📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №455
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2023
matsne.gov.ge 1,375 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
ალბათური მეთოდი − ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც განიხილება მაღალი ალბათობის შემთხვევა, რომელსაც გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეს განხორციელებულ საქმიანობაზე და მათემატიკური გათვლებით
განისაზღვრება ამ შემთხვევის მოხდენის შედეგები
მუხლი 3
გარემოზე არარადიოლოგიური ზემოქმედება
ზემოქმედება, რომელიც მომდინარეობს სხვა სახიფათო ნივთიერებისგან (მაგ.: ქიმიური ნივთიერებები) ან/და ობიექტის მშენებლობის, ოპერირებისა და დეკომისიის ზემოქმედება
მუხლი 3
დეტერმინირებული მეთოდი
ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება პარამეტრების გარკვეული ცალსახა მნიშვნელობები და მიიღება ცალსახად განსაზღვრული სიდიდეები
მუხლი 3
მართვის სისტემა
ერთიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია ორგანიზაციის ყველა ელემენტი ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ეს ელემენტები მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, რესურსებსა და პროცესებს
მუხლი 3
უსაფრთხოების ანალიზი
უსაფრთხოების შეფასების ნაწილი, რომელიც მოიცავს ალბათური და დეტერმინირებული მეთოდებით განხორციელებულ სხვადასხვა რაოდენობრივ ანალიზს, რათა შეფასდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები
მუხლი 3
უსაფრთხოების ზომები
ქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტების პრევენცია, ხოლო განვითარების შემთხვევაში – შედეგების მიტიგაცია
მუხლი 3
უსაფრთხოების კრიტერიუმი
ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სამიზნეები და სპეციფიკური ზღვრული ნორმები (მაგ.: დოზური ზღვრები)
მუხლი 3
საოპერაციო უსაფრთხოება
სპეციფიკები (ლიმიტები, კონტროლი და პირობები), რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია ობიექტის უსაფრთხო ოპერირება
მუხლი 3
სიღრმისეული დაცვა
სხვადასხვა აღჭურვილობისა და პროცედურების იმგვარი იერარქია, რომელიც უზრუნველყოფს ინციდენტების პრევენციასა და გარემოს, მოსახლეობასა და მომსახურე პერსონალსა და რადიოაქტიურ მასალებს შორის არსებული ბარიერების შენარჩუნებას ოპერირების დროს, ხოლო გარკვეული ბარიერების შენარჩუნებას ავარიულ შემთხვევაშიც
მუხლი 3
სცენარი
პოსტულირებული ან დაშვებული პირობები ან/და მოვლენები, რომლებიც უნდა მოდელირდეს (მაგ.: შესაძლო ავარიული შემთხვევა ობიექტზე, ან ობიექტის ან მისი შემოგარენის შესაძლო სამომავლო  განვითარება).  2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 20.11.2023 ტექნიკური რეგლამენტის - მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 15.12.2016 „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 20.09.2022 ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 06.02.2020 ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 08.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №455  2023 წლის 20 ნოემბერი    ქ. თბილისი „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 მარტის №123 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. 2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ძირითად მოთხოვნებს რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშის მომზადების, განახლების, წარმოებისა და გამოყენების მიმართ. 3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოსა და საცავზე. 4. