„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32-86 |
|
2023 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან.“.
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
„12. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და 21 პუნქტების შესაბამისად გადახდილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.
13. ზონის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასურის გადახდის მიზნით ჩარიცხული თანხა, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ექვემდებარება დაბრუნებას.“.
|