საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 104-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10 ჩადენილი ეროვნული, რასობრივი, რელიგიური ან პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე“.
II. საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1961 წ., №1, მუხ. 11);
32-ე მუხლში სიტყვების „117-ე IV ნაწილით“ შემდეგ დაემატოს ციფრები „133-ე, 1331“,
46-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს ერთ საქმეში ორი ან მეტი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დამცველი, თუ ერთი მათგანის ინტერესები ეწინააღმდეგება მეორის ინტერესებს“.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 7 მარტი.