითვლება ყველა მიწა, რომელიც გამოყოფილია სოფლის მეურნეობის საჭიროებისთვის ან განკუთვნილია ამ მიზნისთვის.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს იყენებენ სოციალისტური სასოფლო–სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე სახალხო მეურნეობის ზრდადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 51🔗. მაღალპროდუქტიული მიწებისა და სავარგულთა ფართობების ცვლა
მიწათმოსარგებლეები ზომებს უნდა იღებდნენ მაღალპროდუქტიული მიწის ფართობების გასადიდებლად გამოუყენებელი და მცირეპროდუქტიული მიწების სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოქცევის გზით.
სარწყავი, ამოშრობილი და სახნავი მიწების, მრავალწლიანი ხეხილის ბაღებისა და ვენახების, ჩაის პლანტაციების, აგრეთვე სხვა მაღალპროდუქტიულ სავარგულთა ფართობების შემცირება. მათ შორის მათი გადატანა ნაკლებად პროდუქტიული სავარგულების ჯგუფში დაუშვებელია გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა და ხდება მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
მუხლი 52🔗. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გაცემა სარგებლობისათვის
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უვადო სარგებლობისათვის ეძლევათ:
1) კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა და ორგანიზაციებს – სოფლის მეურნეობის საწარმოებლად;
2) სამეცნიერო-კვლევითს, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებს – საველე კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და გავრცელებისათვის, აგრეთვე საწარმოო მიზნებისათვის;
3) არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსა – დამხმარე სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის;
4) მოქალაქეებს – პირადი მეურნეობის წარმოებისათვის დაქირავებული შრომის გამოუყენებლად;
5) საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთები იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა და ამ კოდექსის 84-88-ე მუხლები.
ამ მუხლში აღნიშნული უვადო სარგებლობისათვის მიცემული მიწების გარდა მიწათმოსარგებლეებს მიწა შეიძლება მიეცეს დროებითი სარგებლობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 53🔗. მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლის პირობები
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-საცდელი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლა მეურნეობათა შეერთებისა და გაყოფის, მიწათმოსარგებლეთა შორის მიწის გადანაწილების დროს შეიძლება მოხდეს დადგენილი წესით დამტკიცებული მიწათმოწყობის მეცნიერულად დასაბუთებული პროექტების საფუძველზე.
მუხლი 54🔗. მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლა მეურნეობათა შეერთების ან გაყოფის დროს
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-საცდელი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დადგენილი წესით შეერთების დროს მათი მიწის ნაკვეთები
სახალხო დეპუტატთა
რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით გაერთიანდება ერთიან მიწის მასივად, რომელიც მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით მიემაგრება ახლად შექმნილ მეურნეობას.
ჩამოთვლილი მეურნეობების დადგენილი წესით გაყოფის შემთხვევაში მათ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთები
სახალხო დეპუტატთა
რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დანაწილდება ახლად შექმნილ მეურნეობებს შორის, და მიემაგრება მათ მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 55🔗. მიწების გადანაწილება მიწათმოსარგებლეთა შორის
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა მიწათმოსარგებლეთა შორის სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწების გადანაწილებას ახდენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 56🔗. მიწათმოსარგებლეთა მოვალეობანი სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებისას
კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სხვა საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებით, მოვალენი არიან მეცნიერების მიღწევების და მოწინავე გამოცდილების საფუძველზე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით:
1) შეიტანონ ორგანიზაციულ-სამეურნეო მოწყობის გეგმებსა და საწარმოო-საფინანსო გეგმებში ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და მიწის რაციონალურად გამოყენების კონკრეტული ღონისძიებანი;
2) დანერგონ ზონალური პირობებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის შესაბამისად, მიწათმოქმედების ყველაზე ეფექტიანი სისტემები. უზრუნველყონ მეურნეობის დარგების ეკონომიურად ხელსაყრელი შეხამება, შემოიღონ და აითვისონ თესლბრუნვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოაქციონ გამოუყენებელი მიწები;
3) განავითარონ მიწების მორწყვა, ამოშრობა და გაწყლიანება, გააუმჯობესონ მდელოები და საძოვრები, გააკირიანონ და გაათაბაშირიანონ ნიადაგი;
4) მიიღოს ზომები ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის, მეწყრების, მიწების დაჭაობებისა და დამლაშების წინააღმდეგ, გააშენონ მინდორსაცავი ნარგავები, ტყეები და შეამაგრონ ქვიშრობები, ხევები და ფლატეები, მდინარეთა და წყალსატევების ნაპირები, არ დაუშვან ნიადაგის გაჭუჭყიანება;
5) გაწმინდონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ქვებისაგან, ბუჩქ-ჯაგნარისაგან, იბრძოლონ სარეველების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებათა წინააღმდეგ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 57🔗. შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგება
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტები განლაგებულ უნდა იქნეს რაიონული დაგეგმარების დამტკიცებული სქემის, შიდასამეურნეო მიწათმოწყობის, მორწყვისა და ამოშრობის პროექტების და დასახლებული პუნქტების განაშენიანების გენერალური გეგმების შესაბამისად. ამ დოკუმენტების უქონლობისას შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგების ადგილს განსაზღვრავს
სახალხო დეპუტატთა
რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
სარწყავი, ამოშრობილი და სახნავი მიწების, აგრეთვე მრავალწლიანი ხეხილის ბაღის, ჩაის პლანტაციებისა და ვენახის ფართობების გამოყენება იმ ობიექტების მშენებლობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული სოფლის მეურნეობის წარმოებასთან, შეიძლება განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 58🔗. მიწათმოსარგებლეთა მიერ სხვა მიწათმოსარგებლეთათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების დროებით გამოსაყენებლად გადაცემის წესი და პირობები
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დროებით არ სარგებლობენ მათთვის გამოყოფილი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილით, შეუძლიათ ეს სავარგულები დროებით სარგებლობისთვის გადასცენ
სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო, თუ მას ექვემდებარები სადაბო ან სასოფლო საბჭო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა მეურნეობებს, რომლებსაც ეს სავარგულები სჭირდებათ, რაიონული (საქალაქო) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება მიუთითებს მიწის ნაკვეთის ოდენობა, აგრეთვე მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადას და პირობებს.
მეურნეობა, რომელიც აღნიშნული წესის დაცვით გარკვეული ვადით მიიღებს მიწის ნაკვეთს, მიწათმოსარგებლეს უნაზღაურებს ამოუგებელ ხარჯებს მიწათსარგებლობის დროის შესაბამისად.
ერთი მეურნეობიდან სხვა მეურნეობისთვის მიწის სავარგულების ნაწილის მუდმივ სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია ამ კოდექსის მე-13 – მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XI
კოლმეურნეობათა მიწათსარგებლობა
მუხლი 59🔗. კოლმეურნეობებისათვის მიჩენილი მიწების შემადგენლობა
მიწები, რომლებიც კოლმეურნეობებს მიცემული აქვთ მიწათსარგებლობის შესახებ სახელმწიფო აქტით, შედგება საზოგადოებრივი სარგებლობისა და საკარმიდამო მიწებისაგან. საკარმიდამო მიწები საზოგადოებრივი სარგებლობის მიწებისაგან გაიმიჯნება ადგილზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 60🔗. კოლმეურნეობის მიწების შიდასამეურნეო გამოყენება
კოლმეურნეობისათვის მიმაგრებული მიწების შიდასამეურნეო გამოყენება ხორციელდება კოლმეურნეობის წესდების, სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
კოლმეურნეობის საზოგადოებრივი სარგებლობის მიწები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, საზოგადოებრივი დოვლათის გადიდების, კოლმეურნეთა მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მშენებლობისა და სხვა საჭიროებისათვის.
კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწებს იყენებენ კოლმეურნეობის წევრების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, მუშების, მოსამსახურეებისა და ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში აღნიშნული სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მისაცემად.
თუ საკარმიდამო მიწები არ არის საკმარისი, საკოლმეურნეო კომლებისათვის კოლმეურნეობის წესდებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გამოსაყოფი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მისაცემად დასაშვებია საკარმიდამო მიწის ფართობის გადიდება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწების ხარჯზე კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 61🔗. მეთევზეობის კოლმეურნეობის მიწათსარგებლობა
მეთევზეობის კოლმეურნეობისათვის უვადო სარგებლობაში მიცემულ მიწას იყენებენ კოლმეურნეობის საზოგადოებრივი მეურნეობის წარმოების, კოლმეურნეობის საწარმოო, საცხოვრებელი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ნაგებობების განლაგების, საკოლმეურნეო კომლებისათვის საკარმიდამო ნაკვეთის მისაზომად, აგრეთვე კოლმეურნეობის წევრთა პირადი საკუთრების პირუტყვის საკვებითა და საძოვრებით უზრუნველსაყოფად.
მეთევზეობის კოლმეურნეობის მიწების შიდასამეურნეო გამოყენება ხორციელდება მისი წესდების საფუძველზე სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლებისა და სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, აგრეთვე ამ კოდექსის და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
თ ა ვი XII
საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 62🔗. საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისა მიწების შემადგენლობა
მიწები, რომლებიც მიცემული აქვს სარგებლობისათვის საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, შედგება ძირითადი (საწარმოო) დანიშნულების და საკარმიდამო მიწებისაგან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 63🔗. მიწის ნაკვეთების მიმაგრება საწარმოო ქვეგანაყოფებზე
მიწის ნაკვეთები საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, მიემაგრება მეურნეობის საწარმოო ქვეგანაყოფებს, რომლებიც მათ იყენებენ სოფლის მეურნეობის საწარმოებლად შიდასამეურნეო მიწათმოწყობის დამტკიცებული პროექტის მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 64🔗. საკარმიდამო მიწის გამოყოფა
იმ მიწებიდან, რომლებიც მიცემული აქვთ სარგებლობისათვის საბჭოთა მეურნეობებსა თუ სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის, შიდასამეურნეო მიწათმოწყობის დამტკიცებული პროექტების შესაბამისად გამოიყოფა და ადგილზე დაიმიჯნება საკარმიდამო მიწები, განკუთვნილი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის საკარმიდამო ნაკვეთების მისაზომად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 65🔗. საკარმიდამო მიწის ფართობის გადიდების წესი
თუ მუშათა და მოსამსახურეთა საკარმიდამო ნაკვეთებით უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი საკარმიდამო მიწა, მეურნეობათა ხელმძღვანელების შუამდგომლობით შეიძლება ამ მიწის ფართობის გადიდება, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XIII
სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების მიწათსარგებლობა
მუხლი 66🔗. სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების მიწათსარგებლობა
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სასელექციო და საცდელი სადგურები, ექსპერიმენტული მეურნეობები სასწავლო დაწესებულებები და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებები მათთვის მიცემულ მიწებს იყენებენ დადგენილი წესით დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი, საცდელი და სასწავლო სამუშაოების გეგმებისა და პროგრამების, აგრეთვე საწარმოო საქმიანობის გეგმების შესაბამისად.
მუხლი 67🔗. კოლმეურნეობათაშორისი, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები სარგებლობისათვის ეძლევა სოფლის მეურნეობის პროდუქტთა საწარმოებლად და გადასამუშავებლად, საყოველთაო გავრცელებული სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად თუ სხვა საჭიროებისათვის ამ საწარმოსა და ორგანიზაციის სამეურნეო გეგმების შესაბამისად.
მუხლი 68🔗. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის სარგებლობაში მიცემის წესი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის ორგანიზაციებს და საწარმოებს (კოლმეურნეობათაშორის მეფრინველეობის ფერმებს, გამოსაკვებ პუნქტებს და ა. შ.) მიწის ნაკვეთები მიეცემათ იმ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომლის მიწაზეც არსდება საწარმო ან ორგანიზაცია. ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის საწარმოებს და ორგანიზაციებს (კოლმეურნეობათაშორის სამშენებლო ორგანიზაციებს, სამშენებლო მასალების საწარმოებს და ა.შ.) მიწის ნაკვეთები გაერთიანების მონაწილე კოლმეურნეობათა მიწებიდან მიეცემათ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მიწების გამოყოფის საერთო წესის მიხედვით.
კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციულ საწარმოებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები აგრეთვე შეიძლება მიეცეს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის და სხვა მიწებიდან საერთო საფუძველზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XIV
არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 69🔗. არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
არასასოფლო-სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, მათს სარგებლობაში მიცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს იყენებენ დამხმარე მეურნეობისათვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მიზნით, აღნიშნული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მუშებისა და მოსამსახურეების, სასადილოების, სკოლების, საბავშვო დაწესებულებების, საავადმყოფოების, მოხუცთა და ინვალიდთა სახლების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების და ა. შ. მომარაგებისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XV
საკოლმეურნეო კომლის მიწათსარგებლობა
მუხლი 70🔗. საკოლმეურნეო კომლის უფლება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე
თითოეულ საკოლმეურნეო კომლს უფლება აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მას მისცემენ კოლმეურნეობის წესდებით გათვალისწინებული წესისა და ნორმების შესაბამისად.
საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ეძლევა საცხოვრებელი სახლის სამეურნეო ნაგებობების ასაშენებლად და დამხმარე სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის, ნაკვეთის ზომაში ითვლება ნაგებობებით დაკავებული ფართობიც.
საკარმიდამო ნაკვეთი არ შეიძლება სარგებლობისთვის გადაეცეს სხვა პირს და დამუშავებულ იქნეს დაქირავებული შრომის გამოყენებით.
მუხლი 71🔗. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემის წესი
საკოლმეურნეო კომლისათვის საკარმიდამო ნაკვეთის მიცემა ხდება კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით და მისი ოდენობა განისაზღვრება კომლის წევრთა რაოდენობისა და კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მათი შრომითი მონაწილეობის გათვალისწინებით.
სასოფლო დასახლებული პუნქტის კომპაქტური განაშენიანების განხორციელებისას კოლმეურნეობა გამოუყოფს კოლმეურნეებს საკარმიდამო ნაკვეთს მათი საცხოვრებელი სახლების (ბინების) მახლობლად ნაკლები ოდენობით, ხოლო მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილს კი გამოუყოფს დასახლებული პუნქტის საცხოვრებელი ზონის ფარგლებს გარეთ. ამასთან ერთად საკოლმეურნეო კომლისათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ფართობის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კოლმეურნეობის წესდებით გათვალისწინებულ საკარმიდამო ნაკვეთის ოდენობას.
