საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 და 811 მუხლები:
„მუხლი 651. გენოციდი
გენოციდი ე. ი. მოქმედება რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის პირთა მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფების წევრთა მკვლელობით, მათი მძიმე დაშავებით, ან განზრახ ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გამიზნულია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გასანადგურებლად, ბავშვთა შობადობის ძალადობით შესამცირებლად ან ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში ბავშვების იძულებით გადაცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.
„მუხლი 811. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება, ჩადენილი ამგვარი ქმედობისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
2. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს მეთაური
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი, 1993 წლის 8 ივლისი