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის მფლობელთათვის. მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ადეკვატური დონის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ალბათური მეთოდი − ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც განიხილება მაღალი ალბათობის შემთხვევა, რომელსაც გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეს განხორციელებულ საქმიანობაზე და მათემატიკური გათვლებით განისაზღვრება ამ შემთხვევის მოხდენის შედეგები; ბ) გარემოზე არარადიოლოგიური ზემოქმედება – ზემოქმედება, რომელიც მომდინარეობს სხვა სახიფათო ნივთიერებისგან (მაგ.: ქიმიური ნივთიერებები) ან/და ობიექტის მშენებლობის, ოპერირებისა და დეკომისიის ზემოქმედება; გ) დეტერმინირებული მეთოდი – ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება პარამეტრების გარკვეული ცალსახა მნიშვნელობები და მიიღება ცალსახად განსაზღვრული სიდიდეები; დ) მართვის სისტემა – ერთიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია ორგანიზაციის ყველა ელემენტი ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ეს ელემენტები მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, რესურსებსა და პროცესებს; ე) უსაფრთხოების ანალიზი – უსაფრთხოების შეფასების ნაწილი, რომელიც მოიცავს ალბათური და დეტერმინირებული მეთოდებით განხორციელებულ სხვადასხვა რაოდენობრივ ანალიზს, რათა შეფასდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები; ვ) უსაფრთხოების ზომები – ქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტების პრევენცია, ხოლო განვითარების შემთხვევაში – შედეგების მიტიგაცია; ზ) უსაფრთხოების კრიტერიუმი – ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სამიზნეები და სპეციფიკური ზღვრული ნორმები (მაგ.: დოზური ზღვრები); თ) უსაფრთხოების ფუნქციები − ობიექტის უსაფრთხოებისთვის დადგენილი სპეციფიკური მიზნები, რომელთა მიღწევა აღმოფხვრის ან შეამცირებს რადიოლოგიურ ზემოქმედებას როგორც ნორმალური ფუნქციონირებისას, ასევე ავარიულ შემთხვევებში; ი) საოპერაციო უსაფრთხოება – სპეციფიკები (ლიმიტები, კონტროლი და პირობები), რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია ობიექტის უსაფრთხო ოპერირება; კ) სიღრმისეული დაცვა – სხვადასხვა აღჭურვილობისა და პროცედურების იმგვარი იერარქია, რომელიც უზრუნველყოფს ინციდენტების პრევენციასა და გარემოს, მოსახლეობასა და მომსახურე პერსონალსა და რადიოაქტიურ მასალებს შორის არსებული ბარიერების შენარჩუნებას ოპერირების დროს, ხოლო გარკვეული ბარიერების შენარჩუნებას ავარიულ შემთხვევაშიც; ლ) სცენარი – პოსტულირებული ან დაშვებული პირობები ან/და მოვლენები, რომლებიც უნდა მოდელირდეს (მაგ.: შესაძლო ავარიული შემთხვევა ობიექტზე, ან ობიექტის ან მისი შემოგარენის შესაძლო სამომავლო  განვითარება).  2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში. მუხლი 4🔗. უსაფრთხოების ანგარიში 1. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) შინაარსს; ბ) უსაფრთხოების სტრატეგიას; გ) ობიექტის აღწერილობას; დ) უსაფრთხოების შეფასებას; ე) ლიმიტებს, კონტროლსა და პირობებს; ვ) იტერაციასა და დიზაინის ოპტიმიზაციას; ზ) სიცხადის ნაკლოვანების მართვას; თ) უსაფრთხოების ერთიან დასაბუთებას. 2. უსაფრთხოების შეფასების შედეგები და დასკვნები უნდა დოკუმენტირდეს უსაფრთხოების ანგარიშის ფორმით, რომელშიც ასახული იქნება ობიექტის ან საქმიანობის კომპლექსურობა და მასთან დაკავშირებული რადიაციული რისკები, რათა დადგინდეს, რომ ობიექტი ან საქმიანობა შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 3. უსაფრთხოების ანგარიშში უნდა გაიწეროს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროცედურა. 4. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიში ექვემდებარება დამოუკიდებელ შემოწმებას. 5. უსაფრთხოების ანგარიში უნდა განახლდეს ყოველ 10 წელიწადში და, საჭიროების შემთხვევაში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 6. უსაფრთხოების ანგარიში უნდა არსებობდეს ობიექტის სრულ დეკომისიამდე, საქმიანობის შეწყვეტამდე ან მარეგულირებელი კონტროლის შეწყვეტამდე. 