მუხლი 72🔗. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა საკოლმეურნეო კომლის გაყრისას (გაყოფისას)
საკოლმეურნეო კომლის გაყრისას (გაყოფისას), რაც რეგისტრირებულია
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში ახლად შექმნილ საკოლმეურნეო კომლს მიწის ნაკვეთს აძლევს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება იმ წესით და იმ ნორმების ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია კოლმეურნეობის წესდებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 73🔗. საკოლმეურნეო კომლისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
მიზომილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება საკოლმეურნეო კომლს, რომლის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრი გაწვეულია სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან იმყოფება არჩევითს თანამდებობაზე, სწავლობს, დროებით გადავიდა სხვა სამუშაოზე კოლმეურნეობის თანხმობით ან ორგანიზებული შეგროვების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობაში დარჩნენ მხოლოდ არასრულწლოვანები.
საკარმიდამო ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება აგრეთვე იმ საკოლმეურნეო კომლს, რომლის ყველა წევრმა დაკარგა შრომის უნარი მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო.
იმ კოლმეურნეობის მარტოხელა მოხუც და შრომისუუნარო წევრს, რომელიც საბჭოთა მეურნეობად და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოდ გარდაიქმნა, სიცოცხლის განმავლობაში უნარჩუნდება ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდა კოლმეურნეობაში.
ყველა სხვა შემთხვევაში საკარმიდამო ნაკვეთის შენარჩუნების საკითხს წყვეტს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება.
მუხლი 74🔗. საკოლმეურნეო კომლისათვის საძოვრის და მიწის ნაკვეთის გამოყოფა სათიბად და სხვა საჭიროებისათვის
კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად საკოლმეურნეო კომლს პირუტყვისათვის გამოუყოფენ საძოვარს.
საკოლმეურნეო კომლს სათიბად და სხვა საჭიროებისათვის გამოუყოფენ მიწის ნაკვეთს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში გამოუყენებელი მიწიდან ნაკვეთს სათიბად ან სხვა საჭიროებისათვის გამოუყოფენ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან – სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო დასახლებული პუნქტების მიწებიდან – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ივნისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1981 წ., მუხ.107
თ ა ვ ი XVI
სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეთა მიწათსარგებლობა
მუხლი 75🔗. სოფლად მცხოვრებ და მომუშავე მუშების, მოსამსახურეებისა და სპეციალისტებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა
საბჭოთა მეურნეობები და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ან საბოსტნეს აძლევენ ამ მიზნისათვის განკუთვნილი მიწიდან. საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საბოსტნის გაცემა ხდება საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე.
კოლმეურნეობა კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს აძლევს მასწავლებლებს, ექიმებს და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 76🔗. სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეების, ინვალიდებისა და პენსიონერებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მიცემა
თუ კოლმეურნეობებში. საბჭოთა მეურნეობებში, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში არის თავისუფალი საკარმიდამო მიწები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეიძლება მიეცეს სოფლად მცხოვრებ მუშას, მოსამსახურეს, პენსიონერსა და ინვალიდს შესაბამისად კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 77🔗. საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები
საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით დაკავებული ფართობის ჩათვლით, გამოუყოფენ შემდეგ ნორმის ფარგლებში:
1) საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ – 0,25 ჰექტარამდე; ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად სამუშაოდ გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობებში ან სხვა სახელმწიფო საწარმოებში, კოლმეურნეობების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდებათ საკარმიდამო ნაკვეთები იმ ნორმით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ კოლმეურნეობებში.
2) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშებს, მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად, – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად – 0,25 ჰექტარამდე;
3) სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის 1 და მე-2 პუნქტების მოქმედება, აგრეთვე სოფელ ადგილებში მცხოვრებ პენსიონრებსა და ინვალიდებს – 0,15 ჰექტარამდე,
სოფლად მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს და სხვა მოქალაქეებს დაწესებული ნორმის ზევით სარგებლობაში შეიძლება დაუტოვონ მიწათსარგებლობის მოწესრიგების შედეგად წარმოქმნილი მიწის პატარა ნაკვეთები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით, თუ მათი გამოყენება კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების ან სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების საწარმოო საჭიროებისათვის ან სხვა მოქალაქეებისათვის გადაცემა შეუძლებელია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 78🔗. სოფლად მცხოვრები მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება
საკარმიდამო მიწის ნაკვეთს იმავე ოდენობით ინარჩუნებენ ამ კოდექსის 75-ე მუხლში აღნიშნული მუშები და მოსამსახურეები მოხუცებულობისა და ინვალიდობის გამო პენსიაზე გასვლისას, აგრეთვე იმ მუშებისა და მოსამსახურეების ოჯახები, რომლებიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან სწავლობენ – სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 79🔗. მიწის ნაკვეთის გაცემა საბოსტნედ სარგებლობისათვის
სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებსაც არ აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს საბოსტნე ნაკვეთი 0,15 ჰექტარამდე ოჯახზე.
მუხლი 80🔗. საძოვრებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა
ამ კოდექსის 75-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას, რომელსაც ჰყავს საკუთარი პირუტყვი, საძოვრებისათვის გამოუყოფენ მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის, ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების მიწებიდან, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან. პირუტყვის საძოვებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხდება
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო დასახლებული პუნქტების ფარგლებში –
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
ასეთი მიწების უქონლობის შემთხვევაში ნაკვეთი პირუტყვის საძოვებლად შეიძლება გამოიყოს კოლმეურნეობის, საბჭოთა მეურნეობის. სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის მიწებიდან, ამასთან, პირუტყვის მესაკუთრემ მიწათმოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს ამ ნაკვეთის მოვლისა და გაუმჯობესების ხარჯები. სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებს, მოსამსახურეებს და სპეციალისტებს პირუტყვის საძოვებლად გამოუყოფენ ნაკვეთს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სოფელში მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს, პენსიონერებს და ინვალიდებს –
სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ამ ნაკვეთის შენახვისა და გაუმჯობესების ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მიწათმოსარგებლე და ამტკიცებს
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 81🔗. მიწის ნაკვეთის გაცემა სათიბად
ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილი კატეგორიის მოქალაქეებს სათიბად მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, რკინიგზისა და გზატკეცილებისათვის გამოყოფილი და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო დასახლებული პუნქტების ფარგლებში –
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, თუ თიბვა დასაშვებია ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ერთად.
ასეთი მიწის უქონლობისას ნაკვეთები სათიბისათვის შეიძლება გამოყოფილ იქნეს კოლმეურნეობის, საბჭოთა მეურნეობის, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საზოგადოებრივ მეურნეობაში გამოუყენებელი მიწებიდან კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების, ან რწმუნებულთა კრების, ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 81🔗1. მიწის ნაკვეთის გაცემა პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის
სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთი პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ივნისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1981 წ., მუხ.107
მუხლი 82🔗. საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობა სოფლად საცხოვრებელ ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას
სოფლად მდებარე საცხოვრებელ ნაგებობებზე საკუთრების უფლების გადასვლა არ იწვევს სარგებლობის უფლების გადასვლას საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე წინანდელი ოდენობით.
საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემა იმ პირისათვის, რომელზედაც გადავიდა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ნაგებობაზე, ხდება საერთო საფუძველზე ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადასვლის შემთხვევებში მემკვიდრეებს, თუ მათ არა აქვთ დადგენილი წესით საკარმიდამო ნაკვეთის მიღების უფლება, აგრეთვე ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც სოფელ ადგილას სეზონურად ან დროებით საცხოვრებლად შეიძენენ საცხოვრებელ სახლს ან რომლებსაც ამ ადგილის პირადი საკუთრების უფლებით გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რომლის გამოყენება სურთ აღნიშნული მიზნებისათვის, სარგებლობისათვის ეძლევათ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის შესანახად და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის სსრ კავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220
მუხლი 83🔗. იმ მოქალაქეთა მიწათსარგებლობა, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში
მოქალაქეები, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალური შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, დაფუძნებულს მათსა და ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, სარგებლობენ მათთვის მიცემულ საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამ მოქალაქეებს საყანე მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, ხოლო საკარმიდამო მიწა - დასახლებული პუნქტის მიწებიდან ამ კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.
საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესსა და ნაკვეთის ოდენობას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XVII
კოლექტიური მებაღეობა და მებოსტნეობა
მუხლი 84🔗. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებაღეობისათვის
კოლექტიური მებაღეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთებს გამოუყოფენ ქალაქების მწვანე ზონის ან სხვა დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ, დასახლებული პუნქტების ტერიტორიათა პერსპექტიული გაფართოების გათვალისწინებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან და სახელმწიფო სატყეო ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტყის გაშენებისათვის.
აღნიშნული მიწების უქონლობისას კოლექტიური მებაღეობისათვის, როგორც გამონაკლისი, შეიძლება გამოყოფილი იქნეს არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დამხმარე მეურნეობით დაკავებული მიწებიდან, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მოუმარჯვებელი მიწები, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივ მეურნეობაში, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები სატყეო მეურნეობაში გამოუყენებელი და სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც გატყევებას არ ექვემდებარება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მწვანე ზონებში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 85🔗. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებოსტნეობისათვის
კოლექტიური მებოსტნეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები შეიძლება გამოეყოს დასახლებული პუნქტების მიწებიდან, სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდიდან, რომლებიც უახლოეს წლებში განკუთვნილი არ არიან განაშენიანებისათვის ან სხვა მიზნისათვის.
კოლექტიური მებოსტნეობისათვის შეიძლება გამოყოფილი იქნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე დროებით გამოუყენებელი მიწები და აგრეთვე სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა არასასოფლო-სამეურნეო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 86🔗. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესი
კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთს გამოუყოფენ უვადო სარგებლობაში, ამ კოდექსის მე-13-მე-19 მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 87🔗. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამოყენება
კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს იყენებენ მებაღეობის ამხანაგობის წესდების შესაბამისად.
კოლექტიური მებოსტნეობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს იყენებენ ბოსტნეულის, კარტოფილისა და ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად. ამ ნაკვეთზე შენობების აგება და ხილკენკროვანი ნარგავების გაშენება აკრძალულია.
მუხლი 88🔗. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის მიწის ნაკვეთების ფართობის ოდენობა
კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობას ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
კ ა რ ი III
დასახლებული პუნქტების (ქალაქის, ქალაქის ტიპის დაბის, სასოფლო დასახლებული პუნქტის) მიწები
თ ა ვ ი XVIII
ქალაქის მიწები
მუხლი 89🔗. ქალაქის მიწები
ქალაქის მიწებს მიეკუთვნება ქალაქის ფარგლებში არსებული მიწები.
მიწა ქალაქის ფარგლებში
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს გამგებლობაშია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 90🔗. ქალაქის მიწების შემადგენლობა
ქალაქის მიწების შემადგენლობაში შედის:
1) საქალაქო განაშენიანების მიწები;
2) საერთო სარგებლობის მიწები;
3) სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები;
4) ქალაქის ტყეებით დაკავებული მიწები;
5) რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწები.
მუხლი 91🔗. ქალაქის ფარგლები
ქალაქის ფარგლებია – ქალაქის მიწების გარე საზღვარი, რომელიც ქალაქის მიწებს გამოყოფს ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის დანარჩენი მიწებისაგან და განსაზღვრულია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და ტექნიკურ-ეკონომიური საფუძვლების შესაბამისად.
რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, ხოლო რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენენ, შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მიწის ნაკვეთების მოქცევა ქალაქის ფარგლებში არ იწვევს ამ ნაკვეთებით უწინდელ მოსარგებლეთა სარგებლობის უფლების შეწყვეტას. მათი გამოყოფა წარმოებს ამ კოდექსის მე-40-42-ე, 94-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 92🔗. ქალაქის მიწების გამოყენება
ქალაქის მიწებს იყენებენ ქალაქის გენერალური გეგმის, დაგეგმარების და განაშენიანების პროექტების და ქალაქის ტერიტორიის საადგილმამულო-სამეურნეო მოწყობის გეგმების შესაბამისად.
ქალაქის გენერალური გეგმა განსაზღვრავს მიწის გამოყენების ძირითად მიმართულებას სამრეწველო, საბინაო და სხვა მშენებლობისათვის, კეთილმოწყობისათვის, მოსახლეობის დასასვენებელი ადგილების განლაგებისათვის.
ქალაქის განაშენიანების ცალკეულ ნაწილებში მიწის გამოყენება განისაზღვრება ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე შემუშავებული დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტებით.
ქალაქის ტერიტორიის საადგილმამულო-სამეურნეო მოწყობის გეგმებით განისაზღვრება ქალაქის იმ მიწების გამოყენების ძირითადი მიმართულება, რომელთა განაშენიანება არ არის გათვალისწინებული ან დროებით არ არიან განაშენიანებული.
ამ კოდექსის 90-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებში აღნიშნული მიწების გამოყენების წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
მუხლი 93🔗. ქალაქში მიწის ნაკვეთის გაცემა
ქალაქში მიწის ნაკვეთის უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის გაცემა ხდება
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 94🔗. ქალაქში მიწის ნაკვეთის გამოყოფა
ქალაქში მიწის ნაკვეთის გამოყოფა წარმოებს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 95🔗. მიწათმოსარგებლის მოვალეობა ქალაქში მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობისა
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთაც სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთები ქალაქად, მოვალენი არიან გასწიონ აუცილებელი მუშაობა მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობისა და გამწვანებისათვის, მწვანე ნარგავების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 96🔗. ქალაქში მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას
ქალაქის მიწაზე არსებული ნაგებობის საკუთრების უფლების გადასვლისას გადადის აგრეთვე მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლებაც.
რამდენიმე მესაკუთრეზე ნაგებობის საკუთრების უფლების გადასვლისას და აგრეთვე ნაგებობის ნაწილზე საკუთრების უფლების გადასვლისას მიწის ნაკვეთი გადადის ნაგებობის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწათსარგებლობის უფლება იმ პირისა, რომელზედაც გადავიდა ნაგებობის საკუთრების უფლება, რეგისტრაციაში ტარდება კომუნალური მეურნეობის ორგანოებში.
მუხლი 97🔗. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა შენობების და ნაგებობების გადაცემისას
ერთ-ერთი საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის შენობათა და ნაგებობათა მეორისათვის გადაცემისას ამ ობიექტებთან ერთად გადადის იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც, რომელიც აუცილებელია გადაცემული შენობებისა და ნაგებობების მომსახურებისათვის.
