სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უვადო სარგებლობისათვის ეძლევათ:

1) კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა და ორგანიზაციებს – სოფლის მეურნეობის საწარმოებლად;

2) სამეცნიერო-კვლევითს, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებს – საველე კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და გავრცელებისათვის, აგრეთვე საწარმოო მიზნებისათვის;

3) არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსა – დამხმარე სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის;

4) მოქალაქეებს – პირადი მეურნეობის წარმოებისათვის დაქირავებული შრომის გამოუყენებლად;

5) საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთები იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა და ამ კოდექსის 84-88-ე მუხლები.

ამ მუხლში აღნიშნული უვადო სარგებლობისათვის მიცემული მიწების გარდა მიწათმოსარგებლეებს მიწა შეიძლება მიეცეს დროებითი სარგებლობისათვის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს  სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 1