7. უსაფრთხოების ანგარიში, რომელიც არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – მარეგულირებელი ორგანო) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ობიექტის მფლობელის მიერ უნდა მომზადდეს ობიექტის პროექტის ადრეულ ეტაპზე.   8. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშში დასაბუთებული უნდა იყოს, თუ როგორ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ობიექტის ლოკაციის, დიზაინის, ოპერირების, დახურვის ან დეკომისიისას უსაფრთხოების ყველა ასპექტი და მართვის კონტროლი. 9. უსაფრთხოების ანგარიში უნდა დოკუმენტირდეს ისეთ ხარისხობრივ და დეტალურ დონეზე, რომელიც საკმარისია უსაფრთხოების დემონსტრირებისათვის, რათა ხელი შეეწყოს ნებისმიერ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებასა და უსაფრთხოების ანგარიშისა და უსაფრთხოების შეფასების დამოუკიდებელ შემოწმებასა და დამტკიცებას. დოკუმენტი უნდა იყოს ნათლად გაწერილი და უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ანგარიშის შემუშავებისას გამოყენებული მიდგომების დასაბუთებას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომია.  მუხლი 5🔗. ძირითადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და გადამამუშავებელი საწარმოს უსაფრთხოების შეფასების მიმართ 1. უსაფრთხოების შეფასების მთავარი მიზანია განისაზღვროს, მიიღწევა თუ არა რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების დონე და შეესაბამება თუ არა ის მოქმედ კანონმდებლობას. 2. უსაფრთხოების შეფასება გულისხმობს რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრხოებისა და დაცულობის ყველა ასპექტის შეფასებას. უსაფრთხოების შეფასება ტარდება სისტემატურად, ობიექტის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 3. უსაფრთხოების შეფასება მოიცავს შემდეგი ასპექტების შეფასებას: ა) მართვის სისტემა; ბ) გარემოზე არარადიოლოგიური ზემოქმედება; გ) რადიოლოგიური ზემოქმედება: გ.ა) ობიექტიდან გარემოში რადიონუკლიდების გაშვება; გ.ბ) ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიონუკლიდების აკუმულაცია და კონცენტრაცია; გ.გ) ობიექტზე პერსონალისთვის არსებული რისკები და მაიონებელი გამოსხივების დოზური ზღვარი; გ.დ) მოსახლეობის შესაძლო დასხივების დოზური ზღვარი; გ.ე) გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედება; გ.ვ) ობიექტზე უსაფრთხოების დონე; დ) უსაფრთხოების ფუნქციები; ე) საოპერაციო უსაფრთხოება; ვ) უსაფრთხოების ანალიზი; ზ) ადგილმდებარეობა და პროექტირება. 4. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ანგარიშის დამოუკიდებელი შემოწმება. 5. არარადიოლოგიური საფრთხეები, რომელთათვის დადგენილია უსაფრთხოების კრიტერიუმები, უნდა შეფასდეს და მოდელირდეს რადიოლოგიურ საფრთხეებთან ერთად. 6. უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს და განახლდეს საჭიროებისამებრ, ობიექტის არსებობის შემდეგ ეტაპებზე: ა) ობიექტის ადგილმდებარეობის შერჩევისას; ბ) ობიექტის დიზაინის შემუშავებისას; გ) ობიექტის მშენებლობისას; დ) ობიექტზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის წარდგენისას; ე) ობიექტის ნორმალური ოპერირებისას; ვ) დიზაინის ცვლილებისას; ზ) ობიექტის ოპერირების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებისას; თ) ობიექტის მფლობელის ან მენეჯმენტის შეცვლისას; ი) ობიექტის დეკომისიისას ან ოპერირების შეწყვეტისას;  კ) დეკომისირებული ობიექტის ადგილის რემდიაციისას ან მასზე მარეგულირებელი კონტროლის შეწყვეტისას. 7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ეტაპებისა, უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს ობიექტის ოპერირებისას, სულ მცირე, 10 წელიწადში ერთხელ ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით და: ა) ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისას, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ობიექტის უსაფრთხოებაზე; ბ) როდესაც შესაბამისი სამეცნიერო ცოდნა მნიშვნელოვნად განვითარდა; გ) როდესაც რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემის ან/და ინციდენტის გამო წარმოიშობა უსაფრთხოების საკითხი; დ) როდესაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეფასების ტექნიკა, როგორიცაა უსაფრთხოების ანალიზისას გამოყენებული კომპიუტერული კოდები ან შეტანილი მონაცემები. 8. უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს პოტენციური საფრთხის არსებობის განმავლობაში. 9. უსაფრთხოების შეფასება უნდა ჩატარდეს ობიექტის მფლობელის მიერ. მუხლი 6🔗. უსაფრთხოების ანალიზი 1. უსაფრთხოების შეფასება მოიცავს უსაფრთხოების ანალიზს, ხოლო უსაფრთხოების ანალიზი – ობიექტის ოპერირებასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების შეფასებას.   2. უსაფრთხოების ანალიზში უნდა შეფასდეს ობიექტის საქმიანობა ყველა ოპერაციულ და, საჭიროების შემთხვევაში, პოსტოპერაციულ ფაზაში. 3. უსაფრთხოების ანალიზი ეფუძნება: ა) მაიონებელი გამოსხივების სცენარების განვითარებასა და დასაბუთებას; ბ) მოდელების ჩამოყალიბებასა და საჭირო მონაცემების იდენტიფიცირებას; გ) შედეგების შეფასებასა და გამოთვლას; დ) უსაფრთხოების ღონისძიებებისა და საინჟინრო ასპექტების ანალიზსა და მათ შედარებას უსაფრთხოების კრიტერიუმთან. 4. უსაფრთხოების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დეტერმინირებული ან ალბათური მეთოდით. 5. დეტერმინირებული ან ალბათური მეთოდის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საფეხურებრივი მიდგომა. 6. სიცხადის არარსებობა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა უსაფრთხოების ანალიზის შედეგებზე ან/და მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, უნდა შეფასდეს სიცხადის ნაკლოვანებისა და სენსიტიურობის ანალიზებში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სიცხადის ნაკლოვანებისა და სენსიტიურობის ანალიზები უნდა იქნეს გათვალისწინებული უსაფრთხოების ანალიზის შედეგებში და მის შედეგად მიღებულ დასკვნებში. 8. სიცხადის არარსებობის წყარო შეიძლება იყოს:  ა) მოდელირებასთან დაკავშირებული სიცხადის არარსებობა; ბ) მონაცემებთან ან/და პარამეტრებთან დაკავშირებული სიცხადის არარსებობა. მუხლი 7🔗. სიღრმისეული დაცვა  1. სიღრმისეული დაცვა გულისხმობს ობიექტის პროექტში რამდენიმე უსაფრთხოების ფუნქციის გათვალისწინებას. 2. სიღრმისეული დაცვის მიზანია: ა) ადამიანის შეცდომით გამოწვეული მოვლენებისა და სისტემის კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლის კომპენსირება; ბ) დამცავი ბარიერების ეფექტიანობის შენარჩუნება ობიექტისა და თავად დამცავი ბარიერების დაზიანების საფრთხის აღმოფხვრით; გ) ავარიის შედეგად დამდგარი ზიანისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვა, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამცავი ბარიერები არ არის სრულად ეფექტიანი.  3. სიღრმისეული დაცვა ხორციელდება მთელი რიგი თანმიმდევრული და დამოუკიდებელი დაცვის დონეების კომბინაციით და მხოლოდ მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი გარემოსა და მოსახლეობაზე მავნე ზემოქმედება. 4. უსაფრთხოების შეფასებაში უნდა დადგინდეს სიღრმისეული დაცვის ადეკვატური დონეები: ა) დამცავი ბარიერებისა და სხვა უსაფრთხოების ფუნქციების იდენტიფიცირებით; ბ) დამცავი ბარიერებისა და სხვა უსაფრთხოების ფუნქციების მრავალფეროვნების დასაბუთებით; გ) ნორმალურ და ავარიულ პირობებში დამცავი ბარიერებისა და სხვა უსაფრთხოების ფუნქციების მედეგობის დასაბუთებით; დ) საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოებაში დამცავი ბარიერებისა და სხვა უსაფრთხოების ფუნქციების რაოდენობრივი შეფასებით; ე) იმის დემონსტრირებით, რომ რომელიმე ერთი ბარიერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ობიექტის უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი საფრთხე არ დაემუქრება.