ერთიანი შემკვეთის მიერ საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და კომუნალური მშენებლობის განხორციელებისას, მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის შეიძლება მიეცეს აღნიშნულ შემკვეთს დროებითი სარგებლობისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის შენობებისა და ნაგებობათა საექსპლუატაციოდ გადაცემასთან ერთად
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მისცემს მათ მიწის ნაკვეთს უვადო სარგებლობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 98🔗. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება ნაგებობის დანგრევისას
სტიქიური უბედურების გამო ნაგებობის დანგრევისას მიწათმოსარგებლე ინარჩუნებს მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობის უფლებას, თუ იგი ორი წლის განმავლობაში დანგრევის დღიდან შეუდგება ნაგებობის აღდგენას ან ახლის აშენებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მიწის ნაკვეთის სხვაგვარად გამოყენება გათვალისწინებულია ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტით. ასეთ შემთხვევაში დანგრეული ნაგებობის მესაკუთრეს დადგენილი წესით იმავე ქალაქის ფარგლებში მიეცემა სხვა მიწის ნაკვეთი, თუ ამ ქალაქში აკრძალული არ არის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობა.
მუხლი 99🔗. საქალაქო განაშენიანების მიწები
საქალაქო განაშენიანების მიწები შედგება საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა შენობებითა და ნაგებობებით გაშენებული და გასაშენებელი მიწებისაგან.
ამ მიწებს აძლევენ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობათა და ნაგებობათა აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის.
მიწის ნაკვეთის ოდენობა და აღნიშნული მიზნით მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
მშენებლობისა და არქიტექტურის ორგანოს ნებართვის მიღებამდე აკრძალულია გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 100🔗. საერთო სარგებლობის მიწები
საერთო სარგებლობის მიწები შედგება მიმოსვლის გზებად გამოყენებული მიწების (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები), ქალაქის მოსახლეობის კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი მიწების (პარკები, ტყე-პარკები, ბულვარები, სკვერები, წყალსატევები), სასაფლაოებისა და კომუნალური საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა მიწებისაგან.
საერთო სარგებლობის მიწებზე ნებადართულია, ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, კაპიტალური შენობებისა და ნაგებობათა აშენება და აგრეთვე მსუბუქი ტიპის დროებითი შენობებისა და ნაგებობების (კარვების, ფარდულების და ა. შ.) დადგმა საერთო სარგებლობის მიწების მიზნობრივი დანიშნულებისათვის ზიანის მიუყენებლად.
მუხლი 101🔗. სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები
სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწებს და სხვა სავარგულებს ქალაქებში მიეკუთვნება ბაღები, ვენახები, ბოსტნები, სათიბები, საძოვრები, ტორფნარები, კარიერები, ქვის სამტეხლოები და სხვა.
სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები და სხვა სავარგულები ქალაქებში შეიძლება მიეცეს კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის, მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებოსტნეობისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – სათიბად და პირუტყვის საძოვრად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 102🔗. ქალაქის ფარგლებში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
კოლმეურნეობათა საზოგადოებრივი სარგებლობის, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიწა, თუ მდებარეობს ქალაქის ფარგლებში, მაგრამ ქალაქის დაგეგმარების და განაშენიანების პროექტით არ არის გათვალისწინებული განაშენიანების ან კეთილმოწყობის ობიექტად, ემაგრება მათ უვადო სარგებლობაში.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობათა განლაგება წარმოებს
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 103🔗. ქალაქის ტყეებით დაკავებული მიწა
ქალაქის ტყეებით დაკავებული მიწა ემსახურება მიკროჰავის გაუმჯობესებას, მოსახლეობის დასვენების ორგანიზაციას, კულტურულ-ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან ტერიტორიის დაცვას.
მუხლი 104🔗. რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწები ქალაქებში
რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწებს ქალაქებში მიეკუთვნება მიწა, რომელიც მიცემული აქვთ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მათზე დაკისრებული სპეციალური ამოცანების განსახორციელებლად.
აღნიშნული მიზნისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთის ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმების და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
ამ მიწებზე შენობათა და ნაგებობათა განლაგება, აგრეთვე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 105🔗. ქალაქის ტიპის დაბების მიწები
მიწა ქალაქის ტიპის დაბის ფარგლებში
სახალხო დეპუტატთა
სადაბო საბჭოს გამგებლობაშია.
ამ კოდექსის 89-ე -93-ე, 95-ე-104-ე, 113-ე მუხლების დებულებები ვრცელდება ქალაქის ტიპის დაბების მიწებზეც.
თ ა ვ ი XIX
საგარეუბნო და მწვანე ზონები
მუხლი 106🔗. საგარეუბნო და მწვანე ზონის მიწები
ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწას, რომელიც ქალაქის ტერიტორიის გაფართოების რეზერვია, იმ აუცილებელ ნაგებობათა განლაგებისა და მშენებლობის ადგილს, რომლებიც დაკავშირებულია საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობასა და ნორმალურ მუშაობასთან, აგრეთვე ტყეებით, ტყე-პარკებით და სხვა მწვანე ნარგავებით დაკავებულ მიწას, რომელსაც აქვს დამცავი და სანიტარიულ-ჰიგიენური ფუნქცია და წარმოადგენს მოსახლეობის დასვენების ადგილს, – გამოყოფენ, შესაბამისად, საგარეუბნო და მწვანე ზონებად.
მუხლი 107🔗. საგარეუბნო და მწვანე ზონების გამოყოფის და ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესი
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საგარეუბნო და მწვანე ზონის გამოყოფისა და აგრეთვე ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესს ადგენს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.
საგარეუბნო და მწვანე ზონის მიწას იყენებენ ამ ზონის დაგეგმარების დამტკიცებული პროექტების მიხედვით.
მწვანე ზონის მიწა საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. ამ მიწაზე დაუშვებელია იმ შენობებისა და ნაგებობების აგება, რომლებიც არ შეესაბამება მწვანე ზონის საცავ, სანიტარიულ-ჰიგიენურ ფუნქციებს და მოსახლეობის დასვენების ორგანიზაციის მიზნებს.
თ ა ვ ი XX
სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწები
მუხლი 108🔗. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწები
სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებს მიეკუთვნება მიწა, რომელიც ამ პუნქტისათვის დადგენილ საზღვრების ფარგლებშია.
მუხლი 109🔗. სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრების დადგენა და შეცვლა
შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო-დასახლებული პუნქტის მიწა, სხვა მიწებისაგან გაიმიჯნება ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად მისი საზღვრების დადგენის გზით.
პერსპექტიული განვითარების სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრებს ადგენს და ცვლის, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწა, სხვა მიწებისაგან გაიმიჯნება შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 110🔗. სასოფლო დასახლებული პუნქტის პერსპექტიულად მიჩნევა
სასოფლო დასახლებულ პუნქტს შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიიჩნევს, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რაიონული დაგეგმარების დამტკიცებული სქემების მიხედვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 111🔗. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწების სარგებლობისათვის გაცემა
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში
სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭო ახორციელებს ყველა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გაცემის კონტროლს, იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ იმ მიწიდან, რომელიც არ შედის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მიწათსარგებლობის შემადგენლობაში.
კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი. აგრეთვე სხვა, შენობების და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 112🔗. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობის წესი
შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად.
შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად.
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
თ ა ვ ი XXI
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა
მუხლი 113🔗. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლევათ დასახლებული პუნქტების მიწებიდან. ქალაქის მწვანე ზონის გარეთ მდებარე სახელმწიფო სატყეო ფონდის და სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს და აგრეთვე მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის ეძლევათ უვადო სარგებლობაში.
მუხლი 114🔗. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მიზნით მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს მიწის ნაკვეთებს აძლევენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში.
ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემენ სახლის მოცულობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად – 0,03-დან 0.06 ჰექტარამდე, ქალაქგარეთ – 0,07-დან 0,12 ჰექტარამდე.
