აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

    №1-1/453

2023 წლის 16 ნოემბერი 

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 07 აგვისტოს №01/1599 და 05 სექტემბრის №01/1796 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 – კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ლოტი III იწყება ქალაქ ლანჩხუთთან სამხრეთით (პკ 300+00), ჩრდილოეთით მიუყვება სამტრედია-ბათუმის რკინიგზას და სრულდება IV ლოტის დასაწყისთან – ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან ახლოს (პკ 420+00). აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, საავტომობილო გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საავტომობილო გზაზე ჰორიზონტალურად მოსახვევი კუთხეების საერთო რაოდენობა 2- ს შეადგენს. აქედან ერთი, R=30.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ლესის სატრანსპორტო კვანძთან, ხოლო მეორე, R=10.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ნიგვზიანის სატრანსპორტო კვანძამდე. გამოყენებული მაღალმაჩვენებლიანი რადიუსები გამორიცხავს გარდამავალი მრუდების საჭიროებას. შესაბამისად, სავალ ნაწილზე განივი ქანობი ყოველთვის 2%-ია გვერდულის მიმართ. პროექტში გათვალისწინებული მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 28.5 მეტრს. ყრილი ქანობი მერყეობს 1:1.5-დან 1:2.0-მდე (V:H), გეოტექნიკური კვლევით გათვალისწინებული ფერდის ქანობების შესაბამისად. მაგისტრალის მშენებლობამდე არ არის გათვალისწინებული ნიადაგის ფენის მოხსნა, რადგან ნიადაგის ფენა სუსტ გრუნტებში მეტი რეზისტენტობით გამოირჩევა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ყრილის ფერდებზე ნიადაგის ფენის მოწყობას, შემდეგ კი მოსწორებას და ბალახის დათესვას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ: 1. გურამ აბაშიძის (პ/ნ 26001008354), თალიკო აბაშიძის (პ/ნ 26001020149), თამაზ აბაშიძის (პ/ნ26001006569), იგორ აბაშიძის (პ/ნ 26001008351), მადლენა სურმანიძის (პ/ნ26001000611), სოფია აბაშიძე-ხოზრევანიძის (პ/ნ26001021214) და ტარიელ აბაშიძის (პ/ნ 26001013717) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.273) ნაწილის – 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2761 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.275) ნაწილის – 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. 2. გია ბაბლუანის (პ/ნ 26001004588) და ვენერა ბაბლუანის (პ/ნ 26001021760) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათში მდებარე, 132 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.09.44.292) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე 130 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.09.44.291) სრულად გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 – კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.273) თანამესაკუთრეები არიან: გურამ აბაშიძე (პ/ნ 26001008354), თალიკო აბაშიძე (პ/ნ 26001020149), თამაზ აბაშიძე (პ/ნ 26001006569), იგორ აბაშიძე (პ/ნ 26001008351), მადლენა სურმანიძე (პ/ნ 26001000611), სოფია აბაშიძე-ხოზრევანიძე (პ/ნ 26001021214) და ტარიელ აბაშიძე (პ/ნ 26001013717).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გურამ აბაშიძის, თალიკო აბაშიძის, თამაზ აბაშიძის, იგორ აბაშიძის, მადლენა სურმანიძის, სოფია აბაშიძე-ხოზრევანიძის და ტარიელ აბაშიძის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.273) ნაწილი 47 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 2761 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.275) თანამესაკუთრეები არიან: გურამ აბაშიძე (პ/ნ 26001008354), თალიკო აბაშიძე (პ/ნ 26001020149), თამაზ აბაშიძე (პ/ნ 26001006569), იგორ აბაშიძე (პ/ნ 26001008351), მადლენა სურმანიძე (პ/ნ 26001000611), სოფია აბაშიძე-ხოზრევანიძე (პ/ნ 26001021214) და ტარიელ აბაშიძე (პ/ნ 26001013717).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გურამ აბაშიძის, თალიკო აბაშიძის, თამაზ აბაშიძის, იგორ აბაშიძის, მადლენა სურმანიძის, სოფია აბაშიძე-ხოზრევანიძის და ტარიელ აბაშიძის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 2761 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი 23 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 27.08.43.275).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე, 132 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.09.44.292) მესაკუთრეები არიან: გია ბაბლუანი (პ/ნ 26001004588) და ვენერა ბაბლუანი (პ/ნ 26001021760).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გია ბაბლუანისა და ვენერა ბაბლუანის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე, 132 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი 27.09.44.292).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე, 130 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.09.44.291) მესაკუთრეები არიან: გია ბაბლუანი (პ/ნ 26001004588) და ვენერა ბაბლუანი (პ/ნ 26001021760).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გია ბაბლუანისა და ვენერა ბაბლუანის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე, 130 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი 27.09.44.291).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 02 ნოემბრის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 30.0 – კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.2 გურამ აბაშიძის (პ/ნ 26001008354), თალიკო აბაშიძის (პ/ნ 26001020149), თამაზ აბაშიძის (პ/ნ26001006569), იგორ აბაშიძის (პ/ნ 26001008351), მადლენა სურმანიძის (პ/ნ26001000611), სოფია აბაშიძე-ხოზრევანიძის (პ/ნ26001021214) და ტარიელ აბაშიძის (პ/ნ 26001013717) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 1275 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.273) ნაწილზე – 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, 2761 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 27.08.43.275) ნაწილზე – 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე,

1.3 გია ბაბლუანის (პ/ნ 26001004588) და ვენერა ბაბლუანის (პ/ნ 26001021760) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე, 132 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი 27.09.44.292) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მდებარე, 130 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი 27.09.44.291).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                             ლევან დავითაშვილი