სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საქართველოს სს რესპუბლიკის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების დავას სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება დაინტერესებული მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე. თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე, დავის განხილვა ექვემდებარება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 1