ცალკეულ ქალაქებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა, შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ.
კ ა რ ი IV
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
მუხლი 115🔗. მრეწველობის ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად მიჩნეულია ის მიწები, რომლებიც სარგებლობისათვის მიცემული აქვთ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს დაკისრებული სპეციალური ამოცანების განსახორციელებლად (სამრეწველო წარმოების, ტრანსპორტის, კურორტების ორგანიზაციის, ნაკრძალების მოწყობისათვის და ა. შ.).
აღნიშნული მიზნისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმების ან საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო ნაკვეთების მიზომვა ხორციელდება მათი ათვისების რიგის გათვალისწინებით.
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის წესი, აგრეთვე იმ ზონების დადგენის წესი, სადაც შემოღებულია მიწით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები (სანიტარული დაცვის ოლქი და ა. შ.), სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, განისაზღვრება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს
და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
მიერ ამ მიწების შესახებ დამტკიცებული დებულებებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 116🔗. კურორტების მიწები
კურორტების მიწებს მიეკუთვნება სამკურნალო მნიშვნელობის და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები, რომლებიც დადგენილი წესით სარგებლობისათვის გადაეცა სამკურნალო-საკურორტო დაწესებულებებს. კურორტების მიწები საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული.
მოსახლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვის მიზნით, ყველა კურორტზე ეწყობა სანიტარული დაცვის ზონები. კურორტის სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში მიწის ნაკვეთი მიწათმოსარგებლეებს არ ჩამოერთმევა. ამ ნაკვეთებით სარგებლობა ხორციელდება ოლქისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით. ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემა იმ საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელია ბუნებრივი სამკურნალო თვისებების და მოსახლეობის დასვენების ხელსაყრელი პირობების დაცვასთან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 117🔗. ნაკრძალების მიწები
ნაკრძალების მიწებს მიეკუთვნება დადგენილი წესით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომელთა ფარგლებში იმყოფება განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული ღირებულების ბუნებრივი ობიექტები (ტიპიური ან იშვიათი ლანდშაფტები, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, იშვიათი გეოლოგიური წარმონაქმნები, მცენარეების, ცხოველების სახეობები და ა. შ.).
ნაკრძალების მიწებს ამორიცხავენ სამეურნეო მოხმარებიდან. ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არღვევს ნაკრძალების ბუნებრივ კომპლექსებს ან საფრთხეს უქმნის განსაკუთრებული ღირებულების სამეცნიერო ან კულტურული ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას, აკრძალულია როგორც ნაკრძალების ტერიტორიაზე, ასევე ნაკრძალების ირგვლივ დაწესებულ საცავი ზონის ფარგლებში.
მუხლი 118🔗. სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მიწების გაცემა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის
სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა არასასოფლო-სამეურნეო-საწარმოები და დაწესებულებები,
სახალხო დეპუტატთა რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში აძლევენ მათ მიერ გამოუყენებელ მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილება მიუთითებს მიწის ნაკვეთის გამოყოფის ვადას, მის ოდენობას, აგრეთვე მიწის ნაკვეთით სარგებლობის პირობებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 119🔗. სასამსახურო მიწის ნაკვეთი
სასამსახურო მიწის ნაკვეთი ეძლევა ტრანსპორტის, სატყეო მეურნეობის, სატყეო მრეწველობის, კავშირგაბმულობის, წყლის, თევზის, სანადირო მეურნეობების და აგრეთვე სახალხო მეურნეობის ზოგიერთი სხვა დარგის მუშაკთა ცალკეულ კატეგორიებს.
სასამსახურო მიწის ნაკვეთის მიღების უფლების მქონე მუშაკთა კატეგორიების სიას და სასამსახურო მიწის ნაკვეთის ნორმას მუშაკების ცალკეული კატეგორიებისათვის ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
სასამსახურო მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ მიწებიდან, რომლებიც სათანადო სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, ხოლო ასეთი მიწების ნაკლებობისას - სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, სასამსახურო მიწის ნაკვეთები იმ მიწებიდან, რომლებიც საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, გამოიყოფა საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სახელმწიფო მარაგისა და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 120🔗. სასამსახურო მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობები
სასამსახურო მიწის ნაკვეთს შესაბამისი კატეგორიის მუშაკებს გამოუყოფენ ამ სამუშაოზე მათი მუშაობის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 121-ე მუხლით. სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, თუ სასამსახურო მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, მიწით სარგებლობის უფლება შეწყდება მოსავლის აღების შემდეგ.
სახნავი მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ ვარაუდით, რომ მუშაკისა და მისი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის და სახნავი მიწის მიზომილი ნაკვეთის საერთო ფართობი არ აღემატებოდეს ამ კატეგორიის მუშაკისათვის დადგენილი სასამსახურო მიწის ნაკვეთის ოდენობას. თუ ოჯახში არის სასამსახურო ნაკვეთზე უფლების მქონე რამდენიმე მუშაკი გამოყოფენ ერთ სასამსახურო მიწის ნაკვეთს.
მუშაკებს, რომელთათვის არ გამოუყვიათ სახნავი მიწის ნაკვეთი, შეიძლება გამოუყონ საბოსტნე მიწის ნაკვეთი დადგენილი ნორმის ფარგლებში.
სათიბი მიწის ნაკვეთები ეძლევათ მუშაკებს, რომელთაც პირად საკუთრებაში ჰყავთ პირუტყვი.
მუხლი 121🔗. სასამსახურო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება
სასამსახურო მიწის ნაკვეთი წინანდელი ოდენობით შეუნარჩუნდებათ მუშაკებს, რომლებმაც შრომითი ურთიერთობა შეწყვიტეს მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო პენსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იმ მუშაკების ოჯახებს, რომელნიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილი ვადიან სამხედრო სამსახურში ან შევიდნენ სასწავლებელში, სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ მუშაკების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – შრომისუუნარო მეუღლესა და მოხუცებულ მშობლებს სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო შვილებს – მათ სრულწლოვანებამდე.
კ ა რ ი V
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები
მუხლი 122🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებად ითვლება ტყით დაფარული და აგრეთვე ტყით დაუფარავი მიწები, რომლებიც განკუთვნილია სატყეო მეურნეობის საჭიროებისათვის.
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებით სარგებლობის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იყენებენ სატყეო მეურნეობის საჭიროებისა და ხე-ტყის დამზადებისათვის. სხვა საჭიროებისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 123🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაცემა
სახელმწიფო სატყეო სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის დამზადების მრეწველობის საჭიროებისათვის გამოუყენებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მათ სარგებლობაში მყოფი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან
სახალხო დეპუტატთა
რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით აძლევენ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კ ა რ ი VI
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები
მუხლი 124🔗. სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწებად მიიჩნევა ის მიწები, რომლებიც დაკავებულია წყალსატევებით (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, არხები, ტერიტორიული წყლები და ა. შ.), მყინვარებით, ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწები, რომლებიც გამოყოფილია წყალსატევების სანაპირო გასხვისების ზოლად, საცავ ზონად და ა. შ.
მუხლი 125🔗. სახელმწიფო წყლის ფონდის მიწების გამოყენება
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწებს იყენებენ იმ ნაგებობათა აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის სასმელი, საყოფაცხოვრებო, გამაჯანსაღებელი და სხვა საჭირო, წყლით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ საჭიროებას.
