იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.027.007.126
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №424
2005 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №6, მუხ. 77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. საპრეტენზიო კომისია
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ტესტური გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, ისე განმცხადებელს.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.”.
2. ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოსამსახურის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“?
- „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“ მიღებულია 11.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №424. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.22.027.007.126.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"“, №424, 11.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.027.007.126 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59710/