პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების)  შესაბამისად.

სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944ა - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985 წ., მუხ.2