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწებით სარგებლობის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
კარი VII
სახელმწიფო მარაგის მიწები
მუხლი 126🔗. სახელმწიფო მარაგის მიწები
სახელმწიფო მარაგის მიწებს წარმოადგენს ყველა მიწა, რომელიც მიწათმოსარგებლეებისათვის არ მიუციათ უვადო ან გრძელვადიან სარგებლობაში.
სახელმწიფო, მარაგის მიწები მუდმივ ან დროებით სარგებლობაში ეძლევათ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, აგრეთვე მოქალაქეებს ამ კოდექსის მე-13 მე-20 მუხლებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კ ა რ ი VIII
სახელმწიფო მიწის კადასტრი
მუხლი 127🔗. სახელმწიფო მიწის კადასტრის მიზანი და ამოცანები
მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად აწარმოებენ სახელმწიფო მიწის კადასტრს, რომელიც შეიცავს სარწმუნო და საჭირო ყველა ცნობას მიწების ბუნებრივი, სამეურნეო და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სახელმწიფო მიწის კადასტრის მონაცემები ემსახურება მიწების ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაციისა და დაცვის, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის, მიწების მელიორაციისა და სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის მიზნებს, აგრეთვე მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა სახალხო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 128🔗. სახელმწიფო მიწის კადასტრის შინაარსი
სახელმწიფო მიწის კადასტრი შეიცავს მიწათსარგებლობის რეგისტრაციის, მიწების რაოდენობის და ხარისხის აღრიცხვის, ნიადაგის ბონიტირებისა და მიწების ეკონომიური შეფასების მონაცემებს.
მუხლი 129🔗. სახელმწიფო მიწის კადასტრის წარმოების წესი და საკადასტრო დოკუმენტაცია
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, მიწის კადასტრი წარმოებს სახელმწიფოს ხარჯზე სსრ კავშირისათვის ერთიანი სისტემით. სახელმწიფო მიწის კადასტრის წარმოების წესს, საკადასტრო დოკუმენტაციის ფორმებს, საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისა და განახლების პერიოდულობას ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
კ ა რ ი IX
სახელმწიფო მიწათმოწყობა
მუხლი 130🔗. სახელმწიფო მიწათმოწყობა და მისი ამოცანები
მიწათმოწყობა მოიცავს იმ სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებათა განსახორციელებლად მიწით სარგებლობის დარგში.
სახელმწიფო მიწათმოწყობის ამოცანებია მიწების უფრო სრული, მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაცია, მიწათმოქმედების კულტურის ამაღლება და მიწების დაცვა.
მიწათმოწყობა, საპროექტო-საგამოკვლევო, აგეგმვისა და გამოკვლევითი სამუშაოების ჩათვლით, ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. მიწათმოწყობას ახორციელებენ მიწათმოწყობის სახელმწიფო ორგანოები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 131🔗. მიწათმოწყობის შინაარსი
მიწათმოწყობა იყოფა მეურნეობათაშორის და შიდა სამეურნეო მიწათმოწყობად.
მიწათმოწყობა შეიცავს მიწათმოწყობის შემდეგ მოქმედებებს:
1) ახალი მიწათსარგებლობის შექმნას, აგრეთვე არსებული მიწათსარგებლობის მოწესრიგებას, მიწების ხარვეზიანობის და მათს განლაგებაში სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრას, მიწათსარგებლობის საზღვრების დაზუსტებას და შეცვლას;
2) კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ტერიტორიების შიდა სამეურნეო მოწყობას ეკონომიურად დასაბუთებული თესლბრუნვის შემოღებით და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სათიბების, საძოვრების, ბაღებისა და სხვა) მოწყობით, აგრეთვე ნიადაგების ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების შემუშავების;
3) ახალი მიწების გამოვლენის სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახალხო სამეურნეო ათვისებისათვის;
4) მიწის ნაკვეთების მიზომვას და გამოყოფის;
5) ქალაქის, დაბისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების ფარგლების დადგენას და შეცვლას;
6) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, ნიადაგობრივი, გეობოტანიკური და სხვა გამოკვლევისა და ძიების მოწყობას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 132🔗. მიწათმოწყობის პროცესის სტადიები
მიწათმოწყობა შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:
მიწათმოწყობის საქმის აღძვრა;
მიწათმოწყობის პროექტის შედგენა;
მიწათმოწყობის პროექტის განხილვა და დამტკიცება;
პროექტის ადგილზე გადატანა;
მიწათმოწყობის დოკუმენტების გაფორმება და გაცემა.
მიწათმომწყობი ორგანოები ახორციელებენ საავტორო ზედამხედველობას მიწათმოწყობის პროექტის შესრულებაზე.
მუხლი 133🔗. მიწათმოწყობის საქმის აღძვრა
მიწათმოწყობის საქმეს აღძრავენ
სახალხო დეპუტატთა
შესაბამისი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ან დაინტერესებული სამინისტროები,
სახელმწიფო კომიტეტები
, უწყებები და მიწათმოსარგებლენი ან სახელმწიფო მიწათმომწყობი ორგანოები მიწათსარგებლობის ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და მიწათმოწყობის რაციონალური ორგანიზაციის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 134🔗. მიწათმოწყობის პროექტების შედგენა
მიწათმოწყობის დროს შედგება მიწათმოწყობის პროექტები, აგრეთვე ამ კოდექსის მე-19-მე-20 და 137-ე მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები მიწათსარგებლობის უფლების შესახებ.
მიწათმოწყობის პროექტები შედგება დაინტერესებულ მიწათმოსარგებლეთა მონაწილეობით.
მუხლი 135🔗. მიწათმოწყობის პროექტის განხილვა და დამტკიცება
შიდასამეურნეო და მეურნეობათაშორისი მიწათმოწყობის პროექტების განხილვა და დამტკიცება ხდება იმ წესით, რაც დადგენილია მიწათმოწყობის ძირითადი დებულებებით.
მუხლი 136🔗. მიწათმოწყობის პროექტის გადატანა ადგილზე
მიწათმოწყობის პროექტი დამტკიცების შემდეგ გადააქვთ ადგილზე და მიწათსარგებლობის საზღვრებს აღნიშნავენ დადგენილი ნიმუშის სამიჯნე ნიშნებით
მუხლი 137🔗. მიწათმოწყობის დოკუმენტების გაფორმება და გაცემა
მეურნეობათაშორისი მიწათმოწყობის დამტკიცებული პროექტების საფუძველზე მიწათმოსარგებლეებს აძლევენ სახელმწიფო აქტს ან მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ აქტს ან შეაქვთ ცვლილება ადრე გაცემულ აქტებში.
შიდსამეურნეო მიწათმოწყობის შედეგად მიწათმოსარგებლეებს აძლევენ შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტს, დოკუმენტს პროექტის დამტკიცების შესახებ და საპროექტო გეგმებს.
ტერიტორიის შიდსამეურნეო ორგანიზაცია, რაც დადგენილია მიწათმოწყობის წესით, სავალდებულოა კოლმეურნეობებისათვის, საბჭოთა მეურნეობებისათვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის.
კ ა რ ი X
საადგილმამულო დავის გადაწყვეტა
მუხლი 138🔗. საადგილმამულო დავის გადამწყვეტი ორგანოები
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის საადგილმამულო დავას წყვეტენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 139🔗. საქართველოს სს რესპუბლიკის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე დავის გადაწყვეტა
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საქართველოს სს რესპუბლიკის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების დავას სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება დაინტერესებული მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე. თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე, დავის განხილვა ექვემდებარება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 140🔗. ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დავის გადაწყვეტა მეორე ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხის შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დავას მეორე ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხის შესახებ განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნიან დაინტერესებული ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე, იმ შემთხვევაში თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, დავას აღნიშნულ საკითხებზე განიხილავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 141🔗. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
საქართველოს სსრ სხვადასხვა რაიონების და ქალაქების კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის საადგილმამულო დავას განიხილავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის სხვადასხვა რაიონისა და ქალაქის კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს შორის საადგილმამულო დავას განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 142🔗.
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება დავის გადაწყვეტა მიწით სარგებლობის საკითხებზე:
ა) რაიონის ტერიტორიაზე მდებარე კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის;
ბ) ამ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და მოქალაქეთა შორის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 143🔗.
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება დავის გადაწყვეტა მიწით სარგებლობის საკითხებზე:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის;
ბ) ამ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა შორის;
გ) მოქალაქეთა შორის გარდა იმ დავისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 149-ე მუხლით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 144🔗.
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო და სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო და სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება მოქალაქეთა შორის. მიწით სარგებლობის საკითხზე დავის განხილვა, გარდა იმ დავისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 149-ე მუხლით.
მუხლი 145🔗. საადგილმამულო დავის აღძვრა
საადგილმამულო დავა აღიძვრება ერთ-ერთი მხარის განცხადებით. განცხადებას უნდა დაერთოს საჭირო დოკუმენტები.
საადგილმამულო დავის მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ:
გაეცნონ საადგილმამულო დავის მასალებს;
ამოიწერონ საჭირო მონაცემები;
მონაწილეობა მიიღონ საადგილმამულო დავის განხილვაში;
წარადგინონ დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი;
აღძრან შუამდგომლობა;
მისცენ ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება;
უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობანი, დასკვნები და მოსაზრებანი;
მიიღონ საადგილმამულო დავის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების ასლი.
მუხლი 146🔗. მასალის მომზადება საადგილმამულო დავის გადასაწყვეტად
საადგილმამულო დავის გადასაწყვეტად საჭირო მასალას ამზადებენ მიწათმომწყობი ორგანოები.
საადგილმამულო დავის გადასაწყვეტად მასალების მომზადებისათვის
სახალხო დეპუტატთა
ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია აუცილებელ შემთხვევებში შექმნას სპეციალური კომისია
სახალხო დეპუტატთა
ადგილობრივი საბჭოს დეპუტატების, მიწათმომწყობი ორგანოების წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 147🔗. საადგილმამულო დავის განხილვის წესი
საადგილმამულო დავის განხილვაში მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც უნდა შეატყობინონ დავის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ,
საადგილმამულო დავის განხილვა ხდება
სახალხო დეპუტატთა
შესაბამისი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების სხდომებზე მხარეთა გამოწვევით. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას შეატყობინეს საადგილმამულო დავის განხილვის დღის შესახებ, არ დააბრკოლებს დავის განხილვას.
საადგილმამულო დავის განმხილველი ორგანო დავის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი შესრულების წესი და ღონისძიებები მიწათმოსარგებლის დარღვეული უფლების აღსადგენად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 148🔗. საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
გადაწყვეტილებას საადგილმამულო დავის თაობაზე აღასრულებენ მიწათმომწყობი ორგანოები, თუ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის აღსრულების სხვა ორგანო.
გადაწყვეტილება საადგილმამულო დავის თაობაზე შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს ზემდგომ ორგანოში ათი დღის ვადაში მისი ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის აღსრულებას.
საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს აქვს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ან განვადების უფლება საადგილმამულო დავის გადამწყვეტი ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვამდე.
მუხლი 149🔗. ინდივიდუალური ნაგებობათა თანამფლობელებს შორის საადგილმამულო დავის განხილვა
ქალაქების, ქალაქის ტიპის დაბების მიწებზე და
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მიზომილ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალურ ნაგებობათა თანამფლობელებს შორის დავის განხილვა საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის შესახებ ხდება სასამართლო წესით.
საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის განსაზღვრა ხდება მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფ ნაგებობათა ნაწილის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს ამ წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ნაგებობის თანამფლობელთა შორის დამკვიდრებულია მიწის ნაკვეთით გარკვეული სარგებლობის წესი და მის შეცვლას შეუძლია არსებითად შელახოს მათი ინტერესები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 150🔗. საადგილმამულო ურთიერთობებთან დაკავშირებული ქონებრივი დავის განხილვის წესი
საადგილმამულო ურთიერთობასთან დაკავშირებული ქონებრივი დავის განხილვა ხდება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კ ა რ ი XI
პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 151🔗. მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დამრღვევი გარიგების ბათილობა
მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ანდერძით დატოვება, ჩუქება, იჯარით გაცემა, თვითნებური გაცვლა და სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ბათილია.
მუხლი 152🔗. სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის დარღვევისათვის
თანამდებობის პირებს და მოქალაქეებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით ამ კოდექსის 152-ე მუხლში მითითებულ გარიგებების დადებაში და აგრეთვე -
მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავებაში;
მიწის უყაირათო და არაშრომითი შემოსავლის წყაროდ გამოყენებაში;
სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწების გაფუჭებაში, საწარმოს ან სხვა ნარჩენებით დანაგვიანებასა და ჩამდინარე წყლებით მათ გაჭუჭყიანებაში;
იმაში, რომ არ ასრულებენ სავალდებულო ღონისძიებებს მიწის გაუმჯობესების და ქარისმიერი თუ წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად;
იმაში, რომ თავის დროზე არ აბრუნებენ დროებით დაკავებულ მიწას ან არ ასრულებენ თავის მოვალეობას გაავარგისონ მიწა და ნიშნულებისამებრ გამოსაყენებლად,
მიწათსარგებლობის სამიჯნე ნიშნების მოსპობაში;
დადგენილი წესით დამტკიცებული შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტებისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევაში;
იმაში, რომ არ იღებენ ღონისძიებებს სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად;
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის აღებისა და შენახვის პირობების შეუსრულებლობაში, -
ეკისრებათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დადგენილ იქნეს პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის სხვა სახის დარღვევებისათვისაც.
მუხლი 153🔗. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ იმ ხარჯების აუნაზღაურებლად, რომლებიც უკანონო სარგებლობის დროს იყო გაწეული.
მიწის ნაკვეთის გამოსაყენებლად გავარგისება, ნაგებობათა აღებითურთ, წარმოებს იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის თუ მოქალაქის ხარჯზე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი.
თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის დაბრუნება ხდება
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო, სადაბო, საქალაქო, რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 154🔗. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა მიწათსარგებლობის წესების სისტემატური დარღვევისათვის
სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მიწათმოსარგებლეებს, რომლებიც სისტემატურად არღვევენ მიწათსარგებლობის წესს, შეიძლება ჩამოერთვას მათ მიერ არასწორად გამოყენებული ნაკვეთი.
მიწათსარგებლობის წესის სისტემატური დარღვევისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა ხდება იმ ორგანოს დადგენილებით (გადაწყვეტილებით), რომლის მიერაც გაცემულია ეს მიწის ნაკვეთი.
მუხლი 155🔗. მიწის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქენი ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მათ მიერ მიწის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ზარალი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კარი XII
საერთაშორისო ხელშეკრულებები
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 156🔗. საერთაშორისო ხელშეკრულებები
თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საბჭოთა მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებაში დადგენილია საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156